მთავარი » სხვადასხვა

“მაჭახელას ეროვნული პარკი” შეიქმნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2012 | 2,707 ნახვა

აჭარაში ახალი ეროვნული პარკი გაიხსნა.

მაჭახელას ეროვნული პარკი მაჭახელას ეროვნულ პარკში, თამარის ხიდთან დაცული ტერიტორების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი შონვაძემ და თურქეთის ბუნების კონსერვაციის და ეროვნული პარკების ხელმძვანელმა ბატონმა მურსელ გურბუზმა ტრანსსასაზღვრო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ამერიკის შეერტებული შტატებს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰაიკინი, ამერიკის შეერთებული შატების შინაგანი დეპარტამენტის (USDOI)-ის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის დირექტორი ბარბარა პიტკინი და თურქეთის ვიცე კონსული საქართველოში ბატონი ერთან გარიპი. სტუმრებმა სიტყვა წარმოთქვეს ახალი ეროვნული პარკის დაარსებასთან და ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ორ დაცულ ტერიტორიას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მოიცავს საქართველოს მხრიდან – მაჭახელას ეროვნული პარკის, ხოლო თურქეთის მხრიდან ჯამილის ბიოსფერული რეზერვატის აქტიურ ერთობლივ მუშაობას და აღნიშნულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას.

მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნის მიზანია, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა.

მაჭახელას ეროვნული პარკი 8733 ჰექტარს მოიცავს.

პარკის დაარსება გულისხმობს როგორც ტურისტული ინფრსტრუქტურის და ტურისტული ბილიკების შექმნას, ასევე სოცულური პროექტების განხორციელებას, როგორიცაა მცირე გრანტების გაცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვადასხვა ეკო-ტურისტული პროდუქტების შექმნის მიზნით რაც ხელს შეუწყობს ეკო ტურიზმს და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს პარკთან მცხოვრებ მოსახლეობას.

მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსების შესახებ კანონი 2012 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი