მთავარი » კონკურსი

მარიამ პერიხანიანი – “ჩემი სკოლა” – თბილისის №104 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 1,794 ნახვა

ბარათაშვილის ხიდი ეს ის ადგილია, სადაც ძველი ქალაქის დათვალიერება შეგიძლიათ. ამ ხიდს შეიძლება კონტრასტის ქუჩაც ვუწოდოთ,  თბილისის №104 საჯარო სკოლა რადგან აქ „წარსული’’ და „აწმყო’’ ერთმანეთს ერწყმის.

მარჯვენა მხარეს თანამედროვე შენობებია განთავსებული, ხოლო მარცხენა მხარეს – ძველი ეროვნული სახლები აივნებით. სწორედ აქ ამდებარეობს ჩემი სკოლა. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი სკოლის ისტორია. ძველ თბილისში თაობებს დღესაც ახსოვთ სკოლა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

უწინ აქ იყო ტაძარი, რომელსაც დიდი ტერიტორია ეკავა. აღნიშნული ტაძარი დაანგრიეს 1937 წელს და მის ადგილას აშენდა სომხურენოვანი სკოლა.

1954 წლიდან სკოლა გახდა საშუალო და მიენიჭა №104.

2006 წლიდან სკოლა უშვებს საკუთარ საინფორმაციო გაზეთ „ვანქს“ , ასევე სკოლაში არის ამავე სახელობის ცეკვათა ანსამბლი -„ვანქი“.

2008 წლიდან გაიხსნა კარატეს წრე. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერევნის №198 სკოლასთან.

მართალია, სკოლა თავს ვერ მოიწონებს ევრორემონტით, თუმცა თანამედროვეა. ძალიან მიყვარს პედაგოგები, მიყვარს მათი მკაცრი ტონიც კი. სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი,როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლებიც.
კომპიუტერი სკოლის მთავარი ატრიბუტია. ყველა პირველკლასელს გააჩნია ნეთბუქი, ასევე უფასოდ დაგვირიგდა წიგნებიც,რომელიც განათლების სამინისტროსგან მივიღეთ.

თანამედროვე სკოლაა ჩვენი სკოლა. აღჭურვილია ახალი ტექნიკით. სკოლაში მუშაობენ კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლები. ხშირად გვსტუმრობენ სომხეთიდან. სასიამოვნო ატმოსფეროა. ინტერიერი, კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლეოთეკა, სტადიონი და სპორტ დარბაზი – ეს ყველაფერი ამშვენებს სკოლას.

ჩემი სკოლა

სკოლას მართავს ძლიერი და გამოცდილი დირექტორი, რომელიც ხელს უწყობს სკოლის განვითარებას. მოსწავლეები მონდომებით სწავლობენ. სკოლაში ხშირად ტარდება ღონისძიებები.

ჩვენ, სომხები, ამ ქვეყნის შვილები ვართ, მიწა, რომლიც ჩვენ ფეხქვეშაა–ქართულია. ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ქვეყნის ისტორია ქართველ მეომართა წმინდა სისხლითაა დაწერილი.

მე მოსწავლე ვარ და საქართველოსთვის ჯერ არაფერი გამიკეთებია. მინდა ჩემი ადგილი დავიმკვიდრო საზოგადოებაში და ჩემი სიტყვა ვთქვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. მიყვარს საქართველო, მისი მთა-ბარი, წყალი, მზე და უბრალო ქვაც კი თუმცა საქართველოში უბრალო ხომ არაფერია.

მიუხედავად იმის, რომ სომეხი ვარ თავს გარიყულად არ ვგრძნობ,ვთვლი რომ საქართველო ჩემია, შენია , მისია – ყველასია, ვინც კი მისი ფასი იცის.

დღეს ვხვდები, რომ თუ ვინმე დასაფასებელია ეს მასწავლებელია, რომელიც ხელის გულზე უნდა ვატაროთ… და როცა ყველა მიხვდება, რომ სკოლა ტაძარია, მასწავლებლობა კი ყველაზე პატივსაცემი პროფესია, მხოლოდ მაშინ გადარჩება საქართველო.

ჩემი სურვილია, ოდესმე იქნებ ჩვენმა შვილებმა გაშალონ აღდგენილი და ერთიანი საქართველოს რუკა გადაშლილი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

მარიამ პერიხანიანი
თბილისი №104 საჯარო სკოლა
VIII კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი