მთავარი » საზოგადოება

“მავთულხლართის გავლებამ 11 ტაძარი მოაქცია ოკუპირებულ ტერიტორიზე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.02.2020 | 177 ნახვა

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) სიტყვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის საპატრიარქოში სტუმრობისას

„ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო მადლიერებით, რამეთუ ორი კვირის წინ სოფელ ქვეშში, რომელშიც მავთულხლართები გადის, სოფელში, რომელსაც უშუალოდ ეხება ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიებზე, ამერიკის სახელმწიფოს დახმარებით აღდგა და გარემონტთა საშუალო სკოლა. ეს არა მარტო მატერიალური დამხარებაა, პირველ რიგში, ეს არის მორალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად უყურებენ მავთულხლართის გავლების პროცესს. ამავე დროს ეს არის მავთულხლართის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ სკოლაში მივიღოთ ის ბავშვები, რომლებიც ამ გაყოფილი სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და, სამწუხაროდ, მათ არ აქვთ გადმოსვლის საშუალება, სკოლაც არ აქვთ, იმიტომ რომ ამ გაყოფილი სოფლის გამო სოფელ ზემო არცევიდან უწევთ სიარული რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სხვა სოფლის სკოლაში.

ამ მავთულხლართის გავლებამ 11 ტაძარი მოაქცია ოკუპირებულ ტერიტორიზე. გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას, რომელთა წინაპრებიც ამ ტერიტორიაზე არიან დაკრძალული, საფლავებთან მისვლის საშუალება დღეს დაკარგული აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც იმედით ვუყურებთ მომავალს, რამეთუ საქართველოს ეკლესია და ჩვენი პატრიარქი მუდმივად ბრძანებს, რომ მოხდება ჩვენი შერიგება; ეს არის მოწოდება როგორც აფხაზებისადმი, ისე ოსებისადმი, რომ გადაიდგას პირველი ნაბიჯები თუნდაც სასულიერო, საეკლესიო სფეროში, შესაძლებლობა გაჩნდეს მრევლის იქიდან ჩამოსვლისა და სასულიერო პირების მისვლისა იმ მრევლთან, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არიან.

თქვენ თავისთავად ჩამობრძანდებით რეგიონში, გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ყოველივეს დანახვისა და თუ დაგეგმავთ, ჩვენ სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენთან. გარდა ამ სამწუხარო ფატქებისა, არის ბევრი რამ, რაც ახარებს გულს – ჩვენი ისტორიული, კულტურული და სარწმუნოებრივი მემკვირდეობა, რომელსაც გაეცნობით და იხილავთ”.

4 თებერვალი, 2020 წელი

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი