მთავარი » ფოტორეპორტაჟი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
მანგლისის სიონი
ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი მანგლისის სიონი მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.
მატიანეების თანახმად, მანგლისში უკვე მირიან მეფის დროს (IVს.-ში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII ს-ეს მიეკუთვნება. 1002 წელს, შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების მთელი პერანგი მრავალსახე ჩუქურთმებით XI საუკუნეს მიეკუთვნება. XI საუკუნეშივეა შესრულებული გუმბათში შერჩენილი კედლის მხატვრობაც. ძეგლი შეაკეთეს და შიგნიდან შელესეს 1852წელს.
მანგლისის სიონი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ნინო ჩალაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.