მთავარი » ქრისტიანობა

მავნე ჩვეულებანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2015 | 3,509 ნახვა

“როცა მაცხოვარი შაბათს რომელიმე სნეულს განკურნავდა, ურიები მას სჯულის დარღვევას აყვედრიდნენ, მაგრამ სჯულში არსად არ იყო თქმული, რომ შაბათს კაცი გულხელდაკრეფილი უნდა მჯდარიყო და კეთილი საქმე არ უნდა გაეკეთებინა. ეს ცუდი ჩვეულება თვითონვე მოიგონეს; ამით ისინი თავიანთ სულიერ ცხოვრებას აბრკოლებდნენ და კეთილ ზნეობასაც აფუჭებდნენ. ცუდი და მავნე ჩვეულებანი ჩვენც გვაქვს. მრევლი ერთი ასეთთაგანია ხანგრძლივი ტირილი მიცვალებულის გასვენებისას. პირველი მიზეზი იმისა, რომ მე ეს ჩვეულება მავნებელი და შეუწყნარებელი მგონია, ისაა, რომ იგი კაცს ფარისევლობასა და პირმოთნეობას ასწავლის. მწუხარება და ტირილი ბუნებრივი გრძნობებია, გულში უნებლიედ გაჩენილი, ამიტომ, როცა ადამიანი თავს ეტყვის: ამ დროს უნდა ვიტირო და ცრემლი ვღვაროო, რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა, ხოლო როცა ადამიანს გულში სხვა აზრი აქვს, ხოლო საქმით სხვას აკეთებს, ბუნება მისი ორად გაპობილია. ზნეობა კი დავარდნილი. ვფიქრობ, ეს ჩვეულება ხანგრძლივი დატირებისა ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს იმისა, რომ ჩვენს ერს მიდრეკილება აქვს სიცრუისა და ტყუილისადმი. ამ ჩვეულების დასაგმობად სხვა მიზეზებიც არსებობენ, სახელდობრ, დროის უქმად ხარჯვა. ზოგჯერ ჩვენთან მიცვალებულს მთელი ორი-სამი კვირის განმავლობასი არ მარხავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭირისუფალი ტირილის გარდა ვერაფერს აკეთებს, ხოლო გასვენების დღეს უამრავი ხალხი იყრის თავს, მათ შორის ისინიც, რომელნიც მიცვალებულს შორიდან იცნობდნენ. ჩვენ კი ვიცით, რაოდენ ძვირფასი თვისებაა შრომისმოყვარეობა. ადამიანი უქმად მთელ დღეებს კი არა, ერთ წამსაც არ უნდა კარგავდეს. ხშირად მოტირალნი მიცვალებულის წინაშე იჩოქებენ და ისე ტირიან. ესეც დასაგმობია, რადგან კაცმა მუხლი მხოლოდ ღმრთისა და მისი ხატის წინაშე უნდა მოიყაროს. და ბოლოს, სრულიად მიუღებელია, რომ ზოგჯერ ტირილი ეკლესიაში იმართება, სადაც ყოველ კაცს დუმილი დ კრძალულება მართებს. ამ ბოლო დროს წინაპართაგან მიღებულ ცუდ ჩვევებს ახალიც დავუმატეთ, მაგალითად, მიცვალებულის მუსიკით გასვენება. სამხედრო წესით მუსიკით მხოლოდ იმ პირებს აცილებენ, რომელთაც სიცოცხლეში სამხედრო ხარისხი ჰქონდათ. დღეს კი ეს წესი ყველა მიცვალებულზე გაავრცელეს. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენს გულებში ამაოება, თავხედობა და თავმომწონეობა სუფევს. ამას ხომ თავის გამოსაჩენად და სხვების მიბაძვით ვაკეთებთ. ნაცვლად მოწყალების გაცემისა, მიცვალებულის სულის საცხოვნელლად, მუსიკოსებს ვიწვევთ თავის მოსაწონებლად. თუ ვინმემ ქვეყნის სასარგებლო და გონიერი რამე მოიფიქრა, იმას ძნელად ვითვისებთ, სამაგიეროდ, თუ რამე ურგები და ამაო ვნახეთ, იმას მალე ვეჩვევით მაშინ, როცა არა თუ ცუდი ჩვეულება არ უნდა შევიძინოთ, არამედ ძველიც უნდა დავგმოთ და დავივიწყოთ,” – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი