მანონი ჯაფარიძე, მარიამ გაზაშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ.ქობულეთის N5 საჯარო სკოლა
ქალაქს მოშორებით, სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობასთა მრავალფეროვან უბანში, ამაყად დგას სკოლა. მის კედლებში არაერთი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებს გაუვლია ცოდნის ურთულეს ლაბირინთში,
ისე, რომ ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და სითბო არ მოჰკლებიათ. აქ ერთმანეთის გვერდით სწავლობდნენ და სწავლობენ: ბერძნები, სომხები, რუსები, ქართველები. მათ მეგობრობას არც რელიგიური განსხვავება უშლის ხელს, რადგანაც ყველა ქართულ მიწაზეა დაბადებული, ყველას ფესვები ქართულ მიწაში ისე ღრმად გაუდგამს, რომ მათთვის
,,როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა “.
და ეს სამშობლო საქართველოა, რომელიც მისი ერთი პატარა კუთხით, აჭარის პატარა ქალაქის პატარა კუთხით, რომელსაც მეტსახელად გელაურს ეძახიან, იწყება.
მოშრიალე ნაძვების ჩრდილში ნათლის სვეტად აღმართულა ეს ტაძარი, დიახ, სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც თითოეული ჩვენგანი მოკრძალებით, მოწიწებითა და პატივისცემით შევდივართ. ის ცოცხალი ორგანიზმებია, წლების განმავლობაში იზრდება,ვითარდება და იხვეწება. მის კედლებში არა ერთი ღირსეული თაობა აღზრდილა და იზრდება.
N5 საჯარო სკოლა გასულ საუკუნეში, 1933წ. მუშათა დასახლების საფუძველზე გაიხსნა. პირველად ის იმ მუშათა ოჯახების შვილებით დაკომპლექტდა რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურმა სიტუაციამ ჩვენს კუთხეში გადმოისროლა.1948 წლიდან სკოლა რუსულ-ქართული სექტორისაგან შედგებოდა. …..მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ის კი იდგა, ქედუხრელი იმ გოლიატივით, რომელსაც ავ ბედობამ ვერ შეარხევინესს შუბლი და პირნათლად ემსახურებოდა ხალხის მიერ დასახულ მიზანს.
ვერ ვიტყვი რომ სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ის ჩვენი შობლიური სახლია სადაც სიყვარულით გველოდებიან,სადანაც ფიქრობენ ჩვენს მომავალზე,ეს ხომ ის სახლია სადაც ექვსი წელის მიგვიყვანეს, მაშინ ჩვენთვის შეუცნობელი იყო და გვახსოვს თითქოს დაკარგული ვიყავით სადღაც, საიდანაც მასწავლებლებმა ბილიკის გაკვალვა დაიწყო,გზაზე გაგვიყვანა და საბოლოოდ კი ცხოვრების გართო შარაზე დაგვაყენა. ეს ხომ ის სახლია,სადაც ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი იციან,ვიდრე საკუთარ სახლში. სკოლა თითოეული ჩვენგანის ნაწილია ის ხიდია ჩვენსა და მომავალს შორის ცხოვრებისგან გადებული, ჩვენთვის, ვინც აქ მოსულა რათა ჭკუა-გონება ავარჯიშოს,ფეხი აადგმევინოს,და ცხოვრების გზაჯვარედინზე,სწორი მიმართულებით დაგვაყენოს.
წარსული კინოთეატრივით ჩაივლის ჩვენ თვალწინ.დღეს კი… სკოლაში შექმნილია შესანიშნავი საგანმანათლებლო გარამო და ინფრასტრუქტურა:კაბინეტები შესაფერისი ავეჯთ,კაბინეტ-ლაბორატორიებით,ბიბლიოთეკით,კომპიუტერული კაბინეტითა და სპორტული დარბაზით. სკოლის წარმატებებს მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ძლიერი და მოტივირებული დირექტორი ქალბატონი ნარგიზ ჯინჭარაძე, იგი ყოველმხრივ ხელს უწყობს მის განვითარებას. საგანმანათლებლო პროცესს უძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით შეიარაღებული პედაგოგიური კოლექტივი, რომელთა უმრავლესობა სერთიფიცირებულია. მე-5 საჯარო სკოლას კავშირი აქ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონთან და მედრესეს მოსწავლეებთან, სკოლაში სწავლობენ-ბოშები, ისინი აქტიურად არიან ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში.2014 წლის 16 ნოემბერს სკოლის დირექტორი საქართველოში ტორელანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვრილისთვის -საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ დაჯილდოვდა და მიენიჭა ტოლერანტობის ქომაგის წოდება.ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დირექტორით და გვსურს მისი ღირსეული მოსწავლეები ვიიყოთ.მჯერა რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ ოცნების ტაძრის აშენებას.
ქალაქ ქობულეთის N5 საჯარო სკოლის
მე-6 კლასის მოსწავლეები
მანონი ჯაფარიძე და მარიამ გაზაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
me mjera tqveni! aucileblat iqnebit warmatebuli!
madlobt mas