თარხან-მოურავების, ე. წ. მარშლიანთ სასახლე (XVIII-XIX სს)
“კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში მდებარე ე.წ მარშლიანთ სასახლე XVIII-XIX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. იგი ძველ მემამულეთა სასახლეების, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, როგორც ორგინალობის, ასევე ხანდაზმულობის, მოხატულობის, მდებარეობის, ისტორიული ღირებულებისა და სხვა გარემოებათა გამო. სახელი მარშლიანთ სასახლე მას დაერქვა, რადგან მის მფლობელს- ალექსანდრე თარხან-მოურავს გორის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის ან, როგორც მაშინ ეძახდნენ, მარშლის თანამდებობა ეკავა. მარშლიაანთ სასახლის პირველი სართული აშენდა XVIII ს. მიწურულს თავად დავით თარხან-მოურავის (მიმბაშის) მიერ. ხოლო მეორე სართული კი მისმა შვილებმა კონსტანიტინე და ალექსანდრე თარხან-მოურავებმა დააშენეს XIX საუკუნეების დასაწყისში. კონსტანტინე თარხან-მოურავემა, რომელიც შემეხის და ბაქოს გენერალ-გუბერნატორი იყო, სასახლის მოსახატად ახალქალაქში გამოგზავნა სპარსი მხატვრები და მათ ათი წლის განმავლობაში დიდი ოსტატობით მოხატეს რამდენიმე ოთახის კედლები და ჭერი სპარსულ სტილში. მთავარი მხატვრუს გარდაცვალების გამო მოხატვა შეწყდა და დანარჩენი ოთახები ევროპულ სტილში მოეწყო. “მარშლიანთ სასახლე“ წარმოადგენდა კულტურულ ცენტრს, სადაც მოწყობილი იყო თეატრი. ამ თეატრში იდგმებოდა გიორგი ერისთავის პიესები . გიორგი ერისთავი ალექსანდრე თარხან მოურავის სიძე (დის ქმარი) იყო გიორგი ერისთავის გარდა სასახლეს სტუმრობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი და სხვა იმდროინდელლი საზოგადო და სამხედრო მოღვაწეები. განსაკუთრებით ხშირი სტუმარი იყო აკაკი წერეთელი, რომელსაც დიდი მეგობრობა ჰქონდა ალექსანდრეს შვილებთან ვასილსა და ელისბართან. იგი კვირების განმავლობაში ცხოვრობდა “მარშლიანთ სასახლში“ და ხშირი მიმოწერა ჰქონდა სასახლის პატრონთანაც მარშლიანთ სასახლის ეზოში აბანოებია, რომელიც შედგება ორი, გუმბათოვანი სათავსისაგან- გასახდელებისა და სააბაზოსაგან. ეს აბანოები კვერცხის გულით არის აშენებული.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი:
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ეს აბანოები კვერცხის გულით არის აშენებული. რა, გოგლიმოგლია თუ ერბოკვერცხი? გასაგებად დაწერეთ რომ ადამიანმა გაიგოს