მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

მამის ჩართულობა ბავშვის განვითარებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2020 | 1,178 ნახვა

წლების განმავლობაში სიტყვა “მშობელი” უმეტესად დედას აღნიშნავდა და მიიჩნეოდა, რომ მამის როლი ბავშვის აღზრდაში უმნიშველოა. თუმცა, კვლევები იუწყებიან, რომ პროცესში ჩართული უნდა იყოს ორივე მშობელი.

სხვადასხვა კლინიკური კვლევის მიხედვით, შვილის აღზრდაში მეორე მშობლის პერიფერიული როლი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – იზრდება ალბათობა იმსა, რომ მას შემდგომში რაიმე ფსიქოლოგიური აშლილობა ჩამოუყალიბდება (Kazdin, 1995; Jacob, 1987). ასეთ ოჯახებში ხშირია ოჯახური უკმაყოფილობებიც და სრულადაა შესაძლებელი კვლევები ამ ფაქტს ემყარებოდეს, თუმცა ზოგი კლევა გვამცნობს, რომ მამის ჩართულობის ხარისხი, ბავშვის თვითშეფასების ხარისხთან კორელირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ოჯახებში, სადაც მამაც ზრუნავს, ბავშვი ნაკლებად შფოთავს თავისი თავის მნიშვნელობის/ ღირებულების შესახებ და უფრო თავდაჯერებულია პიროვნულ ურთიერთობებში თუ ინტელექტუალურ გარემოში (Lamb et al., 1987).

კვლევები არ ეხება მხოლოდ რისკ-ფაქტორებს, არამედ რეაბილიტაციის პროცესსაც, რაც გულისხმობს რომ თერაპიის პროცესში მამის ჩართულობა აუმჯობესებს შედეგებს – რეაბილიტაციის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტურია (Carr, 1997, 1991). ზოგი კვლევა კი ხაზს უსვამს მამის როლს ბავშვის ემოციური რეგულაციის განვითარებაში, რაც გულისხმობს გარემოზე ადეკვატურ ემოციურ პასუხებს – იმპულსის შეკავებას და გამოშებას საჭიროების და სოციალური კონტექსტის გათვალისწინების მიხედვით (Blankenhorn, 1995).

არსებობს კიდევ მრავალი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მამის ჩართულობა გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზე, სოციალური კომპეტენციაზე დასწავლის უნარზე და ა.შ. თუმცა, ალბათ ბევრიკვლევა არ სჭირდება იმას, რომ ბავშვზე დადებითად აისახება, როცა მას ერთის ნაცვლად ორი მშობელი უვლის – მზადაა მის მოთხოვნებს დახვდეს და თავი დაცულად აგრძნობინოს.

სოფო ცაგარეიშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
“თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი”
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი