მთავარი » საზოგადოება

მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.11.2016 | 3,631 ნახვა

მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება. ზეთისხილის ბაღების გაშენების პროცესში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან ერთად მიიღო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა. ზეთისხილის ნერგები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული ჩვენგანის საცხოვრებლად, უკეთესი გარემო ერთობლივი ზრუნვით უნდა შეიქმნას. “მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც მახათას მთაზე ვრგავთ საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა. მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე ნაყოფს მოისხამს. ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში სულ 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი