მთავარი » ქრისტიანობა

მახათას მთაზე მუზეუმი შენდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2019 | 129 ნახვა

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება, – შესაბამისი მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას – „ივერიისა“ შორის დღეს გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საზოგადოების – „ივერიისა“ თავმჯდომარე გიორგი თავაძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად ექნება კვლევითი ფუნქციაც, რაც თანხვედრაშია მთავრობის გაცხადებულ პრიორიტეტსა და ეროვნულ იდეასთან – განათლებასთან.

„ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ამავდროულად ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, პროექტის რეალიზაციის შემდეგ ეს ადგილი ძვირფასი გახდება ყველასთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, ვამაყობთ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ის მომავალ თაობებს გადავცეთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მემორანდუმის გაფორმება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

„არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ გამოიღოს კეთილი შედეგი ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ“, – ბრძანა უწმინდესმა.

საპატრიარქოში დღეს ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობისა და განვითარების მიზნით.

მუზეუმში განთავსებული საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.