მთავარი » კონკურსი

მარიამ რუხაძე – “ჩემი სკოლა” – სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.12.2014 | 2,379 ნახვა

მე ვარ მარიამ რუხაძე. ვსწავლობ სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირის საჯარო სკოლის XII კლასში. თორმეტი წელია აქ ვსწავლობ და ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. მარიამ რუხაძე სკოლას ვამთავრებ და ეს სიყვარული კი თანდათან ძლიერდება.

ჩემს სკოლაში ბევრი ნიჭიერი თაობა აღიზარდა. ისეთები, როგორებიც არიან: ცნობილი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე, აკადემიკოსი ბენედიქტე ბალავაძე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე, ცნობილი ქორეოგრაფი კონსტანტინე (კოწო) მანჯგალაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. ჩვენი სკოლა ამაყობს მისი კურსდამთავრებულების წარმატებით.ზურაბ ხვიჩიამ და ლაშა გვალიამ სწავლა სამხედრო აკადემიაში გააგრძელეს და როგორც საუკეთესო მოსწავლეები საზღვარგარეთ გაიგზავნენ.

სკოლას ჩაუტარდა რემონტი. გამოიცვალა კარ-ფანჯრები, რამდენიმე კლასში შეიცვალა მერხები. ღანირის სკოლა გვაქვს კეთილმოწყობილი სპორტ-დარბაზი. სპორტის გაკვეთილებიც შეუფერხებლად გვიტარდება, რომელსაც ყველა მოსწავლე მოუთმენლად ველით. სკოლაში ტარდება ღონისძიებები, როგორც გასართობი, ასევე ინტელექტუალური. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და სპორტულ შეჯიბრებებში. გვყავს წარჩინებული მოსწავლეებიც.

ჩვენი წარმატებები პედაგოგების დამსახურებაა. სკოლა ახალგაზრდა თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. სკოლაში წასვლა გვიხარია, სადაც ყოველთვის მომღიმარი დირექტორი გვხვდება,სადაც ოჯახური გარემო სუფევს. იქ ხომ უფროსი მეგობრები გულით გველიან და საკუთარი შვილებივით ვუყვარვართ. ჩვენი წარმატებებით ხარობენ, ხოლო გასაჭირს ჩვენზე მეტად განიცდიან და გვერდიდან არ გვშორდებიან.

სამტრედია-ღანირი

სკოლაში ტარდება რელიგიის გაკვეთილები, რომელსაც ასწავლის ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი მამა გიორგი ღიბრაძე. მამა გიორგი ყველას ძალიან უყვარს და ბავშვები სიხარულით ვესწრებით მის გაკვეთილებს. ვეცნობით ქრისტეს ცხოვრებას, მოძღვარიც დიდი მოთმინებითა და სიყვარულით გვიხსნის ყველაფერს.

ღანირის სკოლა

ამრიგად, ჩვენს სკოლაში ყველანაირი პირობაა იმისა, რომ ბავშვი ჯანსაღ გარემოში აღიზარდოს და წარმატებულ პიროვნებად იქცეს. მე იმედი მაქვს, რომ ისევ აღიზრდებიან ჩვენს სკოლაში ბალავაძეები, მანჯგალაძეები, ღაღანიძეები და სხვა გვარის მოსწავლეები, რომლებიც ასახელებენ ჩვენს სკოლასა და სოფელს.

მარიამ რუხაძე
სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირის საჯარო სკოლა
XII კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი