მთავარი » ქრისტიანობა

დღეს მარიამობის მარხვა იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.08.2019 12 კომენტარი | 50,819 ნახვა

მიძინებამარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო. მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი:

“მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ძველი სტილით 15 ხოლო ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. ეს მარხვა ძველი სტილით 1–ლ, ხოლო ახალი სტილით 14 აგვისტოს იწყება.

მარიამობის მარხვა, ისევე, როგორც დანარჩენი მარხვები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სულისთვის. ვიცით, რომ თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იმარხულა უდაბნოში ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რითაც გვიჩვენა ადამიანებს მარხვის აუცილებლობა. რადგან თავად მაცხოვარს არ სჭირდებოდა მარხვა, ის ხომ თავად ქვეყნიერების შემოქმედია.

გიორგი სანამაშვილიმათეს სახარებაში, როდესაც მოციქულები ეშმაკეულს ვერ განკურნავენ და უფალს ეკითხებიან: “რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განკურნებად ეშმაკეულისა? ხოლო მაცხოვარმა ბრძანა – “ნათესავი ესე (იგულისხმება ეშმაკი) არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა”.

მარხვა მაცხოვარის ბრწყინვალე აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაიწყეს წმინდა მოციქულებმა, როდესაც მათზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა. აქედან უკვე დადგინდა პირველად აღდგომის მარხვა. შემდგომ კი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები.

ქალწული მარიამი მაცხოვრის შობამდე ქალწული იყო, შვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩა, რომელსაც მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთადერთ ქმნილებად აღიარებს, რომლის წიაღშიც ინება უფალმა დავანება და რომელშიც განხორციელდა საღვთო განზრახვა კაცთა მოდგმის გამოხსნისა.

“შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე ღვთისმშობელო, მივედ ცხოვრებად დედა ეგე ცხორებისა და მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • ირინა says:

    დედა ღვტისმშობელი გვპარავდეს!!

  • ირინა შამოიანი says:

    ღვთისმშობელო მარიამი დაგვიფარე ჩვენი შვილები და ჩვენ ცოდვილი მონასა ღვთისა.

  • ხათო says:

    ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ

    ღვთისმშობელო როგორ გთხოვოთ წყალობა?

    შენს წილხვედრ საქართველოში დედის გინებაა ყოველწუთს, უკვე მარტო მამაკაცებიდან კი არა არამედ ქალებიდან, საშინელმა ვნებებმა მოიცვა საქართველო (ვინ ვისთან დადის ვეღარ გაიგებ) და კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი, აბორტები და უმთავრესად რომ გებულობენ გოგოა მუცელს იშლიან, “გოგო არ მინდაო”
    ნუთუ გვაქვს უფლება ვევედროთ დედუფალს შეწევნა და ცხონება?
    როგორ? თუ არ აილაგმა ეს ყოველი?

  • maqsime says:

    დღეს ხომ მაქსიმობაა?! რატომ არ დეებთ სტატიას წმიდა მაქსიმე აღმსარებელზე? :) ყველას გილოცავთ! შეგვეწიოს მისი მადლი!

  • მარიამ-ხათუნა says:

    codvili ნატო არა ხათო… დიდი მადლობა მეთქი როგორ გითხრა, ეხლა ვნახე ეს ჩემი კომენტარი, რომელიც გავაკეთე დაახლოებით ორი თვის წინ.. ეხლა ვინ “ხათომ” შეინახა და ეხლა დადო არ ვიცი…
    ადრე აქ კომენტარებს ვაკეთებდი, დიდი ხანია მარტო ვკითხულობ ხოლმე…
    აბა შენ იცი ” ხათო” წარმატებებს გისურვებ !
    უფალი მეფობს!!!

  • უფალო დაიფარე საქართველო…

  • მაია says:

    ღვთისმშობელო მარიამ! შენ დაიფარე ჩემი ქმარ-შვილი, ჩემი ახლობლები, სრულიად საქართველო.შენი მფარველი კალთა გადმოგვაფარე.ამინ

  • ნანა says:

    მარხვაში რა საკვების მიღება შემიძლია და რისი არა მსგავს ინფორმაციას რატო არ ავრცელებთ გთხოვთ რომ ესეც გამოაქვეყნოთ ხილმე

    • ჩოხოსანი says:

      მოძღვარს მიმართეთ და ყველაფერს აგიხსნით…☺ ისე კი არ შეიძლება საჭმელები რონელსაც ცხოველები ა ფრინველები იძლევიან მაგ: კვერცხი.რძე.კარქი და რა თქმაუნდა ხორცი…თევზი არი დღეები როხესაც შეიძლება ამასკი მოძღვარი უკეთ აგიხსნით..ღმერთმა დაგლოცოთ..

  • ეკატერინე says:

    დედა მარიამ ღვთის მშობელო ლოცვით გევედრები დაიფარე და დაიცავი ბოროტისაგან ჩემი შვილი განუნათე გონება და მიეცი სიხარული მაცხოვარების ამინ ამინ ამი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი