მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“მარხვაა, ბებო, მარხვა… ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.08.2020 ერთი კომენტარი | 1,717 ნახვა

„_ ბებო, ყველი მინდა, ყველი! _ ითხოვდა ხუჭუჭულა.
_ მარხვაა, ბებო, მარხვა, _ გული უდნებოდა მკერდში ბებიას.
_ მარხვა რა არის?
_ ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.
_ ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?
_ არა, არ შეიძლება.
_ არც კვერცხის? _ ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.
_ არც კვერცხის, ბებო.
_ და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?
_ არც რძისა.
_ ჩიჩია, ბებო?

_ არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _ უფრო და უფრო უდნება პატარა ბიჭის საცოდაობით მოხუცს მკერდში ცხოვრებისაგან ისედაც დალეული გული.
_ როცა ჭამა შეიძლება, მაშინ ღმერთის დღეები არ არის, ბებო?
_ მაშინაც ღმერთის დღეებია, ოღონდ სამხიარულო დღეები.
_ ყველა დღე ღმერთის დღეა?
_ ხო, ბებო, ყველა დღე ღმერთის დღეა, დაილოცოს იმის სამართალი.
_ ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა.
_ მაშ!
_ ხან ჭამეთ და ხან არ ჭამოთო? _ ისე კითხულობს ხუჭუჭულა, ეტყობა შია.
ბებიამ სკივრში გადანახული კაკალი ამოუღო და უბე გაუვსო.
სიხარულით ცას ეწია ხუჭუჭულა.
_ კაკალი სულმუდამ ჭამეთო ბებო? _ სიხარულჩამდგარი თვალები შეანათა ბებიას.
_ ჰო, გენაცვალოს ბებო, ჩემო ხუთკუნჭულა! _ ხმაშიც და გულშიც სითბო ჩაუდგა ბებოს.
კაკლით, ჩირით, თხილით და სხვადასხვა სასუსნავით გაასრულა ხუჭუჭულამ თავისი პირველი მარხულობა.“

გოდერძი ჩოხელი – „ხუჭუჭულა“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Wascawlot dsalian ubralod bawschwebs daceron IESO KRISTE SCHEN TU GINDA ,SCHEGIDSLIA MASCAWLE (rasac isurwebt- es aris PORMULA). ganmkurne kuris tkiwilisgan, gankurne tschemi deda da mama gripisgan, marte tscweni GONEBA CHSNASCHI. Ibatone tscems gonebase, gulse, ar dagawickdet -sur gse cherchemalse, scheulse pechse da chelse.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი