მთავარი » ქრისტიანობა

მარიამ მაგდალინელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2017 3 კომენტარი | 23,360 ნახვა

4 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მარიამ მაგდალინელიმარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მშვენიერი და მომხიბლავი მარიამ მაგდალინელი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება მიხედვით, მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სნეული მარიამი იესო ქრისტემ განკურნა, ის ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა.

მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი მაცხოვრის თანმხლებ დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში პირველი გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. სწორედ ის მიეახლა აკლდამას და ჰპოვა “ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან”. შეშინებულმა მარიამმა იესოს მოწაფეებს სიმონ-პეტრესა და იოანეს მაცხოვრის გაუჩინარება ამცნო. შეძრწუნებული მოწაფეები იქაურობას განერიდნენ, მარიამ მაგდალინელი კი აცრემლებული თვალებით დაეძებდა გამოქვაბულში იესოს. სურდა დარწმუნებულიყო რომ ადგილი ცარიელი იყო. ამ დროს მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: “ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”.

მარიამმა სიხარულით აუწყა მოწაფეებს, “რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა” უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად.

წმიდა გადმოცემის მიხედვით, საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან იტალიაში ტიბერიუს კეისრის კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება”- ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც დაესრულებინა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. განცვიფრებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრსიტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. ისიც აუწყა რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა, ხოლო ქრისტიანთათვის საუკუნო სიცოცხლის მინიჭებისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

წმიდა მარიამ მაგდალინელმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. დღეს ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ლია says:

    maria magdalineli dablidan ise maghla avida da ise sheiyvara qriste, rom arafers da aravis sheeshinda.ramxela rwmena unda wqonoda,rom iq sadac kacebma uaryves da mimoifantnen shishisgan, ertma qalma shedzlo bolomde miwyoloda.ai,es dzala aqvs qristes da amas ufro metad sheigrdznobs codvili adamiani.rac ufro codvilia adamiani mit metad grdznobs im shvebas da sixaruls romelic ghmertisgan modis. mec codviani var da vici ramxela shvebaa roca mas miendobi.rogor gagatbobs,sulshi chagixutebs,arasdros wamogayvedris,arasdros cuds ar getyvis codvebis gulistvis da roca stxov daxmarebas gulit pirveli mova shntan.ghmerto arasdros migvatovo da gvapatie chveni codvebi. amin

  • ლლ says:

    mudam shentan yofiliyos ufali lia:) da yvela qristiantan,saocari tbili komenatria shengan,martlac esaa tu ramxela simagleze shedlo asvla mariam magdaninelma codvili cxovrebidan angelozebrivi cxovrebamde.yvelas gvafarvdes misi madli

  • barbare says:

    Dges aris swored misi xsenebis dge da yvela martlmadidebel qristians vulocav mravals dagaswrot upalma gmertma Amin!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.