მთავარი » საზოგადოება

“ქართული გალობა ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად მსოფლიო ცივილიზაციაში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2019 | 245 ნახვა

ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ და ზოგადად მსოფლიო ცივილიზაციაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე.

მთავრობის მეთაურმა რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც ღვინის სამშობლო, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებიც მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„ქართული ღვინო და ქართული პოლიფონია ერთმანეთს ავსებენ, ეს არის ჩვენი დიდი საგანძური და მინდა თითოეული თქვენგანი დავარწმუნო, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ამ საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის
მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით 21
სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს
უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს 7 ახალი სკოლა დაემატება.

„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიების
მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა და
გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი
დღე, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ
მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა
და ხალხური სიმღერა. პრემიერ მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას
გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული
კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ. მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი
ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია II-მ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.