მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“შევეცადოთ, მარტო არ დავტოვოთ ჩვენი მოზარდი შვილები ამ უბედურებაზე ფიქრში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2019 ერთი კომენტარი | 148 ნახვა

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი: დღეს ლუკა სირაძის გარდაცვალებას ვგლოვობთ, მის ოჯახთან ერთად, და ალბათ ლუკას ხსოვნის საპატივცემულოდ მნიშვნელოვანია, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ სხვა მოზარდები.

თვითმკვლელობას ახასიათებს გადადების ეფექტი. თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, ერთ გახმაურებულ თვითმკვლელობას შესაძლოა მოყვეს თვითმკვლელობების ტალღა, რომელსაც უწოდებენ “ვერტერის ეფექტს” (გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”-ს გამოქვეყნებას მოყვა თვითმკვლელობების მთელი რიგი და ამის შესაბამისად დაერქვა). ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ იქნება გაშუქებული თვითმკვლელობა და ამაზე მედია სტანდარტებიც არსებობს, ჩვენს ჟურნალისტურ ქარტიასაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული. სტანდარტები გულისხმობს რომ თვითმკვლელობა არ უნდა იყოს ნაჩვენები როგორც გამოსავალი რთული ვითარებიდან, გაშუქება არ უნდა იყოს სენსაციური, არ უნდა იყოს მარომანტიზებელი, თვითმკვლელობის ხერხზე არ უნდა იყოს საუბარი, არ უნდა იყოს დაყვანილი ერთ მარტივ მიზეზამდე და ა.შ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან მოზარდები, განსაკუთრებით თუ მოზარდი სჩადის სუიციდს, აი ამონარიდი ჟურნალისტური ქარტიის სუიციდის გაშუქების სტანდარტიდან:

“მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.”
კიდევ ერთი ამონარიდი გაშუქების სტანდარტიდან:

” ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით

სათაურში მოერიდეთ სიტყვების „თვითმკვლელობა”, „სუიციდი“ გამოყენებას.

ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.”

მაგრამ ახლა, სოციალური მედიის საუკუნეში, ჩვენ ყველა ერთგვარი ჟურნალისტები ვართ და ეს სტანდარტები ყოველ ჩვენთაგანს ეხება.
ამიტომ დავფიქრდეთ როგორ ვაზიარებთ ჩვენი გულის ტკივილს ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ არ ვავნოთ სხვა მოზარდებს. ასევე, მოვუწოდებდი მოზარდების მშობლებს რომ ელაპარაკონ შვილებს ამ თემაზე – თუ შვილს გარკვეული შეკითხვები აქვს, შეეცადონ რომ ერთად იფიქრონ ამ შეკითხვებზე, ეძიონ პასუხები, შევეცადოთ რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი მოზარდი შვილები ამ უბედურებაზე ფიქრში.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი