მთავარი » კონკურსი

მარიამ მახნიაშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ. გორის №3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 2,439 ნახვა

მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისათვის სწავალა-განათლების მიღება.

მე ვსწავლობ ქ.გორის №3 საჯარო სკოლაში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში.სკოლის ეზოს გარშემორტყმული აქვს მარიამ მახნიაშვილი რკინის გისოსები რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის.

სკოლა არის ის სფერო, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, მიიღოს სწავლა-განათლება და პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ეს არის ადგილი, სადაც არ უნდა დაირღვეს ბავშვთა უფლებები. ჩემი სკოლა ლიდერობს მთელს ქალაქში თავისი კეთილმოწყობით: გვაქვს კომპიუტერული სისტემა, მთელს სკოლაში არის გათბობა. აგრეთვე სისუფთავე, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სკოლაში უამრავი ბავშვი სწავლობს, დაახლოებით 1400 ბავშვს იტევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველას მოსწონს ეს სკოლა და უნდა, რომ ჩვილს აქ მიაღებინოს განათლება.

ყველას გული აქ უწევს. დღესაც მახსოვს პირველად რომ სკოლის ზარი ჩამოჰკრეს. სულ ყოველთვის მთელს ქალაქში ლიდერობას აგრძელებს ნანახით და მონათხრობით წერას ისევ ვაგრძელებ არიან მაღვალკვალიფიციური პედაგოგები. სწორედ ამ პედაგოგების დამსახურებით ბავშვებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ მიიღონ საფუძვლიანი სწავლა-განათლება. მათი საშუალებით ბავშვები იგებენ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების მიღებას. ქ. გორის №3 საჯარო სკოლა გვასწავლიან, რა არის ცუდი და კარგი, რაც ცხოვრების სწორ გზაზე დაგვაყენებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ არიან ისეთი პედაგოგებიც, რომელთა გადაჭარბებული სიმკაცრით, უსამართლობით და დაუფიქრებელი სიტყვებით ბავშვის ფსიქიკას ზიანს აყენებს. სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი პიროვნებად ყალიბდება და თუ ის ბავშვობიდან უსამართლობას ხედავს, რატომღა ელიან მისგან რომ სამართლიანი ადამიანი იყოს. სამწუხაროა ის, რომ ბავშვები ერთმანეთს მატერიალური შესაძლებლობებით აფასებენ, რის გამოც ერთმანეთს გულში ლახვარს კრავენ და ჩაგრავენ. მე ვისურვებდი, რომ სკოლაში ტარდებოდეს რელიგიის გაკვეთილები, რაც მომავალ თაობას დაეხმარება აღიზარდონ მიმტევებლები, უყვარდეთ მოყვასი, იყვნენ პატიოსნები, შეეძლოთ ერთმანეთის გვერდში დგომა. კარგი იქნებოდა, რომ ყოველი დღე იწყებოდეს ლოცვის თქმით. ეს ყველაფერი მომავალ თაობას გზას გაუნათებს. მე მინდა რომ გამოვიდე მასწავლებელი და ვეცდები, ვიყო წარმატებული, რათა მყავდეს ბევრი ბავშვი; მინდა, რომ ყველა ბავშვს გავუჩინო სწავლის სურვილი, გავზარდო ისეთი მოსწავლეები, რომ მათი წარმატებით ვიამაყო და გამოადგნენ საქართველოს კეთილდღეობას.

მარიამ მახნიაშვილი
ქ. გორის №3 საჯარო სკოლა
VI5 კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი