მთავარი » კულტურა

“წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2010 3 კომენტარი | 2,852 ნახვა

მარიამ კახელიშვილი2010 წლის ყველაზე გახმაურებული სატელევიზიო პროექტ “ნიჭიერის” ფინალისტი 14 წლის მარიამ კახელიშვილია. იგი არის არაჩვეულებრივი ხმის პატრონი, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარბაზზე, მაყურებელზე და კიდევ უფრო მეტად ჟიურიზე. თავისი ვოკალური მონაცემებით და სიმღერის მანერით მოხიბლა ჟიურის სამივე წევრი და განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა, მათი თქმით, მარიამი “ნიჭიერის” აღმოჩენაა და იგი უკვე პროფესიონალი მომღერალია.

მარიამს “ნიჭიერამდე” რამოდენიმე კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ გამარჯვებას ვერ მიაღწია. თუმცა ნიჭიერმა მას მოუტანა პოპულარობა და ხალხის სიყვარული.

როგორ მოვიდა ნიჭიერამდე და რას აპირებს სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით “ამბიონი” ესაუბრა მარიამ კახელიშვილს:

– როდის დაიწყე სიმღერა?

– სიმღერა სამი წლის ასაკიდან დავიწყე. ხუთი-ექვსი წლიდან კონკურსებში ვმონაწილეობდი. ხუთი წლის შევედი წყნეთის ხელოვნების სკოლაში, სადაც ჩემი მასწავლებელი იყო რუსუდან ჩიქოვანი. ახლა დავდივარ ბზიკების სტუდიაში სოფო ოყრეშიძესთან, სადაც გიგა კუხიანიძის წყალობით მოვხვდი 2008წლის ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსის შემდეგ.

– ნიჭიერამდე რომელ კონკურსებში გაქვს მონაწილეობა მიღებული?

– “ნიჭიერამდე” მონაწილეობა მაქვს მიღებული საბავშვო ფესტივალში “გაზაფხულის ზარები”, “ჩემი ლამაზი ქვეყანა”, “12 მტრედი”, “გოგი დოლიძის სახელობის ფესტივალი”, 2008 წელს საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალზე ეგვიპტეში და 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე.

– რატომ ვერ მიაღწიე წარმატებას ვერც ერთ კონკურსში?

– არ ვიცი, მაგრამ წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ.

– რა ადგილი დაიკავა “ნიჭიერმა” შენს ცხოვრებაში?

– შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭიერმა ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. გამხადა ძალიან ცნობადი, აქტიური, ხალისიანი. მომეცა საშუალება, რომ საკუთარი თავი უკეთ წარმომეჩინა საზოგადოების წინაშე. დიდი მადლობა ნიჭიერის ორგანიზატორებს და ჩემს ყველა თაყვანისმცემელს.

– ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, რომ “საქართველოს ჰყავს ძალზედ ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ საქართველოს ცალკე ჰყავს მარიამ კახელიშვილი”. რა იგრძენი ამ სიტყვების მოსმენის დროს?

– ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმ წუთას მე უბედნიერესი ვიყავი და ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ბატონი ნიკას ნათქვამი. ის უდიდესი მუსიკოსია და ძალიან გამიხარდება მომავალში მასთან მუშაობა.

– რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?

– სიმღერა ჩემთვის ყველაფერია.

– ამჟამად რას საქმიანობ?

– ამჟამად ვემზადები 26 მაისის აღლუმისათვის, სადაც შევასრულებ საქართველოს ჰიმნს და საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ერთად შევასრულებ სიმღერას.

– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

– სამომავლოდ მინდა ჩავწერო კლიპი და ჩემი სიმღერების ალბომი. ასევე დიდი სურვილი მაქვს, გავმართო სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

– სიმღერის გარდა რითი ხარ დაკავებული, სკოლაში, ალბათ, ძალიან პოპულარული ხარ?

– თავისუფალ დროს ვხატავ, დავდივარ ინგლისურზე. სიმღერას ძალიან დიდი დრო მიაქვს

– მოდი ცოტა რელიგიურ თემებზეც ვისაუბროთ, მომიყევი შენი სულიერი ცხოვრების შესახებ, რამდენად ეკლეიურად ცხოვრობ?

– შეძლებისდაგვარად დავდივარ წყნეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე, ასევე დღესასწაულებზე.

– გყავს თუ არა მოძღვარი?

– ჩემი მოძღვარი მამა იოანეა. “ნიჭიერში” ფინალის დღეს მისი ლოცვა-კურთხევით წავედი.

– როგორი ურთიერთობა გაქვს მოძღვართან? ყოველთვის ასრულებ მის რჩევა-დარიგებებს?

– მამა იოანესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მის ყოველ სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ცოტა ჯიუტი ხასიათი მაქვს, ამიტომაც ვცდილობ უფრო მეტად ეკლესიურად ვიცხოვრო.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი