მთავარი » კონკურსი

მარიამ სურამელი – “ჩემი სკოლა” – ქ. გორის №3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 9,895 ნახვა

მე მარიამ სურამელი ვარ, ვსწავლობ ქ. გორის #3 საჯარო სკოლაში. მახსოვს, როცა სკოლაში პირველად შევდგი ფეხი, მეშინოდა არ დავკარგულიყავი, მარიამ სურამელი დედიკოს ხელს არ ვუშვებდი და თან თვალების ცეცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს. უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ამ სკოლაში დავდვივარ, მივეჩვიე და შევიყვარე ყველაფერი, ახლა სკოლა ჩემი სახლივითაა, ჩემი კლასელები და მასწავლებლები ჩემი ოჯახის წევრებივით, მოკლედ, სკოლა ჩემი მეორე ოჯახია , მინდა ეს ოჯახი ისეთი იყოს, როგორზეც ყველა ბავშვი ოცნებობს.
დაწყებითი კლასიდან მასწავლებლები ერთმანეთის სიყვრულს, მეგობრობას, ერთმანეთის გატანას და სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენ. ვსწავლობდი რელიგიას, ამ საგანმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ცუდია რომ მაღალ კლასებში აღარ ვსწავლობთ, კარგი იქნებოდა გვესწავლა, რადგან როგორც ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა ,,მამული, ენა და სარწმუნოება’’ ის სამი რამეა რის გარეშეც ქართველმა ადამიანმა არ უნდა იცხოვროს.

ჩვენ სკოლაში ისწავლება ბევრი საგანი ამ საგნების საშუალებით მივიღებთ განათლებას, რომელიც გამოგვადგება მომავალში, იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი საქართველო. მართალია საიმისოდ პატარები ვართ, რომ სამშობლოს ვემსახუროთ, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება და ჩვენც ისეთები გავიზრდებით, რომ საქართველოს ვასახელებთ , მიწის არცერთ გოჯს არავის დავუთმობთ: ჩვენი მასწავლებლები არაფერს იშურებენ, უნდათ რომ ვიყოთ საუკეთესოები.

მინდა ვისწავლო რელიგია, რადგან რწმენა ადამიანს უფრო აძლიერებს, ჩვენი სარწმუნოება საუკუნეების მანძილზე ქართველ ხალხს არ დაუკარგავს, ქრისტიანობისათვის ბევრი ქართველი ეწამა. ვიცი ალბათ სკოლის გადასაწყვეტი არ არის ვისწავლით თუ არა რელიგიას, მინდა განათლების სამინისტრომ დაუშვას ამ საგნის მაღალ კლასებში სწავლა, რათა ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

ჩემი სკოლა მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქციაში, როგორც საქველმოქმედო ასევე ბუნების დასაცავად და ამ აქციებში ყოველთვის ყველა ბვშვი სიხარულით იღებს მონაწილეობას,  ქ. გორის №3 საჯარო სკოლა მინდა ასეთი აქციები ხშირი იყოს.

რაც შეეხება სკოლის კეთილმოწყობას, ჩვენი სკოლა ისეთი კეთილმოწყობილია, უკეთესს ვერც ვინატრებდი. გათბობა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვაზე ხომ აღარაფერს ვიტყვი, სააქტო დარბაზი, ულამაზესი სცენა. სხვათა შორის ახალ წელს ძალიან კარგი ღონისძიება გაგვიკეთა ჩვენმა დამრიგებელმა ნანა ტაველიძემ. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, როცა მიკროფონებში გვესმოდა ჩვენი ხმა, ძალიან ბედნიერბი ვიყავით ყველა, ასეთი მაღალტექნოლოგიებით მოწყობილი დარბაზი ალბათ არავის აქვს, როგორიც ქ. გორის #3 საჯარო სკოლას.

ამისათვის დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ ვახტანგ სუხიტაშვილს. ის მართლაც კარგი დირექტორია, ძალიან გვიყვარს. ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. უზომოდ კეთილი და მზრუნველია. მის თვალებში დიდი სითბო და სიყვარული გამოსჭვივის.

მე და ჩემს კლასელებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ სკოლაში ვსწავლობთ, გვყვავს ძალიან თბილი და მოსიყვარულე დამრიგებელი, რომელიც დედასავით ზრუნავს ჩვენზე და ყველა სხვა საგნის მასწავლებელი, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ ჩვენთვის, რომ კარგი განათლება მივიღოთ და სანიმუშონი ვიყოთ.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ყველაზე მეტი ბავშვი ჩვენ სკოლაში სწავლობს. 1400 ბავშვს იტევს ამ სკოლის კედლები. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ალბათ უკეთესზე ვერც ვიოცნებებდი.

მარიამ სურამელი
ქ. გორის №3 საჯარო სკოლა
VI5 კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი