მთავარი » საზოგადოება

მამა შალვა: ვიცი, რომ “ბასიანში” უამრავი ადამიანი განადგურდა ან შემთხვევით გადარჩა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2018 | 7,549 ნახვა

წყარო: www.kvira.ge

მამა შალვა კეკელია მამა შალვა კეკელია თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება. როგორც „კვირასთან“ საუბრისას მამა შალვამ აღნიშნა, მისთვის ძალიან გულსატკენია, რომ ბოლო დღეებში, ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად იღუპებიან. სასულიერო პირი სახელმწიფოს მოუწოდებს, გააკონტროლონ, როგორ და რა გზით შემოდის საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან, მამა შალვა ახალგაზრდებს მიმართავს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი და არ გამოიყენონ ნარკოტიკები. მისი აზრით, ნადგურდებიან ადამიანები, ნადგურდებიან მათ უკან მდგომი ოჯახები და საბოლოო ჯამში, ნადგურდება თაობა.
„ჩემთვის ძალიან გულსატკენია, როდესაც ადამიანები ნარკოტიკებით იღუპებიან. სასულიერო პირი ვარ და უამრავი შემთხვევა მაქვს იმისა, რომ ამ ღამის კლუბებში მიღებული ნარკოტიკული საშუალებებით ადამიანები იღუპებიან. რამდენი ადამიანი დაიღუპა უკვე და კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს?! თაობა ნადგურდება ამ მოსაწვებით. ადამიანებმა საკუთარი თავი დაკარგეს, ისინი საკუთარ თავს აღარ გვანან. ეს ადამიანები საზოგადოებას და ერს ვეღარ გამოადგებიან.
უამრავ შემთხვევა მაქვს, როგორც სასულიერო პირს.. ოჯახები ნადგურდება. ძალიან ბევრი ადამიანი განადგურდა და მოისპო. როგორ შეიძლება, ამ ყველაფერს მხარი დავუჭირო და ამ ყველაფრის გვერდით დავდგე?! ეს წარმოუდგენელია.

მე არ ვარ მომხრე, რომ ნარკოტიკული საშუალების გამო, ვინმე დაიჭირონ, მაგრამ ვინც ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას ავრცელებს ან სხვას სთავაზობს, ასეთი ადამიანი უნდა დაიჭირონ. პირადად ვიცი, რომ „ბასიანში“ უამრავი ადამიანი განადგურდა ან შემთხვევით გადარჩა.
როგორც სასულიერო პირი, მომხრე ვარ, რომ ასეთი რაღაცები აღიკვეთოს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჩვენს შვილებზე. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, როგორ და რა გზით შემოდის ამდენი ნარკოტიკი საქართველოში. ახალგაზრდებს, მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნარკოტიკის მოხმარებისგან. პირიქით, უნდა გაჯანსაღდნენ, ჩვენ ჯანმრთელი თაობა გვინდა, ჩვენ გვინდა თაობა, რომელიც ხვალ და ზეგ გამოგვადგება. ისედაც განადგურებულია ეს ქვეყანა და კიდევ დაბოლილი თაობა გვინდა?! პირიქით, სიჯანსაღისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ და არა ისეთი კლუბების გახსნისკენ, რომლებიც ანადგურებს და სპობს ადამიანებს. ადამიანები იღუპებიან ასეთ კლუბებში, მათი ოჯახები ნადგურდება“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი