მთავარი » ქრისტიანობა

რატომ ვულოცავთ ერთმანეთს მარხვის დაწყებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2019 | 1,904 ნახვა

გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას… ალბათ იკითხავთ, რა მისალოცია მარხვის დაწყება, რომლის დაცვაც არც ისე იოლია?! მარხვა მართლაც არ არის მარტივი დასაცავი, მაგრამ ადამიანი როდესაც სწავლას იწყებს უნივერსიტეტში, მას ხომ ვულოცავთ სწავლის დაწყებას მიუხედავად იმისა რომ სწავლაც არ არის ადვილი? ვულოცავთ და წარმატებებსაც ვუსურვებთ. ასეა მარხვაც, – არ არის იოლი დასაცავი, მაგრამ სწავლის მსგავსად მარხვაც მნიშვნელოვანი, სასარგებლო და სასიკეთოა ჩვენთვის. ამიტომაც ვულოცავთ ერთმანეთს მარხვის დაწყებას და ვუსურვებთ ღირსეულად გატარებას.

რთულია დავიცვათ მარხვა, მით უმეტეს ზაფხულში, როცა ყველას დასვენება და გართობა უფრო გვიზიდავს. მაგრამ თუ ახლა მოვინდომებთ და უფლისა და ღვთისმშობლის სიყვარულით დავიწყებთ მარხვას, ვნახავთ, რომ ორი კვირა ძალიან მალე გაივლის და დედა ღვთისმშობელს ჩვენი თავშეკავებით ძღვენს მივართმევთ.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება, მარხვა გაცილებით მეტია ვიდრე შიმშილი. მთავარი ის კი არ არის რას შევჭამთ და რას არა, არამედ ის, თუ რა გამოვა ჩვენგან, რამდენად უკეთესები გავხდებით ვიდრე ვართ დღეს, რამდენად გავითავისებთ მოყვასის გაჭირვებას და რამდენად შევძლებთ ჩვენი მანკიერი მხარეების დაძლევას.
გვახსოვდეს ბასილი დიდის ეს სიტყვები: “ერიდეთ, მარხვა მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავებით განსაზღვროთ, რამეთუ ისინი ვინც საჭმლისგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვებს.”
საკვებისგან თავშეკავება მარხვის მხოლოდ გარეგნული მხარეა, როდესაც არ ვჭამთ ხორცეულს, უნდა ვეცადოთ ჩვენი სიტყვებით და მოქმედებებით არ ,,შევჭამოთ“ ადამიანი. ამასთანავე, ნუ ვიფიქრებთ, რადგან ვმარხულობთ სხვებზე აღმატებულები ვართ. სიყვარულით და თავმდაბლობით დავიწყოთ მარხვა და განწმენდილი გულით შევეგებოთ ფერისცვალების და მარიამობის დღესასწაულებს.

გილოცავთ მარხვის დაწყებას!
წარმატებებს გისურვებთ ქრისტიანებო! გაძლიერდით და გაიხარეთ!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი