მთავარი » ქრისტიანობა

მამა გაბრიელი: “ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა…”

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 06.02.201243 კომენტარი | 31,437 ნახვა

მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მის საფლავზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის, რათა ილოცოს, იცხოს ზეთი და მიიღოს როგორც სულიერი, ისე ხორციელი კურნება და ნუგეში.

მამა გაბრიელის საფლავი ციალა დვალიშვილი-მეფარიშვილი: “ერთ დღეს, როდესაც ჩვეული სადიასახლისო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მოულოდნელად შევნიშნე, რომ მკერდზე დიდი კვერცხის ოდენა სიმკვრივე გაჩენილიყო, ძალიან მაგარი და დიდი იყო, შემეშინდა, მაგრამ ჩემს შვილებს არ გავუმხილე. ახლობლის რჩევით ლოცვებით მამა გაბრიელის ზეთის ცხება დავიწყე. მოხდა საოცრება და ამხელა სიმკვრივე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში სრულიად გაქრა. უკვე წლები გავიდა და დღემდე ეს სასწაული რწმენაში მაძლიერებს”.

ჯენეტი მენაბდიშვილი: “ჩემს ბავშვს ორი წლის განმავლობაში თავზე, კეფის არეში ჰქონდა სირსველასავით ამობურცული სიმსივნე, რომელიც არ რჩებოდა და სტკიოდა. ხელს ვერ იკარებდა. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოვიღე მიწა და ზეთი. საღამოს ლოცვის შემდეგ რომ წავუსვი, დილით უკვე აღარ ჰქონდა. ნაკვალევიც კი აღარ აქვს”.

მარინა (მარიამ) კვიციანი: “ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში გააჩნდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით, აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება, რაზეც უარი ვთქვი. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა”.

ბერი გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა (1929 – 1995 წწ.)

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. მამა გაბრიელის მღვდლობა იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი; იდევნებიდა სარწმუნოება, ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები, უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა – ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის საპატივსაცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობასა და მდუმარებას. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა.

სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრითა და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; გაკვეთილებს კი მცირე ხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის ეს პერიოდი: “მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა”.

ამავე პერიოდს ეხება გაბრიელ ბერის კიდევ ერთი მოგონება:

- ღამე, როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემ წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო. რისხვით მიყურებდა. ღმრთის მადლით, არ შემშინებია, დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსადევნად, უბრალოდ, გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა: შენ მებრძვი მეო?! და მუშტი თავში ჩამარტყა.

პატარა ვასიკომ ამ განსაცდელით სარგებელი ჰპოვა, რაშიც თვით გაბრიელ ბერის მოგონებაც გვარწმუნებს: როდესაც დემონი ვიხილე, მაშინ სრულიად განმტკიცდა ჩემი რწმენა ქრისტეში, რადგან ვთქვი, თუკი ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხომ უფრო მეტად-თქო და თან ამით კიდევ, მოყვასო, ადამიანის სილამაზე დავინახე და დავაფასეო.

12 წლის ვასიკოს წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის პირობით გაუშვეს.

ბერი გაბრიელი სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად ამბობდა: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”.

რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

ერთხელაც მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება, ისე უთხრა: “მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთ”. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: “ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”. ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.

ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და ოფიციალური მსახური ყოფილიყო დედა ეკლესიისა, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს გაბრიელ (ჩაჩანიძეს) მიმართა: “გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს”. მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 1955 წლის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხოლო 1965 წლის 1 მაისს კი, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: “იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი, ანდერძისამებრ, დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია. ის მცხეთის დედათა მონასტერში მონაზონ პარასკევასთან ინახება და ავადმყოფები ეამბორებიან.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

43 კომენტარი »

  • FROM BRUSSELS says:

    ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის! ძალიან საინტერესო იყო! გაიხარეთ!!!

  • ნონა says:

    გმადლობთ რომ ასეთი კარგი საინტერესო სტატიებს გვაწვდით

  • Tamari says:

    Madlobt mama gabrielis gaxcenebistvis. Gtxovt Kidev upro meti statiebi gamoakveknot mis shesaxeb.

  • maia says:

    mama gabrielze yvelaferi mainteresebs,vwuxvar rom ver gavicani sicocxleshi,mixaria misi wmindanad sheracxva.zetis saswalebrivma dzalam gamaoca..

  • დარო says:

    მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის .მადლობა უფალს რომ არსებობს ბერი გაბრიელი. დიდება უფალს

  • tamari says:

    zalian sainteresoa es yvelaferi dideba ufals

  • nika says:

    ამ სისულეების როდემდე უნდა გჯეროდეთ

  • sofia says:

    nika….sisulele shennair seqtantebShi caikiTxe.sasjeli ara agcdeba aseTi komentarisTvis.

  • wavikitxe bolomdedidi madloba asetikargi statiistvis ! madlobt !!!!

  • eka says:

    madloba aseti kargi statiistvis…dzalian saintereso da kargi iyo…

  • ანა says:

    ვკითხულობდი და თვალზე ცრემლი მადგებოდა…ძალიან საინტერესო სტატიაა…ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ…ამინ!

  • cira says:

    madloba aseti statiistvis dzalian saintereso iyo chemtvis da sxvebistvis

  • cira says:

    gtxovt momwerot am gavris istoria “shengelia”

  • Mari says:

    Dideba shen saxels mama gabriel,martlac saswaul moqmedia,arasodes mombezrdeba shens saflavze mosvla

  • ნანა says:

    დიდება უფალს და მის ყველა პატიოსან მსახურს

    • avtandili says:

      Madloba eseti inpormaciistvis cminda mamebze…exla minda chemi azri gamovtqva!..jer unda iyo qristiani;shemdeg rcmena unda gqondes;gvtis moshishi da amaocxovrebit sitkboebas moklebuli..zogistvis daujerebelia cminda mamebis sascaulebze rasac amboben..zalian gtxovt moeridet amati saxelebis augat moxseniebas tore zalian did gansacdelshi chavardebit..mama gabrieli da cminda mamebis locvit arsebobs saqartvelo
      dgesdgeobit…

  • avtandili says:

    Tu vinmes echvi geparebat?shegizliat monastershi mixvidet da icxovrot.da tqveni tvalit naxot rogori cxovrebit cxovroben bbero morchilebi da berebi..shemdeg rodesac camoxvalt tqven tavs kitxet me upro scorad vcxovrob tu isini.an tqven upro shegizliat siyvaruli tu imat..yoveltvis jobia sheni tvalit naxo vidre sxvam gitxras…

  • nana says:

    დიდება უფალს! ასეთი წმინდანი რომ გვყავს.

  • art says:

    ra sisuleleebs idzaxit ertia shuamdgomeli gmertisa da adamianis shoris dai s aris ieso qriste da aravin sxva tqven kidev da tqven kidev mama gabrielis saflavtan midixar t da iq loculobd eg kerp tqyvaniscemlobaa da mkvdris saflavs xsnit da mere gikvirt ratom aris chveni qveyana aset dgeshi imitom aris aset dgeshi rom biblias ar kitxulobt da gmerti ar gindat ufro axlos gaicnot ar gindat tqvat uari tavis codvebze da tavisi tavebis shecvla daiwyot sanam xalxiar sheicvleba am qveyanashi da gmerttan ar mivlen tavisi codvebis mosaniebeblad da ar datoveben tavis codvebs da ar sheiyvarenben tavis axlobels da ar iswavlian mtris patiebas es qveyana kurtxeuli ver iqneba

    • Gta says:

      Art ჯან, ესე რატომ ლაპარაკი დაიწყე ცავატ ტანემ? თავის ცოდვებზე და თავისი თავების შეცვლაზე?

      • art says:

        imitom rom gmerts rom miuaxlovde vigacis saflavebze ki ar unda iaro aramed moinanio codvebi da iesos mcnebebi unda sheasrulo

        • საფლავზე იმისთვის კი არ დადიან რომ ღმერთს მიუახლოვდნენნ იმიტომ როომ იმ წმინდას პატიივი სცენ.იმიტომ რომ შესთხოვონ დაა ასრულდეთ ..იმიტომ რომ მადლი მიიღონ..და ზუსტად მაგ მცნებების ასრულებაში მიეხმარნონ…კერპთაყვანისმცემლობა რა შუაშია?ქრისტიანი თუ ხარ ბოლომდე ქრიასტიანი უნდა იყო და თუ წერ უნდა იცოდე რას წერ….მასე თუ ვიმსჯელებთ ტაძარი ღვთის სახლია და ტაძარში რისთვის დადვივართ >? სახში ვილოცოთ მასშინ რა მნიშვნელობა აქვს?..მაგრამ საქმეც იმაშია რომ მნიშვნელობა აქვს ..იქ უფრო მეტი მადლია იქ უფრო ახლოს ხარ ღმეთთან.. იესო კერპია და თაყვანს ვსცემთ?..თაყვანს ვსცემთ, მაგრამ არა იმიტომ რომ კერპია იმიტომ რომ ღმერთია…p.s:ქრისტიანი ადამიანი იმას თუ ხვდები რომ მცნებები უნდა დაიცვან მაგასაც უნდა ხვდებოდე

  • art says:

    იოანეს სახარება თავი 4

    1 როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო,
    2 (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები),
    3 დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
    4 მას სამარიაზე უნდა გაევლო.
    5 მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს.
    6 იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
    7 მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: “წყალი დამალევინე,”
    8 რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.
    9 ეუბნება მას სამარიელი ქალი: “როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?” (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
    10 მიუგო იესომ და უთხრა მას: “შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.”
    11 ეუბნება მას ქალი: “ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
    12 ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?”
    13 მიუგო იესომ და უთხრა მას: “ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.
    14 ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.”
    15 ეუბნება მას ქალი: “ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.”
    16 ეუბნება მას: “წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.”
    17 მიუგო ქალმა და უთხრა: “მე არ მყავს ქმარი.” ეუბნება მას იესო: “მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
    18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.”
    19 ეუბნება მას ქალი: “ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
    20 ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.”
    21 ეუბნება მას იესო: “ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.
    22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
    23 მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
    24 ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.”
    25 ეუბნება მას ქალი: “ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.”
    26 ეუბნება მას იესო: “მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.”
    27 ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
    28 დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს:
    29 “წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?” es waikitxe da gaigeb tu rogor unda tayvani sce gmerts da amis sawinaagmdegod verafers ver ityvi radganac es gmertis sityvaa da gana ar weria aseve გამოსვლა თავი 20

    1 და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
    2 “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
    3 არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
    4 არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
    5 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას,da kidev weria 1 ტიმოთეს მიმართ თავი 2

    1 ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის,
    2 მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით,
    3 ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის,
    4 რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას.
    5 ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,
    6 რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,
    7 რომლისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში და არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში. da aseve mociquli pavle yvela morwmuneebs wmindanebs edzaxis da ara marto pavle sxva adgilebshic im adamianebs vinc gmertis mcnebebs asruleben biblia wmindanebs edzaxis radganac aset adamianebs uyvart gmerti da icaven qristes swavlebas da magram biblia wers rom marto gmerttan unda iyos yvela sheni locva da ara adamiantan radganac marto is aris ucodveli da uwmindesi

  • art says:

    bolomde waikitxet da mere tavisi komentari datovet

  • ეს გასაგებია სახარებაა და ღვთის სიტყვაა..რაც აქ წერია ასეც უნდა იყოს..მაგრამ ეს არ ხსნის იმას რომ არუნდა მივიდეთ და არუნდა ვნახოოთ იმ უდიდესი წმინდანების ადგილებიი როგორიცაა მამა გაბრიელი…პპატრიარქიიც იყო საფლავის გახსნაზე.ანუ კერპთაყვანისმცემელიააა??.დავიჯერო შენ უკეთ იციი სახარებაა?? თუ იმ ადამიანმა რომელიც სრულიად დაქართველოს პატრიარქია

  • საფლავზე თუ მიდიის ხალხიი ეს იმას არ ნიშნავს რომ კერპთაყვანისმცემელიაა მე მხოლოდ ამას უარყოფ და არა იმას რომ მცნებები არ უნდა დაიცვა და სახა3 არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა…
    4 არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
    5 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და რეაბში რაც წერია ტყუილია….ესს სიტყვებიი შენ არასწორად გაგიიგია აქ არ წერია რომ წმინდანს არ უნდა შესთხოვო.. მოკლედ ჩემს ახსნას აზრი არ აქვს მოძღვარს ჰკითხე თუ გაინტერესებს და აგიხსნის ..

    • art says:

      tqven adamianebis xats aketebt da mas taqvans cems bibliashi ki weria rom ar gaaketo ar afris gamosaxuleba eg erti da meore rom marto ertia shuamdgomeli gmertisa da adamianis shoris es aris qriste da gmerts yvelaferi iesos qristesi-misi dzis saxelit unda vstxovot jobia ufro meti daiwyot bibliis kitxva da locva da guli gadaushalet gmerts qristes da ara wmindanebs

  • ცუუდად გადმოვიიდა ეს წერილი…. და არასწორად არ გაიგოოთ რაც წერია… ჩემს მოძულეთა მესამე და რეაბში რაც წერია ტყუილია….აქ უნდა ეწეროს რომ მე არ ვამბოობ რომ სახარებაში რაც წერია ტყუილიათქო უბრალოდ არასწორად გაგიგიია

  • art says:

    me imaze migititebt rom unda iqceodet ise rogorc weria bibliashi da bibliis swavlebis garda araferi ar unda miigo bevri ram katolikobashi martmadidoblobashi da protestantobashi shemoitanes rac bibliashi ar weria da magitomac xdeba es ukacravad rusuli sityvistvis sporebi me rom mkitxo me arc martmadidebeli var da arc protestanti arc ormocdaateneli me qristiani var

    • ლაზარე says:

      არტ-ი (ჯობდა სახელი დაგეწერა ადამიანურად) ტიპიური პროტესტანტივით მსჯელობ. იმიტომ, რომ შენი მსჯელობის ლოგიკას, რომ მივყვეთ არც მღვდელი არ არსებობს შენთვის და არც საეკლესიო სწავლება, არც სჯულის კანონი და არც მართლმადიდებლობა
      ჯერ ერთი სახარებას, რომელსაც იმოწმებ (ახალი თანამედროვე ქართულით ნათარგმანებს), უამრავი დაუზუსტებელი ფრაზეოლოგითაა სავსე და იგი კანონიკურ და ღვთისმსახურებისათვის აღიარებულ წიგნად არ ითვლება და ტყუილად ნუ შეეცდები იგი საღვთისმეტყველო დისპუტის საგნად გამოიყენო, უბრალო მიზეზის გამო:
      თუ მე მაკრიტიკებ, მაშინ კეთილი ინებე და რასაც მე კანონიკურად მივიჩნევ მხოლოდ იმ წიგნების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს და მაშინ იდისპუტე შენთვის.

      ეხლა რაც შეეხება წმინდანებს და მათ თაყვანისცემას, ეს საკითხი ახალი არ არის და დიდი ხანია რაც სექტანტებს აწვალებს, ამიტომ აქ ველოსიპედს თავიდან არ მოვიგონებ და დავწერ უკვე დიდი ხნის წინ გაცემულ პასუხს ეკლესიისგან. ვიცი ამის წაკითხვის შემდეგ, კიდევ შეეცდები, რაიმე გამაბათილებელი (უსუსური) არგუმენტები მოიყვანო, მაგრამ იცოდე აზრი არ ექნება, იმიტომ რომ
      ის წმინდანები, რომელთა სხეულები ძვლად ქცეულია (ან ნაწილობრივ უხრწნელია და ამიტომ დაიშალა ნაწილებად), შეიძლება განაწილებულ იქნეს, რათა წმინდანის კურთხევა (ევლოგია) სხვადასხვა ადგილს, უფრო სწორად კი, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მორწმუნეებს მოეფინოს (ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წმ. გიორგის ნაწილები). წმინდანთა სხეულების მადლომისლებაზე ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში არის მითითებები. ”მეოთხე მეფეთა წიგნი” მოგვითხრობს წინასწარმეტყველ ელისეს ძვლების სასწაულთმოქმედებაზე: “ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა ” (4 მეფ. 13,21). ხოლო ”საქმე მოციქულთას წიგნი” ადასტურებს წმ. პავლე მოციქულის ნაქონი შესამოსლებით აღსრულებულ სასწაულებს: “ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან “(საქმე 19,11-12). ასევე, პავლე მოცუქული თავის ეპისტოლეებში არაერთგან ხაზგასმით ბრძანებს, რომ მართლმორწმუნე ადამიანის სხეული სულიწმინდის ჭურჭელია, ღვთის ტაძარი. ე.ი. წმინდა რელიქვიათა (ე.ი. სიწმინდეთა) თაყვანისცემის (ანუ პატივისცემის) და სასწაულთმოქმედების საკითხი წმინდა წერილში – ბიბლიაში მკვეთრადაა დაფიქსირებული.

      ზოგიერთს აბრკოლებს სიტყვა ”თაყვანისცემის” გამოყენება წმინდანებისადმი, წმინდა ნაწილებისა და ხატებისადმი. განვმარტავთ, რომ ეს ძველი ქართული ლექსიკური ერთეული და საღვთისმეტყველო ტერმინი, გულისხმობს მხოლოდ მოწიწებას და პატივის მიგებას. სულხან-საბას ”ლექსიკონი ქართულის” მიერ ტერმინი ”თაყვანისცემა” განიმარტება როგორც ”თავის მოდრეკის ქნა”, ე.ი. შინაარსობლივად გულისხმობს პატივისცემას, კეთილკრძალულებას.

      წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვით მოიხსენიებს და ვედრებას აღუვლენს რა ამ ქვეყნიდან გასულ და ღვთის საყდრის წინაშე წარმდგარ თავის წევრებს, ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებს ყოვლადწმინდა სამების სახელს. (მღვდელი ილია ჭიღლაძე)

      და სწორედ ამ წმინდანთა ლოცვაზე მეტყველებს იოანე ღვთისმეტყველი ,,გამოცხადებაში”: (8; 2-4)
      ,,2. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი. 3. და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. 4. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.”

      და კიდევ სხვა თავში: (იო.გამ. 5; 8)
      ,,და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.”

      P.S. ვეთანხმები ჩემს ქვემოთ ნანა-ს კომენტარს.

  • nana says:

    ბიბლიის თვითნებურად შესწავლას ჯობდა მამაოებისთვის დაგეკითხა რამე

  • salome says:

    gvimravlos gmertma iseti wmindanebi rogoric mama gabrieli iyo… ufali gfaravdet…

  • demna says:

    me meyola bavshvi 3noembers da gabrieli davarkvi da axla agmovachine or noembers daigupa mamagabrieli tan locvis dros daibada

  • nino says:

    სუყველას გვიყვარდეს მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი ყველაფერს ხვდებოდა რაც მოხდებიდა მაგალითად ჩემს საფლავს ნახევარი საქართველო მოვა ეს ნამდვილად მოხვდა. მე მაქვს მამა გაბრიელის ანდერძი და იქ ყველაფერი წერია როგორ ცხოვრობდა და ასე შემდეგ და ბოლოში წერია მამა გაბრიელის ანდერძი

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.