მთავარი » ქრისტიანობა

მამა გაბრიელის ნეშთს სამთავროს ტაძარში გადაასვენებენ

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 21.12.201220 კომენტარი | 12,622 ნახვა

მამა გაბრიელი მამა გაბრიელის ნეშთის სამთავროს ტაძარში გადაასვენების გადაწყვეტილება წმიდა სინოდმა მიიღო.

“მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმიდანად და ეწოდოს – ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)”, – ნათქვამია წმიდა სინოდის განჩინებაში.


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

20 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.