მთავარი » პოპულარული

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2011 5 კომენტარი | 5,242 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყება.

მახათას ტაძარიკათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მშენებლობის აქციაში ჩართული “ქტიტორთა სათათბირო” და პროექტის ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოში მიიღო. საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ უწმიდესსა და სათათბიროს სხვა წევრებს ბოლო 14 თვის განმავლობაში შემოსული შეწირული და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პატრიარქი იმედოვნებს, რომ ტაძრის მშენებლობას ხალხი კიდევ უფრო მეტ თანხას შეწირავს.

“ქტიტორთა სათათბიროს” წევრები ცნობილი ადამიანები არიან: გურამ დოჩანაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ლია სტურუა, ნინო ქაჯაია, ლევან კოღუაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, კოტე ჯანდიერი, ნინო სუხიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი. მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში სათათბირო კიდევ უფრო გაიზრდება. მათი უმთავრესი მოვალეობაა, ტაძრის მშენებლობისა და მთლიანი პროექტის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, გაეცნონ ფონდ “ივერიისას” აქტივობასა და ფინანსურ ანგარიშს, მონაწილეობა მიიღონ ფონდის წევრების მიერ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

მახათას ტაძარიმახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 12 მაისს, წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს იკურთხა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად ამ ისტორიულ მოვლენაში მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, ღვთისმშობლის მუზეუმი, მომლოცველობის სამსახური და პილიგრიმთა სასტუმრო. ასევე დაარსდება, მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლი და სარეაბილიტაციო ცენტრი.

“ათონის მთაზე არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, მახათას მთაზე თბილისში კი აშენდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სავანე. მშენებლობაში ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში?

მსვლელობა მახათას მთისკენ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი