მთავარი » ქრისტიანობა

მარხვა ბავშვებისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2023 | 347 ნახვა

მამა პაისი მთაწმინდელი

წმიდაო მამაო, უნდა იმარხულონ თუ არა ზიარებამდე ხუთი-ექვსი წლის ბავშვებმა?

უკიდურეს შემთხვევაში ზიარების წინა დღეს მათ სამარხვო საჭმელი უნდა მიიღონ – ზეთით. თუმცა, ეს საკითხი მოძღვრის კომპეტენციაშია. ჯობს, თუ დედა მოძღვარს ჰკითხაგს, როგორ იკვებოს ბავშვმა, რადგან შესაძლოა, პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს და მისთვის რძის მიღება აუცილებელი იყოს.

წმიდაო მამაო, რამდენი დღის განმავლობაში უნდა მარხულობდეს პატარა ბავშვი?

თუკი ბავშვი ძლიერია და ჯანმრთელობით გამოირჩევა, მას შეუძლია, იმარხულოს. გარდა ამისა, დღეს აურაცხელი სახის სამარხვო საჭმელები იყიდება. ძველად ბავშვები მარხულობდნენ და მთელი დღის განმავლობაში დარბოდნენ და თამაშობდნენ. ფარასაში დიდი მარხვის პერიოდში დიდებიც და ბავშვებიც მეცხრე ჟამამდე მარხულობდნენ. მშობლები მათ ერთად შეკრებდნენ, სათამაშოებს მისცემდნენ და ისინიც თამაშობდნენ, ხოლო, როდესაც ნაშუადღევს პირველშეწირულთა ძღვენთა ლიტურგიაზე ზარს დარეკდნენ, ყველანი ერთად ეკლესიაში მიდიოდნენ და ეზიარებოდნენ. წმიდა არსენი კაპადოკივლი ამბობდა: „თუ ბავშვები თამაშობენ, ჭამა მთელი დღე არ აგონდებათ. და განა ისინი მარხვას ვერ შეძლებენ ახლა, როდესაც მათ ამაში ქრისტე ეხმარებათ?“

მოზრდილებს, რომლებიც არ მარხულობენ, სინდისი დაქენჯნის, როდესაც დაინახავენ, როგორ ინახავენ ბავშვები მარხვას. მახსოვს, პატარა ვიყავი და ჩემს ოსტატთან ერთად ერთ სახლში ვმუშაობდი. ჩვენ იქვე ვსადილობდით. ოთხშაბათობითა და პარასკევობით მე სადილად არ ვრჩებოღი და სასადილოდ სახლში ვბრუდებოდი, რადგანაც ეს ადამიანები არ მარხულობდნენ. ერთხელ მახსოვს, ოთხშაბათი იყო, მათ ნამცხვარი მოიტანეს და ჩემი გამასპინძლება მოინდომეს. „გმადლობ, მაგრამ მე ვმარხულობ“. ვუთხარი მაშინ. ძალიან გაუკვირდათ: „მარხულობ?! ნახე, პატარა ბიჭუნა მარხვას ინახავს, ჩვენ კი ზრდასრული ადამიანები ყველაფერს მივირთმევთ“.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი