მთავარი » ჯანმრთელობა

“მარიხუანა ნარკოტიკია… საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2018 6 კომენტარი | 3,508 ნახვა

ლევან ფერაძე იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც დიდი სიკეთე ქვეყნისთვის.

გთავაზობთ ექიმის პოსტს:

„თავს უფლებას მივცემ და საჯაროდ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ცალსახად მიმაჩნია, რომ არანაირი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მოხვდეს. შეიძლება შეიქმნეს სხვადასხვა მექანიზმები, როგორიცაა: დაფინანსებული მკურნალობა. რესოციალიზაციის პროგრამები, გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების შეზღუდვა და ა.შ. ოღონდ არა პატიმრობა.

რაც შეეხება კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზაციას, თუ შევთანხმდებით, რომ ეს უკვე დამდგარი ფაქტია, ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც დიდ სიკეთეს ქვეყნისთვის. მარიხუანა ნარკოტიკია და მისი წარმოშობის გეოგრაფიის მიხედვით ხშირად საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების, ზოგჯერ ჰალუცინოგენიც. ინდივიდუალურად, იწვევს პანიკის და დევნის მანიის შეტევებს, რომლის დროსაც ადამიანი ხდება უმართავი და მისი სიცოცხლე შეიძლება სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. იწვევს ბრადიკარდიას და შესაბამისად, ორგანიზმის ზოგად იშემიას. ასევე დამტკიცებული ფაქტია, რომ მისი ხანგრძლივი მოხმარება ხდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბორცვების ატროფიის მიზეზი, რაც ნაადრევი სკლეროზით მთავრდება.

შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან. ჯერ ერთი პურობისას იგივე ღვინის სმა ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია და მეორეც – თუ დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევებში ქართველები უფრო მედეგნი არიან ალკოჰოლის მიმართ, ვიდრე იგივე სლავური წარმოშობის ადამიანები. ეს ევოლუციურად ჩამოყალიბებული გენეტიკური უპირატესობაა, დამტკიცებულია, რომ ჩენი ორგანიზმი გამოიმუშავებს გაცილებით მეტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას. რომელიც ეფექტურად შლის ალკოჰოლს (შეჩვეული ჭირი).

ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად. ნუ ეტყვით ახალგაზრდებს, რომ 2 დისერტაცია გაქვთ დაცული ნარკოტიკული თრობის დროს, ნუ წარმოაჩენთ მას წამლად, რომელიც ლამის ყველა დაავადებას კურნავს, არ გაუწიოთ პოპულარიზაცია იმ მცდარ მოსაზრებას, რომ იგი არ იწვევს მიჩვევას და არ ხდება უფრო ძლიერ ნარკოტიკზე გადასვლა. ეს – დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალორობაზე და მის ნებისყოფაზე.

კარგი იქნება, ახალგაზრდებმა ისიც იცოდნენ, რომ: მე, როგორც ერთ-ერთი დამსაქმებელი. თანაბარ პირობებში, სამუშაოდ, რა თქმა უნდა არამომხმარებელს ავიყვან.

წინ ბევრი განსაცდელი გველის. ახალი რეალობა თავის მსხვერპლს კიდეც მოითხოვს და კიდევაც მიიღებს.

P.S.მე სკოლა 1978 წელს დავამთავრე მთაწმინდაზე. მაშინ ავღანეთიდან შემოსული “პლანი” გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ეხლა. ერთი ასანთის კოლოფი 5 მანეთი ღირდა. მერწმუნეთ, მარიხუანას ყველა „სიკეთე” საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საუბედუროდ, მარიხუანიდან ოპიუმზე გადასული ბევრი მეგობარიც დავკარგე“.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    სხედან პარლამენტარები და პრეზერვატივებისა და პლანის საქმეს იხილავენ გულდასმით… თითქოს ეს იყოს ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი. არადა პირიქით, დამღუპველია და ამას სამწუხაროდ უფალი ყველას ერთნაირად მოგვთხოვს და არა მხოლოდ ამ ბილწი საქმის ლეგალიზატორებს. ქართველობას ერთობა რომ გვქონდეს შერჩენილი ამ საქმის მესვეურთა და ინიციატრორებს თავზე გადაახევდა მათივე მიღებულ კანონს. რატომ არ აცხადებენ თუ ვინაა ამ საქმის ინიციატორი? იქნებ დაგვიკონკრეტონ საიდან მოდის ეს ყოველივე? დარწმუნებული ვარ, ქართველი არ იქნება…

    • ლუკა says:

      ბატონო გიორგი, შეგიძლიათ მითხრათ თქვენი აზრით რატომ არის ასეთი ცუდი მარიხუანის ლეგალიზაცია?
      მარიხუანის მოწევა დამტკიცებულია წლებია მეცნიერების მიერ რომ ჯერ ერთი ადამიანს კრეატიული აზროვნების უნარს უვითარებს, და რაც მთავარია სხვადასხვა დაავადებებსა და კიბოებს კურნავს.
      მარიხუანა შეიცავს THC-ს ეს THC არის ის რაც აგდებს ადამიანს მარიხუანის მოწევისას “კაიფში” და ზუსტად ეგ THC-ა ის რაც კურნავს იმ სხვადასხვა კიბოებსა და დაავადებებს.
      (ეს ჩემი მოგონილი არაა, ეს ცნობილი ფაქტია. ჩემი თუ არ გჯერათ მოიძეთ)
      და ის რომ მარიხუანა კლავს, ეგ აბსოლიტური ტყუილი და მითია. რისიც 21 საუკუნეში ქართველებს სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჯერათ.
      მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ რამდენი “ჯოინთი” (ანუ ღერი) მარიხუანის მოწევაა საჭირო იმისათვის რომ მოკვდე და დაადგინეს რომ 15 წუთში უნდა მოწიოს ადამიანმა 40,000 “ჯოინთი” იმისათვის რომ “პერედოზირება” დაემართოს და მოკვდეს.
      (არც ეს არის ჩემი მოგონილი, შეგიძლიათ ამაზეც მოიძიოთ სადაც გინდათ და თქვენით დარწმუნდეთ)
      ასე რომ მარიხუანა არაფრით არ არის საშიში და მის ლეგალიზაციაში მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

  • ლუკა says:

    და კიდევ, რომ ამბობენ “მარიხუანით იწყება და მერე გადაყავხარ მარიხუანას სერიოზულ ნარკოტიკებზე” ეგ მარიხუანის ბრალი არაა, ეგ არის ტვითონ იმ ადამიანის სიშტერეის წყალობა და არა მარიხუანის
    (კიდევ ერთხელ, არც ეგ არის ჩემი მოგონილი, მაგაზეც მოიძიეთ თუ გნებავთ და დარწმუნდით)

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    ლუკა ბატონო მადლობა კითხვისთვის. თქვენი აზრი საინტერესოა ნამდვილად, თუმცა მე ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორც ქარველმა, მართლმადიდებელმა და ქართვლი წინაპრების შთამომავალმა! ერთი მითხარით ჩვენი დაქცეული ქვეყნის პატრონი მთავრობა ამაზე უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას? ან პლანი კიბოებს არჩენსო რომ ბრძანებთ რომელ კიბოებზეა საუბარი? და ვისაც კიბოები არა ჰყავს იმან რა ქნას:)
    მოკლედ ჩემო ბატონო რაც ჩვენი წინაპრებისთვის მიუღებელი იყო, რაც დღესაც განათლებული საზოგადოებისთვის არაა მორალურად გამართლებული და რასაც ქართული დედა ეკლესიაც ეწინააღმდეგება ის არც ჩემთვისაა მისაღები ცხადია და ამას არც სხვას ვურჩევ. აი ესაა ჩემი აზრი და პოზიცია. ყველას თავისი აზრი აქვს და მაინც ისე მოიქცევა, როგორც გული უკარნახებს.
    რაც შეეხება მარიხუანას შესახებ კომპეტენტური ადამიანის აზრს ეს წინამდებარე სტატაიში ნათლადაა გადმოცემული.

  • Liana Hoffmann says:

    Kwelapris dasackisia codwebi,romelic gadmodis cinaprebidan an natschukari gzadagza ,amitom aucilebelia tkweni kwelas sulieri zchowreba rom dawdzliot koweli gansacdeli ,daceret locwebi da codwebi micaze=ezekiel cinascarmetkweli 8/8 ,daceret locwebi picarze =luka 1/63,daceret locwa cignschi,rweulschi, schesciret dascheutkwit upals tkweni codwis gamosachsnelad da senis gankurnebistwis. Upalo schen tu gindaschegidzlia dges cminda schabsts gancminde /sacheli/am senisgan da schemogciraw samschwerplos amasdaamas .

  • Liana Hoffmann says:

    ACHALGAZRDEBO AR MOGATKUOT BOROTMA,DA TU SCHEGITRIA WEGAR GAMOCHWALT, AM DROS ISURWET KOWELTWIS :MCHOLOD ketili pikrebi . Is suli romelic schenschia gmertisaa, unda geschinodet , es degeneraziaa, achlos dgas mamartmawlobastan,nar-ko-tiki,kargi rom ikos tkwen achalgazrdebs arawin mogzemdat,kidew narkotiki twiton -kiboa, kreatiulobas chsnis da secualurad agdebs,eseigi angrews achalgazrdas,gadadis schwilzec. icwews emoziurobas-mrischanebas, gakldebat clebi sizozchlis.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი