მთავარი » საზოგადოება

მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობის დასაწყისი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2012 | 3,010 ნახვა

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე (17 აპრილს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. ტაძრის საძირკვლის გასათხრელად ნიჩბით მიწა პირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ამოიღო. მიხეილ სააკაშვილი, ილია მეორე მან ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა, ქართველ ერს ისტორიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ტაძარი, ერის მოსაქცევად და საცხოვნებლად შენდება.

მახათას მთაზე მიაბრძანეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სიონშია დაბრძანებული.
მრევლი 38-ვე ეპარქიიდან ჩამოვიდა. მათ საკუთარი სახელები ქვებზე დაწერეს და საძირკველში ჩააყოლეს.

საძირკვლის კურთხევის ცერემონიამდე შეკრებილ საზოგადოებას, ფონდ “ივერიისას” დამფუძნებელმა, პაატრა ბურჭულაძემ მიმართა:

“ტაძრის მშენებლობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან მას ყველა ერთად აშენებს – მდიდარი და ღარიბი, ცოცხალი და გარდაცვლილი. დიდი მადლობა მის უწმიდესობას, ქართველების ასე გაერთიანებისთვის, რადგან მისი სიყვარულით მრავლდება ერი და სულ უფრო სულიერი ხდება.”

პაატა ბურჭულაძეს მადლობა მისი საქმიანობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გადაუხადა:

“ვფიქრობ, რევოლუციურია ის, რაც პაატა ბურჭულაძემ გააკეთა. მან მოახდინა რევოლუცია ქართულ სცენაზე, მაგრამ ცხოვრებაში, საქველმოქმედო ხასიათის რევოლუცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის. რისთვისაც ჩვენ მადლობელნი ვართ.

საქართველოსთვის ქრისტიანობა ჩვენი იდენტურობის ნაწილი კი არ არის, ეს არის ასევე ჩვენი პასპორტი ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ. ის, რითაც ჩვენ ყველას შეგვიძლია დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არის ბოლომდე ევროპული, უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა, რომელიც იმსახურებს იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამ მხრივ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ტაძრის მშენებლობა. არ ვიცი სხვა ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შენდება ამდენი ახალი ტაძარი, როგორც ჩვენს პატარა საქართველოში.”

ღვთისმშობლის ხატი

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ტაძრების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარი დახარჯა. კერძოდ, 4 მლნ დაიხარჯა ფოთის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისთვის, 2 მლნ – გრემის აღდგენისთვის, 15 მლნ იხარჯება ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უამრავი ტაძარი აღდგა და ამოქმედდა. ხელისუფლება კი მუშაობს იმაზე, რომ გადაარჩინოს ქართული კულტურის კერები, ხელნაწერები, ხატები, რომელიც უცხოეთშია.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და პაატა ბურჭულაძეს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში.

“ჩვენ ვართ მომსწრე დიდი ისტორიული საქმის. აქ უნდა აშენდეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რომელსაც ეწოდება “მეკარე”. ქართველ ხალხს აუშენებია მრავალი ტაძარი, მაგრამ ეს ტაძარი განსხვავებულია იმით, რომ მას მთელი ერი აშენებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერი მიდის სულიერებისაკენ, მიდის იქითკენ, სადაც ჩვენი წინაპრებია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი საქმის დაწყებას, რომელიც ერის მოსაქცევად და საცხოვნებლად კეთდება, ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ აღვასრულოთ ეს დიდი საქმე”,-აღნიშნა უწმიდესმა.

ტაძრის საკურთხევლის საძირკველში განთავსა მსოფლიოს სხვადასხვა წმიდა ადგილიდან და საქართველოს 38 ეპარქიიდან ჩამობრძანებული სიწმიდეები.

ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მსურველმა პიროვნებამ დღეში ერთხელ მაინც უნდა წარმოთქვას ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ტროპარი:

“წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა, სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა. ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალენ სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცითა განმკურნენ მადლითა შენითა, ყოვლადწიდაო.”

შეგახსენებთ, ტაძრის აგებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თეონა ნოზაძე
ფოტო დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი