მთავარი » კულტურა

მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2013 | 2,492 ნახვა

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია დაათვალიერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და სხვა სასულიერო პირებმა, რომელთაც გამოფენის შინაარსი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნო.

მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

გამოფენაზე წარმოდგენილია: სახარება, “ანბანდიდად” წოდებული (IX საუკუნე); საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (IX-X საუკუნეების); “ანჩის სახარება” (XII საუკუნე) “დავითნი” (XII საუკუნე); “შეწირულების დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა მცხეთის საყდრისადმი” (1031-1033 წლები); “ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი” (1123 წელი); “ბრძანება ლაშა გიორგისა შიო მღვიმის მონასტრისადმი” (1222 წელი); “სოფლების შეწირულების სიგელი დოროთეოს კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი” (1589-1595 წლები) და სხვ.

წერილობით დოკუმენტებთან ერთად, გამოფენა მოიცავს საეკლესიო მოხატული ხელნაწერებისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტოებს.

ღონისძიება გაგრძელდება 25 მარტს 13:00 საათზე, რაც დროსაც დაგეგმილია მოხსენებების წაკითხვა ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე ეროვნულ არქივში დაცულ მასალებთან დაკავშირებით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი