მთავარი » ქრისტიანობა

მარიამობა – სადღესასწაულო ქადაგება (28.08.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2018 ერთი კომენტარი | 1,531 ნახვა

მარიამობა ჩვენთან არს ღმერთი

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მარიამობას. ეს არის უდიდესი ზეიმი, ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი მისი. შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს.

ერთი ლოცვა არის, რომელიც თქვენ კარგად იცით და ახლა ყველამ ერთად ვთქვათ:

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”

მე ვფქრობ, დადგება ის დიდებული დღე, როცა დღესასწაული გვექნება ღვთისმშობლობა, და ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება საქართველოსი.

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ.

დედა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • vaja says:

    ვინატრებდი, რომ “ღირს არს”-ი გამხდარიყოს საქართველოს ჰიმნი. თორემ როგორი წილხვედრები ვართ ღვთისმშობელისა, თუ არც არანაირად არ გამოვხტავთ მისადმი პატივისცემას. თუ არა შინაგანად, გარეგნულად მაინც!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი