მთავარი » კონკურსი

მარიამ დავლაშერიძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ. სოფელი რუსთავის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.11.2014 | 15,505 ნახვა

როცა მასწავლებელმა ეს თემა შემოგვიტანა დასაწერად მეგონა ბევრი არაფერი მექნებოდა დასაწერი. სახლში დაბრუნებამდე ვფიქრობდი, მარიამ დავლაშერიძე საბოლოოდ კი მივხვდი, რომ საშუალება მეძლეოდა მოვფერებოდი ჩემს საყვარელ ადგილს.

ჩემი სკოლა… ვერ ვიტყვი რომ ის მხოლოდ საგანმანთლებლო დაწესებულებაა, ის ჩემი სახლია სადაც სიყვარულით მელოდებიან, სადაც ფიქრობენ ჩემს მომავალზე.ეს ხომ ის სახლია სადაც ექვსი წლის მორცხვი გოგონა მიმიყვანეს, სამყარო მაშინ ჩემთვის შეუცნობელი იყო და მახსოვს თითქოს დაკარგული ვიყავი სადღაც, საიდანაც მასწავლებელმა ბილიკით დაიწყო, შარაგზაზე გამოგვიყვანა და საბოლოოდ კი ცხოვრების იმ გზის დასაწყისში მივყავართ საიდანაც შეგნებული ცხოვრების ფართო გზა იწყება.ეს ხომ ის სახლია,სადაც ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი იციან, ვიდრე საკუთარ სახლში.

ჩემი სკოლა… ჩემი სკოლა, რომელიც მდებარეობს ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში. დიახ, ეს ის რუსთავია სადაც დაიბადა, გაიზარდა და ჩვენსავით ცხოვრების დიდ გზაზე გავიდა დიდი შოთა რუსთაველი… ჩემი სოფლის შესასვლელში ქვაზე მისი სიტყვებია მიწერილი –

,,ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია
ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია’’

ჩემი სკოლა სწორედ ის ადგილია სადაც ამას გვასწავლიან, სადაც იაკობ გოგებაშვილი კვლავ წერს ი…ა…ს, ილია ჭავჭავაძე ისევ კითხულობს ,,რა გითხრათ , რით გაგახაროთ?’’ დიდი აკაკი კვლავ გვიკითხავს ,,ნათელას სიმღერას’’, დუმბაძე კი გვეუბნება რომ ,,სამშობლო ხაჭაპური არ არის ყველი გიყვარდეს და ქერქი არა’’, ის, როგორც ერისთავი იტყოდა ,,როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა’’, ეს ის ადგილია, რომლის ჰორიზონტზეც მუდამ დგას დიდი თამარი და გვლოცავს…

ჩემი სკოლა სამსართულიანია, სოფელში როგორც კი შედიხარ ის გეგებება და მე ეს მიხარია. მთლიანად კეთილმოწყობილი არ არის, მაგრამ სამი წელია ჩვენი დირექტორი ქალბატონი დ. დიასამიძე ცდილობს ახალ სასწავლო წელს რაღაც ახალი დაგვახვედროს, მიმდინარე სასწავლო წელს სააქტო დარბაზი დაგვხვდა შეკეთებული, შეკეთებულია რამდენიმე საკლასო ოთახი , შესასვლელი დერეფნები. ჩვენი დირექტორი ახალგაზრდა ქალია, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, მასაც ვუყვარვართ და ყველაფერს ცდილობს ჩვენი განათლებისთვის, სკოლაში არ გვაქვს სველი წერტილები, კლასკაბინეტები, ლაბორატორია, მაგრამ იმედი მაქვს ესენიც მალე გვექნება.

მარიამ დავლაშერიძე

ჩვენი სკოლის ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება, ის ჯერ ხისა იყო, შემდეგ ერთ სართულიან ქვის შენობად გადააკეთეს. იმ პატარა შენობას კი დღევანდელი შენობა მიადგეს. ამ პატარა შენობაში მრავალი სასახელო ადამიანი აღიზარდა, ისინი დღესაც მოღვაწეობენ ჩვენს სამშობლოში,მათი შვილები კი საზღვარგარეთაც მუშაობენ. ჩემს სკოლაში რამდენიმე სერთიფიცირებული მასწავლებელია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენი მასწავლებლები ამ წოდების გარეშეც გვაწვდიან სათანადო ცოდნას და განათლებას. ჩემი სკოლის კურსდამთავრებულები ყოველ წელს ირიცხებიან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

როგორც ამბობენ ,,მესხეთი იგივეა საქართველოსთვის, რაც საბერძნეთი მსოფლიოსთვის’’. პარალელი რომ გავავლო ამ ნათქვანს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოვა, მაგრამ ვიცი ჩემს სკოლაში მიღებული ცოდნა მყარი საძირკველი იკნება იმისა, რომ ზედ მომავალი დავაშენო, სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ჩემი სკოლა იმ საძირკველზე დგას რომლის კედლებშიაც აღიზარდა დიდი შოთა რუსთაველი, რომელმაც თითქმის ცხრა საუკუნის წინ უმღერა ჰუმანიზმს, ხალხთა მეგობრობას და სიყვარულს. აქედან გამომდინარე მე მეამაყება, რომ ჩემი სკოლა, ჩემი სახლი ერთადერთია საქართველოში და მე მისი აღსაზრდელი ვარ.

მარიამ დავლაშერიძე, 15 წლის
სსიპ.სოფელი რუსთავის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი