მთავარი » ქრისტიანობა

“მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება ” – გიორგი მარგველაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2017 | 1,452 ნახვა

მარგველაშვილი საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათი გაძლიერება და ავტორიტეტის ამაღლება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო აღნიშვნას დაესწრო. ,ეკლესიის მამათა ჰექსენომერული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი“ ირაკლი ორჟონიას ნაშრომია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და სასულიერო აკადემია – სემინარიის რექტორის და იქ მოღვაწე მეცნიერთა დახმარებით შეიქმნა.

პრეზიდენტმა განათლების მნიშვნელობაზე, სკოლებში აგრესიის აღმოფხვრაზე, ამ პროცესში პატრიარქისა და მასწავლებლების როლზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სასწავლებლების, პედაგოგების გაძლიერებით და მათი ავტორიტეტის ამაღლებით მოხერხდება მხოლოდ აგრესიის კუთხით არსებული რეალობის გარდატეხა და შეცვლა.

გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქისა და პრემიერმინისტრის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს სკოლის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.
,,აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამედ სიყვარულით და გაზიარებით.

დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა.

პატივცემულო პრემიერმინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში.
მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას.

საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობისას ტექსტი ხშირად არის აგრესიული და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში ატარებენ მასწავლებლები.

მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.

აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური გაუქმებულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის.

მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი.
მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგეგებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დავძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.” აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში პრემიერთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციის უფროსთან და მრჩევლებთან ერთად ერთად იმყოფებოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი