მთავარი » ქრისტიანობა

მამა ანდრიას (ყურაშვილი) ასკეტური ღვაწლი და მოწამეობრივი აღსასრული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2010 43 კომენტარი | 33,129 ნახვა

მამა ანდრია ( 1966-1993, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი ) სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.

მამა ანდრია (ყურაშვილი)“განათლებული და სრულიად განწმენდილი, არამიწიერი, ღვთაებრივი ნათელით, ის ღირსი გახდა უდიდესი ასკეტური ღვაწლისა – მოწამეობრივი ცხოვრებისა ქრისტესთვის” (მორჩილი მარიამი).

1966 წლის 3 აპრილს ქალაქ ბაღდათში ელგუჯა და ლამარა ყურაშვილებს ვაჟიშვილი შეეძინათ. ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის ვაჟის პატივსაცემად პაატა დაარქვეს. ფიზიკური ძალით გამორჩეული ახალგაზრდა სკოლაში სპორტზე დადიოდა, იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. უყვარდა ლიტერატურა, ჰყავდა ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ილხენდა და დროს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო, პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა, იმსახურა ჯარში. თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მშობლებმა და აღზრდამ დიდი კვალი დაამჩნია მის ცნობიერებას – ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა.

ჯარიდან დაბრუნებულ პაატას სამშობლოში ვითარება შეცვლილი დახვდა, ეკლესიისა და რელიგიისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა. ერთ დღეს პაატამ ბაღდათის ბიბლიოთეკას მიაკითხა. სამკითხველოს დირექტორის ილია კარკაძის (შემდგომ მამა ილია) რჩევით შინ რამდენიმე სასულიერო წიგნი წაიღო და იმ დღიდან სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. ბევრს კითხულობდა, სახლიდან თითქმის არ გადიოდა, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღრმავდებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ პაატამ შეიტყო, რომ სასულიერო პირის მიერ არ იყო მონათლული, ამიტომ ნათლობა მამა ილიას სთხოვა და 1991 წელს ხელახლა მოინათლა. იმავე წელს, დიდმარხვაში პაატა პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის მონასტერს სხალთაში (აჭარა). შინ დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ აჭარაში გაემგზავრა, თან სახლიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი წაიღო და მონასტერში დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ პაატა მამა ილიას გელათის მონასტერში ეწვია, ოჯახის წევრებიც ინახულა და სოფლის ტყეში, მღვიმეში განმარტოვდა. მშვიდ, სიტყვაძუნწ ადამიანს არ გასჭირვებია რამდენიმე კვირა მარტო, დღე და ღამე ლოცვაში გაეტარებინა. განდგომით ყოფნის შემდეგ პაატა ისევ სხალთაში დაბრუნდა.

1992 წლის 3 აპრილს დაბადების დღეზე პაატა ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა და ჯანმრთელობის პარაკლისს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხატთან იხდიდა, თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა. არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა. დიდთოვლობას არ შეუშინდა და სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტერში მარტომ გაატარა. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, თუ ვინმე ეტყოდა, თანამედროვე მამები ადრეულ საუკუნეთა წმიდა მამებს მეტოქეობას ვერ უწევენო. მათ პასუხს მოციქულ პავლეს სიტყვებით სცემდა: “იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა უკუნისამდე”. როგორც ამბობდა, სულიერად ყველაზე ახლოს წმიდა სილუან ათონელთან იყო.

მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა. მის დანიშვნამდე ეკლესიაში მღვდელმსახურება არ ტარდებოდა, ამიტომ მონაზონმა მარიამმა და მორჩილმა მარიამმა (დედა-შვილი ზოია და მანანა ანუები) მამა ანდრია უფლის მიერ მოვლენილად მიიღეს. აფხაზეთის ომის დროს მრევლს ხშირად სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა, მაგრამ მოძღვრის მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე ნუგეშით ავსებდა და ათბობდა ომისგან გატანჯულ ხალხს. თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი, სულიერად განწმენდილი მოძღვარი არასოდეს ბრაზდებოდა. ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა. რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა და როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ბავშვივით ხარობდა.

1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა. აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. ფიზიკურად ძლიერი და გონებით სავსე 27 წლის ახალგაზრდა მტერს არ შეუშინდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, ამიტომ მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. სიმშვიდე არც მაშინ დაუკარგავს, როცა მტერი კამანში შევიდა და ბრძოლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. ეკლესიაში ყვირილის ხმა შემოესმათ, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა და ტყვიების წვიმაში მოხუცებისაკენ გაეშურა. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოში გაჩაღდა.

ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთის ნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.

კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიებაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.

მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი “სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

43 კომენტარი »

  • გვანცა says:

    მადლობთ!მადლობთ!მადლობთ!

  • გიორგი says:

    ალბათ ყველამ უნდა იცოდეს ამ დიდებული ადამიანის შესახებ!

  • ნარგიზა says:

    ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. კურთხეულ იყოს სახელი მისი.
    მადლობა თქვენ,რომ გვამცნეთ მამა ანდრიას ამბავი.

    უღრმესი პატივისცემით

  • რუსუდან says:

    გმადლობთ

  • თამარი says:

    თესალონიკთან ახლოს, მამა პაისის დაარსებულ მონასტერში მოგვაწეობს გერმანელი ბერი- მამა პაისი. იგი ადრე ლუთერანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. მისი მოქცევა ასე მოხდა-ინტერნეტით გაიგო მამა ანდრიას მოწამეობრივი სიკვდილი,რამაც სულიერად შეძრა. წარმოუდგენლად მიაჩნდა თანამედროვე ეპოქაში ასე აგსრულება ქრისტესთვის. ჩამოვიდა საბერძნეთში, მოინათლა და აგიკვეცა ბერად. წარმოგიდგენიათ ალბათ, როგორ უყვარს მამა ანდრია, და აგრეთვე ქართველები.

  • რუსუდან says:

    თამარ, ძალიან საინტერესო ისტორიაა, დიდება უფალს

  • თამარი says:

    იცით, ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს. ვფიქრობ დაგაინტერესებთ: მამა ანდრიას მოწამეობრივმა სიკვდილმა ნათელი მოჰფინა ჩვენთვის ერთ საკამათო საკითხს. კერძოდ, იოანე ოქროპირის პირვანდელი განსასვენებელი ბერძნებს მცირე აზიაში ეგულებოდათ. საკვირველია და, იქაც არსებობს სოფელი კომანი და წყარო წმ. ვასილისკოსი. როგორ, რანაირად? ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. ზემოთ ნახსენები მონასტრის ბერები უფრო მეტად დაინტერესდნენ იოანე ოქროპირის ბიოგრაფიის დეტალებით და აგმოაჩინეს, რომ ის გზა, რომელიც იოანემ გაიარა უფრო გრძელი იყო და ვერ დასრულდებოდა თურქეთის კომანში. ამჟამად, იწერება ნარკვევი ამ საკითხთან დაკავშირებით.მონასტერი წმ. არსენ კაპადოკიელის სახელობისაა. შეგვეწიოს წმ. არსენი და მამა ანდრია. ხს.წმ.არსენ კაპადოკიელისა-11ნოემბერი

  • tamari says:

    ძალიან დიდი მადლობა!

  • მარეხი says:

    გმერტმა ნატელში ამყოპოს მისი სული.დიდი მადლობა ამ საინტერესო ისტორიისატვის.

  • ბეჟანი says:

    მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნე სული ჩვენი

  • ioseb says:

    madloba da gmertma natelshi amyofos misi suli, madloba tkven aseti kargi statiistvis

  • დავით says:

    ერთი დამატებითი ინფორმაცია მამა ანდრიას მოწამეობრივ სიკვდილზე – როცა აფხაზმა ბოევიკმა იარაღი დაადო კისერზე, დაცინვით კითხა ” ეტო ჩია ზემლია”? მამა ანდრიამ მშვიდად უპასუხა ” ეტო ბოჟია ზემლია “. ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. საოცარია. მამა ანდრია, ზეციური საქართველოდან ევედრე უფალს ჩვენი ცოდვილი სულთა ხსნისათვის.

  • ირმა ყურაშვილი says:

    ღმერთო გვიმრავლე ასეთი წმინდა მამები ,ამათი ლოცვით ვართ ხალხნო დღეს ქართველობაა,უფალო დაგვიფარე….

  • თინათინი says:

    მეც მიმუშავია მამა ანდრიას ცხოვრების შესახებ,მართლაც, დიდებული და მოკრძალებული ბერი იყო.როდესაც ინტერვიუს ვამზადებდი,ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსტეტი. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც დედა მარიამს ვხვდებოდი. ძალიან კარგი ადამიანი დედაო და ძალიან მიყვარს მანან.

  • მამუკა says:

    ქართველი ახალმოწამეების ამბავი დღესაც უმეტესწილად მხოლოდ მრევლისათვის არის ცნობილი. “ამბიონის” ღვაწლით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს. დიდი მადლობა ამისათვის.

  • ლია says:

    amdeni omebi iyo da adamianma whkva ver iswavla da albat verc iswavlis.ra sawhiroa amdeni xalxis xocva,risi gulistvis,saxelistvis,fulistvis, skamistvis,ar vici da albat verc gavigeb.erti rame vici mxolod,rom arafristvis ara ghirs,rom adamiani mokvdes.yvelas moekitxeba tavisi codvebi vivc samshoblos yidis tanamdebobistvis.mama andreas sulma gadmoxedos mtel saqartvelos,romelsac dghesac ase uwhirs.ghmerts ebarebodet.amin.

  • მარიამი says:

    უნებურად ავტირდი, მჯერა მამა ანდრია უფალთანაა

  • ioane says:

    gmertma natelshi amkopos chemi modzgvari da natlia.misi locva shegvceodes chven da sruliad saqartvelos.amin!

  • elisabedi says:

    მამა ანდრიას ამბავმა გულიანად ამატირა.მისი ლოცვითა და კურთხევით დაგვიბრუნოს უფალმა აფხაზეთი და გაუღრმავოს ქართველ ხალხს რწმენა.ამინ

  • ბელა says:

    საინტერესო სტატიაა..მისიტა მეოხებიტა ქრისტე გმერტო აცხოვნე ცვენი ცოდვილი სული

    ..

  • lika says:

    didi madloba am statiis avtors, rametu ufro meti adamianistvis gaxdeba cnobili, am gmirobis shesaxeb! mama andriasnairi sulitgabrcyinebuli adamianebis motanilia dgemde saqartvelo da chven, qartvelebs ufleba ar gvaqvs, ar vupatronot, ar vizrunot rogorc sakutar sulze,ise qveyanaze! dideba ufals!!!

  • ნათIA says:

    გაანათლოს უფალმა მისი სული, საქართველოს კი უმრავლოს ასეთი ადამიანები!

  • მაიკო says:

    ;((( სიტყვები არ მყოფნის წუხილი გამოვთქვა ;(

  • მზისო ნავროზაშვილი says:

    ვმადლობ უფალს, რომ ამ ქვეყანაში მომავლინა.

    ამდენი წმინდანისა და შეწირულის მიწაზე.

    მამა ანდრია,აწ გაბრწყინებული ზეციური საქართველოდანაც იღვაწებს და ილოცებს

    ჩვენთვის.

    დიდება უფალს!

    დიდება მის სახელს!

  • ირმა says:

    დიდება უფალს ასეთი ადამიანი რომ გვყავდა ამ უბედურ საუკუნეში.

  • მარინა says:

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი წმინდა სული.

  • თამარი says:

    დიდება უფალს. ნათEლში ამყოფოს ღმერთმა მამა ანდრის სული

  • დიტო says:

    GMEღთMA NAთELშHI AMKOPOს

  • მაკრინე says:

    მადლობთ ასეთი სტატიისათვის, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მხნე სულის ადამიანები. დიდება უფალს!

  • ნონა says:

    კარგი სტატიაა დ მადლობა ავტორს. მადლობა თამარს და დავითს საინტერესო კომენტარებისათვის

  • Beso says:

    Wmindanad unda sheiracxos mama andria yurashvili

  • გმერტმა, ნატელსჰი ამყოფოს მამა ანდრიას სული.ვამაყობ იმიტ, რომ ბაგდატლი იყო.

  • საოცარი ადამიანი. არ ვიცნობი, არც მენახა ცოცხლად, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი „ბაგრამიანის ბატალიონის“ რამდენიმე ჯარისკაცი „ამაყობდა“ იმით, რომ მოკლეს (ან მონაწილეობდნენ, რომელია უფრო სწორი, არ ვიცი) ქართველი მღვდლის მკვლელობაში. არ შეარჩინა უფალმა მართალი და წმინდა ადამიანის სისხლი ბოროტებით გამძვინვარებულთ. მათი (თუნდაც „ბაგრამიანის ბატალიონის“ წევრების) დიდ ნაწილს ეწვია მიქელ-გაბრიელი.
    რაღაც გაუგებარი. ტალღისმაგვარი რამ დამივლის სხეულში, როცა მამა ანდრიას სახელს ვახსენებ ან მის სურათს ვუყურებ.
    ღმერთმა, შეგვიწყალოს და დაგვიფაროს მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით!

  • ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა ანდრიას სული…

  • უცრემლოდ ვერ წავიკითხე….ნათელში იყოს მისი სული…

  • dato says:

    natelshii iyos suli misi.man daamtkica uflisadmi didi siyvarul . viscavlot,mimtevebloba,siyvaruli,tanadgoma da ufali mogvitevebs da gulshi hagvikravs da gaprcyindeba saqartvelo

  • მამუკა გოგოლიძე says:

    გაანათლოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მამა ანდრიას სული!

  • ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა ანდრიას სპეტაკი სული!მეამაყება რომ ასეთი მოყვარე მყავდა!

  • დალი says:

    ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც კომუნისტების დროსაც კი ფულის, ქონების მოხვეჭა და პატივმოყვარეობა არ არსებობდა. ყველა ბაღდათელმა იცის პატიოსნებით და ზრდილობით გამორჩეული ოჯახი ჰქონდა მის მშობლებს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და გააძლიეროს მისი დედმამიშვილები

  • kamanski says:

    მამა ანდრია ღმერთმა ნათელში ამყოფოს. კარგი ადამიანი იყო. მტერს მართლა არ შეუშინდა და არც სიკვდილს.
    რაც შეეხება კამანის ინვალიდთა მოხუცებულების დახმარებას, ეს ზღაპარია და ვიცი ვისი შეთხზულიც, უბრალოდ თავს შევიკავებ და არ დავასახელებ.
    მკრეხელობაში არ ჩამომართვათ და ვინმემ ამიხსენიტ კისერში თუ ვესვრით ადამიანს, ამიხსენით რატომ უნდა დაეცეს თავქვე? რატომ გგონიათ რომ ეს ჩვეულებრისამებრ ასე ხდება. და კიდევ ერთი, რატომ უნდა გახრწნილიყო სხეული, ან სისხლი ორ დღეში?

  • კფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მამა ანდრიას წმინდა სულს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი