მთავარი » საზოგადოება

მარტოობის 10 წელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2016 | 1,264 ნახვა

ყველა ოცნებობს სიცოცხლის ბოლო წლები თავის ოჯახთან, ახლობლებთან, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში გაატაროს, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც სიბერეს მარიამ მარზაშვილი 4 კედელში მარტოდ მარტო ატარებს?

მარიამ მარზაშვილს, ისევე როგორც ჩვენი ფონდის სხვა მარტოხელა მოხუცებს, მძიმე ცხოვრების გავლა მოუხდა.

განათლებით ეკონომისტია, მუშაობდა სტატისტიკის დეპარტამენტში. 15 წლის განმავლობაში რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მომავალი მეუღლეც სამსახურში გაიცნო. ოჯახი შექმნეს, მაგრამ შვილი არ ეყოლათ. წლების შემდეგ, გადაწყვიტეს პატარა გოგონა – თამარი ეშვილათ. სამწუხაროდ ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ავად გახდა და გარდაიცვალა მარიამის მეუღლე. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვა მარიამს მოუწია. 90–იან წლებში მან სამსახური დაკარგა. ბავშვი რომ ერჩინა, მარიამი გამყიდველად, დამლაგებლად და მეეზოვედ მუშაობდა.

საუბედუროდ, განგებამ მარიამს ახალი განსაცდელი მოუვლინა – მას ქუჩის დაგვისას მანქანა დაეჯახა. მიღებულმა ტრავმებმა მარიამი რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვა. სამსახურის შესანარჩუნებლად დედის მაგივრად თამარი გადიოდა ქუჩების დასალაგებლად.

მაგრამ ყველაზე დიდი განსაცდელი მარიამს წინ ელოდა. მისი ერთადერთიშვილი, საყვარელი თამარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა… ასე დარჩა მარიამ მარზაშვილი სრულიად მარტო. ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად იგი ლოგინად ჩავარდა. მას არ ჰქონდა არც ძალა და არც საშუალება გამკლავებოდა თავის ავადმყოფობას.

ფონდის ექთნები აკეთებენ ყველაფერს, რათა ქალბატონ მარიამს გაუსაძლისი ტკივილები შეუმსუბუქონ. უმუშავებენ ჭრილობებს ფეხებზე, უკეთებენ გადახვევებს, ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში. მართლაც, ბევრი მარტოხელა მოხუცისთვის, ჩვენი ფონდი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

პენსია, რომელსაც ქალბატონი მარიამი იღებს, აუცილებელ წამლებში და საკვებშიც კი არ ყოფნის.

ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი მარიამის დასახმარებლად. გვინდა ვაჩვენოთ მას, რომ მის გარშემო ბევრი გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მართალია, შვილის მაგივრობას ვერ გაუწევენ, მაგრამ თავის სითბოს და სიყვარულს აჩუქებენ და მარტოობას შეუმსუბუქებენ…

თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ მარზაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან -> www.fsp.ge

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალეთ. გვახსოვდეს, რომ მარტოობისგან არავინ არის დაზღვეული, ვინ იცის, იქნებ ოდესმე დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!

აღნიშნული წერილი “ამბიონის” გვერდზე განთავსებულია საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობისა” და “ამბიონის” უერთიერთშეთანხმების საფუძველზე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი