მთავარი » ქრისტიანობა

მამა სერაფიმე როუზის ცხოვრების გზა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2013 3 კომენტარი | 11,260 ნახვა

გამოჩენილი ამერიკელი მართლმადიდებელი მოღვაწე, მღვდელმონაზონი სერაფიმე ( ერში – იუჯინ როუზი) დაიბადა ქალაქ სან- დიეგოში. იგი იზრდებოდა ტიპურ ამერიკულ პროტესტანტულ ოჯახში. იუჯინი ადრეული ასაკიდანვე ჭეშმარიტების ძიებას შეუდგა. სერაფიმე როუზი მას სკოლის პერიოდიდანვე ეტყობოდა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბეჯითითა და მოწესრიგებულობით. იუჯინი თანატოლების იდეალებს არ იზიარებდა, მათსავით სპორტული მანქანების ქროლვით არ იყო გატაცებული, მარტო დაეხეტებოდა სახლის მახლობლად ტყეში და იმაზე ფიქრი აწუხებდა, თუ რა არის ცხოვრება და სადაა მისი ადგილი ამ ცხოვრებაში. ამქვეყნიურთან არაადეკვატურობას ის მწვავედ განიცდიდა და რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მძაფრად ესწრაფვოდა საკუთარი ბუნების შეცნობას.

ასაკის მატებასთან ერთად მისი უკმაყოფილება პროტესტანტული ქრისტიანობის მიმართ სულ უფრო გამძაფრდა.
ჭეშმარიტების ძიებაში იუჯინმა შეისწავლა დასავლური ფილოსოფია, მაგრამ მისთვის მტკივნეულ კითხვებზე პასუხი იქ რომ ვერ იპოვა, აღმოსავლეთს მიმართა.

1956 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ იუჯინ როუზი სან-ფრანცისკოს აზიის შემსწავლელ აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო წლინახევრის შემდეგ – კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც შედარებითი რელიგიის კურსი გაიარა და თითქმის ყველა რელიგიას გაეცნო.

ერთხელ აკადემიის ერთმა მეგობარმა იუჯინს ურჩია, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას დასწრებოდა. ეს მოხდა ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს სან-ფრანცისკოს მართლმადიდებლურ ტაძარში. მრავალი წლის შემდეგ იგი იხსენებდა: “როდესაც პირველად მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს გადავაბიჯე, განვიცადე ის, რაც არც ერთ ბუდისტურ ან დასავლურ ტაძარში არ განმიცდია. გული მეუბნებოდა, რომ ეს იყო ჩემი სახლი და ჩემი ძიებანი დასრულდა”.

მას შემდეგ იუჯინი მართლმადიდებლურ წირვას ხშირად ესწრებოდა. დაიწყო რუსული ენის შესწავლა და აქტიურად ეცნობოდა ლიტერატურას მართლმადიდებლობის შესახებ.

1961 წელს იგი მძიმედ დაავადდა. ექიმები მის მდგომარეობას უიმედოდ აფასებდნენ. მომავალ დიდ სულიერ მამას ფიზიკურ ტკივილებს იმაზე ფიქრი უმძიმებდა, რომ ვერ მოასწრო თავისი დანიშნულების აღსრულება. სერაფიმე როუზი იგი მხურვალედ ლოცულობდა ღვთისმშობლის მიმართ და სულ მალე საკვირველად განიკურნა.

ამავე პერიოდში იუჯინი რუს მართლმადიდებლებს დაუმეგობრდა და მათგან ამერიკაში მოღვაწე რუსი მონაზვნებისა და წმინდა ადგილების შესახებ შეიტყო. ის ნელ-ნელა ეცნობოდა მართლმადიდებლურ სამყაროს რელიგიას. ცოტა ხნის შემდეგ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უნდა შესდგომოდა. 1962 წლის 12 თებერვალს იგი მოინათლა და მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მიიღეს.

პირველი ზიარების შემდგომ იუჯინს საკვირველი განცდა ჰქონდა, ჭამაც კი აღარ უნდოდა. სიმდაბლით აღვსილს ეგონა, რომ ყველა ახლადნათელღებულ ქრისტიანს მსგავსი განცდა ეუფლებოდა და მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ მას განსაკუთრებული მადლი მიენიჭა.

იუჯინი ტაძარში დიდ დროს ატარებდა, დილისა და საღამოს ყველა საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა. მეუფე იოანემ შენიშნა ახალგაზრდა კაცი, რომელიც არც ერთ მსახურებას არ აკლდებოდა და მედავითნეობა შესთავაზა. იუჯინი უმალ გაიწაფა რთულ საეკლესიო სლავურ ტექსტებში. შემდგომ სწავლობდა თეოლოგიურ სკოლაში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იქ ლექციებს რუსულად კითხულობდნენ, ფრიადზე დაამთავრა. ამავე პერიოდში იგი, მთავარეპისკოპოს იოანეს ლოცვა-კურთხევით, ადგილობრივ მართლმადიდებლურ ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს.

იუჯინი დაუმეგობრდა სემინარიის კურსდამთავრებულს – გლებ პოდმოშენსკის (მომავალი იღუმენი გერმანე). მან იუჯინს შესთავაზა საძმოს დაარსება, რომელიც ამერიკაში მართლმადიდებლობის მისიის საქმეს გააგრძელებდა.
1967 წელს ძმებმა სკიტის მოსაწყობი ადგილის ძებნა დაიწყეს. სერაფიმე როუზი 1969 წელს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დამკვიდრდნენ და მთელი წლის მანძილზე დუმილით, მყუდროებით მოღვაწეობდნენ, მართლმადიდებლური სიტყვისა და სხვა გამოცემების გამოქვეყნებას აგრძელებდნენ.

1970 წელს ძმები მონაზვნებად აღიკვეცნენ. იუჯინს ეწოდა სერაფიმე სერაფიმ საროველის პატივსაცემად, ხოლო გლებს – გერმანე გერმანე ალიასკელის საპატიოდ.

ყოველდღიური ღვთისმსახურების, სასულიერო ლიტერატურის განუწყვეტელი შესწავლისა და წუთისოფლისგან განდგომის ღვაწლით მამა სერაფიმემ დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა. წმინდა მამათა სწავლებას, მათ სულისკვეთებას მთელი სისავსით გამოსცემდა თავის ნაწერებში, რომლებიც ათასობით მკითხველს ასაზრდოებდა.

1977 წელს მამა სერაფიმე და მამა გერმანე მღვდლებად აკურთხეს. მამა სერაფიმეს მთელი საქმიანობა მხოლოდ უფლის სადიდებლად და მოყვასის შესაწევნელად აღესრულებოდა.

მამა სერაფიმე ამერიკელი მართლმადიდებლობისადმი მიმართვაში მათ შეაგონებდა, ტელევიზიისა და როკ-მუსიკის საცდურით არ ცდუნებულიყვნენ; ამხილებდა თანამედროვე ამერიკული ცხოვრების წესს, რომელსაც ღვთის დავიწყებისა და გმობისაკენ მიჰყავს ადამიანი და რაც სერიოზულ სულიერ საკითხებზე გულისყურის მოკრებას უშლის ხელს.

მამა სერაფიმემ 1982 წელს უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უკანასკნელად იქადაგა. იგი სიმდაბლის გამო არასდროს იმჩნევდა სნეულებას და როცა ავად გახდა, მდუმარედ განვიდა სალოცავად, დაეყუდა თავის სენაკში. ძმები უმალ მიხვდნენ, რომ სერიოზულად იყო ავად და უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს. 1982 წლის 20 აგვისტოს მამა სერაფიმე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამა სერაფიმეს ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მისმა მოღვაწეობამ და ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია ამერიკაში მართლმადიდებლობის გავრცელებაზე.

მან სახელი საკუთარი წიგნებით გაითქვა, რომელთა წაკითხვის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მკვეთრად შეცვალა საკუთარი მსოფლმხედველობა და დაიწყო ქრისტიანული მართლმადიდებლური ცხოვრება. უდიდეს ამერიკელ მოძღვარს პატივს მიაგებენ არა მარტო მის სამშობლოში, არამედ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • დოდო says:

    “დოდოს დღიურიდან”

    მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი:_სოფელი აღსასრულს უახლოვდება. ნიშნი ჟამთანი ეგზომ თვალსაჩინონი არიან, რომ შეიძლება ითქვას: სოფელი მისწრაფებით ირღვევა!”
    განა განიკურნება სურს იმ რამდენიმე ასეულ, ეშმაკის ნებას ნებაყოფლობით დაქვემდებარებულ, ადამიანს ვინც 28 სექტემბერს,ამპარტავნების ვნებით შეპყრობილი ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის წინმივიდა?!!
    განა როდესმე განიკურნება გაჩეჩილაძე, ე.წ. “უცნობი”, რომელიც ამ თავ_შეყრილობაზე “ხიპურ” ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდა და ისე როყიოდ წამოისროლა მაცხოვრის სახელი, თითქოს აქამდე მისი პირიდან “ღვთის სადიდებელი” საგალობლების მეტი არაფერი გვსმენოდეს! თითქოს მას არ ვხედავდეთ, თითქმის ყოველდღე, ნახევრად შიშველს, მხოლოდ “ნიფხვით” შემოსილს ტელეეკანებზე და არ გვესმოდეს მისი პირიდან ამოსული ბღავილი “ვილივლივე!!!” “რო დაგა_დაგა_დაგალივლივე, როგორ მაგრად მომინდიიი!” მისი “შედევრია” აგრეთვე “აიწიე კაბა, გავაკეთოთ რამე!!” “ხახუნიუსი, ხელებს შუა ფეხებიუსი”:(:(
    მამა სერაფიმე როუზი(1934_1982) ამერიკელი მართლმადიდებელი მოღვაწეა. მისი ნაშრომები მე_20_ე საუკუნის სულიერი კლასიკის ნიმუშად ითვლება. ერთ_ერთ მათგანში_”სული გარდაცვალების შემდეგ” მოთხრობილია ვინმე მონროს შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელოვნურად გამოეწვია თავისი სულის “სხეულგარეშე” მდგომარეობაში გადასვლა, “სხვა” განზომილებაში მოგზაურობის მიზნით. ე.წ. “ასტრალში” მოგზაურობის შემდეგ ის სხეულში ბრუნდებოდა და დეტალურად აღწერდა იმ შთაბეჭდილებებს, რაც მისმა “მეორე სხეულმა” მიიღო ამ მოგზაურობის დროს.
    ყველაზე უფრო საყურადღებოა მონროს “ზეცაში” ყოფნა_წერს მამა სერაფიმ როუზი_”იგი სამჯერ იმყოფებოდა “წმინდა განსვენების” ადგილზე. აქ თბილ და რბილ ღრუბლებს განუწყვეტლივ კვეთდენ სხვადასხვა ფერის სხივები…მონრო უსიტყვო გუნდთან მუსიკასთან ჰარმონიაში ვიბრირებდა. მის გარშემო სხვა უსახელო არსებებიც იყვნენ, ისინიც ასე ვიბრირებდნენ.”
    “ეს ე.წ. “ასტრალური ზეცაა”__განაგრძობს ის__ეს ძალზე შორს დგას ცათა სასუფევლის შესახებ ქრისტიანული სწავლებისაგან.
    სასუფეველი სიყვარულისა და პიროვნულობის სისავსითა და უფლის იქ ყოფნით ძალიან შორსაა ჩვენი დროის ურწმუნოთაგან, რომელთაც მსუბუქ ღრუბლებში “ლივლივით” მიღებული “ნირვანისა” და ფერადი სხივების გარდა არაფერი სურთ. ამგვარი “ზეცის” მოცემა “დაცემულ სულებსაც” ადვილად შეუძლიათ”
    უფალი სასტიკად გვიკრძალავს მისი სახელის ამაოდ და უმიზეზოდ წარმოთქმას. მესამე მცნების თანახმად: “არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა სენისა ამაოსა ზედა”_ეს არის ყველაზე სასტიკი და უპატიებელი ცოდვა, რომელიც ადამიანს მხოლოდ უდიდესი სინანულის შემდეგ თუ მიეტევება.
    მეტი არაა ცემი მტერი, გია გაჩეჩილაძეს, დაცემული სულების მიერ მიცემული “ასტრალურ ზეცაში” არსებულ ღრუბლებში “ლივლივი” აღარ დაევასოს და სინანულით განკურნება მოისურვოს:(:(.

  • e. says:

    скит ქართულად სავანეს ნიშნავს. ქართული სიტყვა და ენა ძალიან ლამაზია და მისი დაცვა გვმართებს. მომიტევეთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი