მთავარი » ქრისტიანობა

მეუფე შიო: “მალე ათონზე ქართული მონასტერი გვექნება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2018 ერთი კომენტარი | 10,626 ნახვა

ეფრემი საქართველოს ათონელი ბერები სტუმრობენ. დღეს ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი ეფრემი და მისი თანმხლები პირები პატრიარქს შეხვდნენ საპატრიარქოში. შეხვედრას ქართველი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მამა ეფრემმა აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ ათონელი ბერები, იხსენებენ იმ შემთხვევას, როცა ჩვენმა პატრიარქმა ვათოპედის ბერებს დალოცვა სთხოვა. ასეთი რამ არცერს კათოლიკოს-პატრიარქს არ გაუკეთებიაო – აღნიშნა მამა ეფრემაა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც გაიხსენა ეს შემთხვევა:

– როცა სამღვდელმთავრო ტახტზე დავჯექი, ბერებს ვუთხარი, ეხლა უნდა გამოვცადო თქვენი თავმდაბლობა-მეთქი და ვთხოვე დაველოცე. მათ დამლოცეს.

შეხვედრის დასასრულ პატრიარქმა მამა ეფრემთან ერთად იგალობა.

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღნიშნა: არქიმანდრიტი ეფრემი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა დღევანდელ მონაზონთა შორის. იგი არის ღირსი იოსებ ისიქასტის სამონაზვნო სკოლის წარმომადგენელი. მისი მოძღვარი იყო იოსებ ვათოპედელი. მამა ეფრემი გამოირჩევა იმით, რომ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს კათოლიკოს-პატრიარქისადმი და ჩვენი ეკლესიისადმი.

მამა ეფრემს არაერთხელ უთქვამს: დიდი უსამართლობაა, რომ საქართველოს არ აქვს თავისი მონასტერი ათონზე. სწორედ მისი კურთხევით გამოიყო ვათოპედისადმი დაქვემდებარებული მიწის ნაწილი ათონზე, სადაც უკვე შენდება ქართული მონასტერი.

წყარო: www.karibche.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მოძღვარი says:

    დიდება უფალს!
    გვეღირსა წმინდა ათონის მთაზე ქართული სავანის აღორძინება-მშენებლობა. უმდაბლესი თავმოდრეკით და დიდი მოკრძალებით მადლობას გიხდით ჩვენო მფარველო და შემწეო დედაო ღვთისმშობელო!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.