მთავარი » ფოტორეპორტაჟი

მარტვილის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2014 5 კომენტარი | 7,905 ნახვა

სოფელ მარტვილის ძველი სახელი ჭყონდიდია. VII საუკუნეში აქ მარტვილთა ტაძარი ააგეს. მარტვილი ბერძნული სიტყვაა და წამებულს ნიშნავს. აქვე, X საუკუნეში, დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. დასახლებამ კი მარტვილის სახელი შეინარჩუნა.

მარტვილის მონასტერი

შუა საუკუნეებში მარტვილი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც არაერთი ცნობილი მწიგნობარი მოღვაწეობდა და მრავალი უნიკალური ხელნაწერი ინახებოდა.
ცენტრალური ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ტაძრის ფასადები მოჩუქურთმებულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატს ქმნის და ძველი აღთქმისა და სახარების სცენებს ასახავს.
ტაძარში შემორჩენილია XIV-XVI და XVII საუკუნის მოხატულობა. მთავარი ტაძრის გვერდით X საუკუნის ორსართულიანი ეკლესია მდებარეობს.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი