მთავარი » კონკურსი

მარი არჯევანიძე – “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2015 2 კომენტარი | 1,889 ნახვა

მე ვარ მარი არჯევანიძე. ვსწავლობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის XI კლასში. მარი არჯევანიძე
ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რომელსაც არსებობის არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს.

სოფელ წყალაფორეთში დაწყებითი სკოლა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან არსებობდა, ხოლო შვიდწლიანი სკოლა 1940 წელს დაარსდა. სკოლის პირველი დირექტორი იყო ივანე ლაცაბიძე. 1945 წელს შვიდწლიანი სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად, რვაწლედად. რვაწლიანი სკოლის დირექტორი იყო რიმა გაბუნია, რომელიც 1947 წელს შეცვალა ივანე დუგლაძემ. იგი 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა სკოლას. 1952-1965 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ბეგლარ ჭყოიძე.

1965 წელს სოფლის თავკაცის, აგაბო კავილაძის, ინიციატივით აშენდა სკოლის ახალი შენობა და რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. საშუალო სკოლის პირველი დირექტორი იყო აგაბო კავილაძე, რომელიც სკოლას 1970 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1970 წელს იგი შეცვალა ივანე დუგლაძემ, ხოლო 1974 წლიდან 30 წლის მანძილზე სკოლას ხელმძღვანელობდა ირაკლი კავილაძე.

დღეს სკოლის დირექტორია არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, ერუდირებული პიროვნება გიორგი გველესიანი, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს სკოლის განვითარებისა და წინსვლისათვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  წყალაფორეთის საჯარო სკოლა

სკოლა ორსართულიანი, კეთილმოწყობილი შენობაა ახალი ინვენტარით, მდიდარი ბიბლიოთეკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტით.

არ შემიძლია არ დავახასიათო ჩემი სკოლის ეზო, რომელსაც ამშვენებს მარადმწვანე ნაძვისა და ფიჭვის ხეები. იგი არაჩვეულებრივი სანახავია წლის ყველა დროს.

ჩემს სკოლაში სწავლა საინტერესო და სახალისოა, რადგან საუცხოო მასწავლებლები გვყავს. მიყვარს ჩემი პირველი მასწავლებელი მაყვალა მესხი, რომელმაც შემასწავლა ანბანი. მიყვარს ყველა, ვინც ჩართულია ჩემს სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში. დიდი სინანულითა და გულისტკივილით ვიხსენებ ჩემი სკოლის გარდაცვლილ პედაგოგებს: ნანი ჭელიძეს, ირაკლი კავილაძეს, ნუგზარ ჭუმბაძეს.

გული მტკივა იმის გამო, რომ სკოლა მოსწავლეთა სიმცირეს განიცდის და ეს სიმცირე თანდათან მატულობს, რადგან სოფელი მიგრაციულია და ეს პრობლემაც სკოლაზე მტკივნეულად აისახება.

ვისურვებდი ჩემი სკოლა გახდეს ისეთივე მრავალრიცხოვანი, როგორიც ათეული წლის წინ იყო.

მარი არჯევანიძე
XI კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი