მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

მათთვის, ვინც ბავშვს გინებას ასწავლის!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2013 ერთი კომენტარი | 8,591 ნახვა

ალბათ ბევრი ჩვენგანია მოწმე როგორი სიამაყით ასწავლიან მშობლები ჯერ კიდევ ახალენაადგმულ ბავშვებს გინებას. უფროსები ვერ აცნობიერებენ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ შვილებში ჩანერგილმა ერთი შეხედვით, “უწყინარმა” სიტყვებმა.

წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: „ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე. ბიჭს, დაბრკოლებისას, ბავშვი ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: – დამიცავი, მამიკოო თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამა ჰკითხა, – რასა ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა – შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა. ყოვლადძლიერმა ღმერთმა იმისთვის, რომ დაენახვებია ჩვენთვის რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, რომ ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით, მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის,“ – ბრძანებს წმ. გრიგოლი დიალოღოსი.

აქვს თუ არა გამართლება ბავშვის გინებას? რა მიდრეკილებები შეიძლება ჩამოუყალიბდეს მოზარდს ბილწსიტყვაობით და როგორ განვაშოროთ პატარები ამ ცოდვას? „ამბიონს“ წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი ესაუბრა:

„ზოგიერთ მშობელს სურს, რომ შვილი გაზრდილი, ჩამოყალიბებული დაინახოს და თითქოს ამ მიზნით ბავშვებს საგინებელ სიტყვებს ასწავლიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათი შვილი დიდი ადამიანივით იქცევა. ეს არის დიდი შეცდომა. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს დამკვიდრდა ტენდენცია და უხამსი სიტყვების გამოყენება თითქოს მისაღებია. მასმედიის საშუალებით ყოველდღიურად გვესმის უცენზურო, თავშეუკავებელი გინება, რაც დაუშვებელია.

სიტყვას აქვს თავისი ენერგეტიკა და არ იკარგება. თვით ეკლესიაც აგებულია სიტყვაზე. ვიცით, რომ იესო ქრისტეს მეორენაირად სიტყვას უწოდებენ. მის მიერ ნათქვამმა სიტყვამ, ქადაგებამ მოიტანა ახალი აღთქმის ეკლესია და დღეს ადამიანები სწორედ ამ სიტყვის ძალით, ენერგიით ვცხოვრობთ მართლმადიდებლურად. როდესაც ვიღაცას სიკეთით ვესაუბრებით, ჩვენ გარშემო დადებითი ენერგია იქმნება და ურთიერთობაც სასიამოვნოა, ბილწსიტყვაობისას კი უარყოფითი ენერგია ვრცელდება.

თოთო სულში ჩადებული ბილწი სიტყვის ენერგია რჩება და აგრესიულობა, ცუდი საქციელი საზოგადოებაში, რომელსაც შემდგომში ეს ბავშვები დიდ ასაკში ავლენენ, მშობლებსაც უკვირთ. სამწუხაროდ, ასეთი მშობელი შემდგომში ხშირად სვამს კითხვას, თუ რატომ აგინებს მას შვილი და რატომ ბილწსიტყვაობენ ისინი თავშეუკავებლად საზოგადოებაში?! ამ კითხვის პასუხი მან უნდა ეძიოს ბავშვის აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომაში.

პატარა ბავშვის გინებას არავითარი გამართლება არ აქვს. პირიქით, უფრო მეტი ზიანის მომტანია. ის გაუაზრებლად იმეორებს სიტყვებს და თავისდაუნებურად, გარშემო უარყოფით ენერგიას ავრცელებს. ბილწსიტყვაობით პატარას სხვა მიდრეკილებები უყალიბდება. მაგ.: თავშეუკავებლობა, გაუაზრებელი საქციელი, უზნეო მოქმედებები, აგრესიულობა…

ადამიანს, რომელსაც ბუნებითად უნდა ჰქონდეს სულიწმინდის მადლი, თავისი ნებით, ამ შემთხვევაში გინებით, განეშორება. სულიწმინდის მადლის განშორება შემდგომში ძალიან ბევრ სულიერ თუ ფიზიკურ პრობლემებს აჩენს.“

მამა დავითის თქმით, თუ მშობლები ეკლესიურად იცხოვრებენ, გააცნობიერებენ თავიანთ საქციელს და მივლენ მოძღვართან, სასულიერო პირი აუხსნის მათ, რომ ბავშვებისთვის გინების სწავლა ცოდვაა და ასწავლის, როგორ უნდა აღზარდონ შვილები სწორი მიმართულებით. სასურველია, ბავშვებსაც მოვუყვანოთ პატარა მაგალითები, თუ რაოდენ ცუდია საგინებელი სიტყვების წარმოთქმა, რაც საბოლოო ჯამში ცოდვას განგვაშორებს და მომავალშიც კარგ შედეგს მოგვიტანს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • დოდო says:

    “დოდოს დღიურიდან”…30.04. 2008წელი.
    საბამ მითხრა ბაღში, რომ მიმყავდა__”დედა ჩემს თავში ქალები ლაპარაკობენ და მე მესმის რას ამბობენ ისინიო”(საბა 6 წლის იყო მაშინ).
    “რას ამბობენ”_მეთქი?__ვკითხე!
    “ეშმაკია ღმერთი და ღმერთი ეშმაკიო”__მიპასუხა.
    “შენ მითხარი დედიკო ქალებიო? ერთი მაგას, რომ ამბობს მეორე რას ეუბნება?”__მეთქი?__შევეკითხე მე.
    “მეორეც ეთანხმება, ამბობს: “მართალია! იმიტომ, რომ რომელიც უფრო კეთილია ის არის ღმერთი. აბა ის როგორ შეიძლება იყოს კეთილი, რომელიც გვემუქრება: ვინც დააშავებთ ჩემს წინაშე და ბოდიშს არ მოიხდით ყველას ჯოჯოხეთის ცეცხლში დაგწვავთო? თუ მისი შვილები ვართ არ ვეცოდებით? თუ მას მართლა ვუყვარვართ, ასე მკაცრად უნდა დაგვსაჯოს?! ე. ი. მას არ ვუყვარვართ და გვატყუილებსო!!!”…
    ” დააა შენ როგორ ფიქრობ, დედიკო? მართალს ამბობენ შენს თავში ეგ ქალები”_მეთქი_ვკითხე.
    “მე ვფიქრობ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ მე შემაცდინონ, ეშმაკს უფრო დავუჯერო, ვიდრე ჩემს მფარველ ანგელოზს…ისე დედიკო თუ ღმერთი ჩვენი მამაა და მართლა ისეთი კეთილია, როგორც შენ მეუბნები, მაშინ მართლა ტყუილად ხომ არ გვემუქრება საშინელი ჯოჯოხეთით, რომ შეგვაშინოსო?”
    “მართალი ხარ, ღმერთი გვაშინებს….მაგრამ არა ტყუილით, არამედ სიმართლიტ გვაშინებს…მას მართლა შეუძლია ჯოჯოხეთის ცეცხლში დასწვას მთელი კაცობრიობა(ადამიანებმა ეს დავიმსახურეთ),მაგრამ ამას არ აკეთებს, სწორედ იმიტომაც, დედიკო, რომ ის უსაზღვროდ კეთილია და უსაზღვროთ უყვარს თავისი შვილები, ადამიანები და თავისი შექმნილი სამყარო…გახსოვს? მე როგორ გასწავლე, რატომ უნდა გეშინოდეს ღმერთის?””
    ” ღმერთის უნდა გვეშინოდეს იმიტომ, რომ თუ ძალიან გავაბრაზებთ, მას შეუძლია მიგვატოვოს და ეშმაკი პირისპირ მარტო დაგვტოვოს”__სხაპასხუპით მიპასუხა მან:):):)

    ..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი