მთავარი » ქრისტიანობა

მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2020 | 788 ნახვა

მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?

როგორ უნდა მოვექცეთ მათ? როგორც ჩვენს უდიდეს კეთილისმყოფელს, რომელიც
ჩვენს სახელზე საუფლო საგანძურში შენატანს აკეთებს. ასეთი ადამიანი
საუკუნოდ გვამდიდრებს. განა ეს ცოტაა? განა ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც
კეთილისგვიყოფს ჩვენ, განა არ გამოვხატავთ მათდამი ჩვენს მადლიერებას?!
სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც უსამართლოდ
გვექცევა, რადგან იგი ჩვენი მარადიულობისათვის კეთილისმყოფელია. როგორც
უსამართლო ადამიანები არიან საუკუნო გამართლებას ჩამოცილებულნი, ასევე ის,
ვინც სიხარულით დაითმენს უსამარ- თლობას, მიიღებს მარადიულ გამართლებას.

ერთი ღვთივსათნო, ოჯახის უფროსი ადამიანი თავის სამსახურში უამრავ უსამართლობას ითმენდა. მაგრამ მას ჰქონდა მრავალი სიკეთე და ყველა უსამართლობას უდრტვინველად იტანდა. ერთხელ იგი ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, მიამბო თავისი საცდურების შესახებ და მკითხა: „რას მირჩევთ, რა გავაკეთო?“ – განაგრძე, როგორც დაიწყე, – ვუპასუხე მე, – გქონდეს ღვთის სამართლიანობისა და ღვთის კეთილად მიგების იმედი და დაითმინე. უფალს არაფერი ეკარგება. ასეთი ქმედებით შენ ღვთიურ საგანძურში სიმდიდრე შეგაქვს. ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენ იმ გამოცდების სამაგიეროს მიიღებ, რომლებიც უხვად დაგეყარა თავს. მაგრამ, ამას გარდა, ისიც იცოდე, რომ მოწყალე უფალი უსამართლოდ განაწყენებულ ადამიანს უკვე ამ ცხოვრებაშიც მიაგებს სამაგიეროს – თუნდაც არა პირადად მას, მაგრამ მის შვილებს, – აუცილებლად. უფალი ფიქრობს, ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მან კარგად უწყის, რა უნდა მიაგოს მას.

თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება – უფალი ყველაფრს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება. მოთმინება, რომელშიც არ იქნება მხოლოდ გონებრივი განსჯა. რახან უფალი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანმა ბოლომდე უნდა მიანდოს მას თავი. შეხედე იოსებს – ის ხომ დუმდა, როცა ძმები მონობისთვის ყიდდნენ. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“. მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, შემდეგ უფალმა თქვა თავისი სიტყვა და მეფე გახადა იგი. ხოლო თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა – მას უნდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად აწყობს. ისე, რომ ის იყოს კარგად. მაგრამ, ბუნებრივია, იგი ვერც სიმშვიდეს პოულობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას არ სურს.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში დაითმენს კაცთაგან, ან ეშმაკთაგან მოვლენილ უსამართლობას, მაშინ უფალი მის გამო აღარ ნერვიულობს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცაღა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვექცევა, მაშინ, როცა სინამდვილეში, ჩვენ თავად ვართ უსამართლონი სხვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება გვმართებს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი.

ბერი პაისი ათონელი (+1994წ.)

თარგმნა თამარ ასათიანმა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი