მთავარი » ქრისტიანობა

“მართლაც რა მძიმეა მემთვრელეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.06.2015 | 2,117 ნახვა

იღუმენია ტაისია იხსენებს: „ერთხელ მე და მამა იოანე კრონშტადტელი ნიკოლაევის ხიდზე ეტლით მივდიოდით, საიდანაც მეეტლეს მარცხნივ გადახვევა ჰქონდა ნაბრძანები. როცა ჩვენი ეტლი სამლოცველოს გაუთანასწორდა, სანაპიროს გასწვრივ, მარცხენა მხარეს დამკრძალავი პროცესია გამოჩნდა. ჩასასვენებელი ერთ ცხენს მოჰქონდა, ხოლო გამცილებლები კი არა უმეტეს 17-19 კაცი იქნებოდა; თითოეული მათგანი კარგად ჩანდა, ისე, რომ მათი გარჩევა არ იყო ძნელი. მამა იოანეს უეცრად სახე შეეცვალა და მან დამკრძალავ პროცესიას დაჟინებით დაუწყო ცქერა. რაკი ის სანაპიროთი ჩვენი ეტლის გასწვრივ ჩემ მარცხენა მხარეს მიდიოდა, რათა მსვლელობა კარგად დაეთვალიერებინა, მამა იოანე ჩემსკენ გადმოიხარა, რის გამოც მე არ შემეძლო არ შემემჩნია ის ცვლილებები, რომელიც მას სახეზე გამოეხატებოდა. ბოლოს პროცესიამ სხვა მხარეს გადაუხვია, მამა იოანე კი როგორც კი დამშვიდდა, პირჯვარი გადაისახა და მე მომმართა: „მართლაც რა მძიმეა მემთვრელეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილი“. მეგონა რა, რომ გარდაცვლილზე საუბრობდა და მან გამცილებლები იცნო, მივმართე: „თქვენ, ალბათ, იცნობდით მას, მამაო“. არა, მიპასუხა მან, ისევე როგორც შენ, პირველად ვხედავ, არც მის გამცილებლებს ვიცნობ, მაგრამ ვხედავ დემონებს მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილით გახარებულებს“.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი