მთავარი » კულტურა

მაკა დიდიშვილის შემოქმედება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.02.2019 | 639 ნახვა

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ გაგაცნობთ მაკა დიდიშვილს, რომელიც საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. მაკა დაიბადა 1982 წლის 22 თებერვალს, სოფელ ცაიშში. 2004 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, არის დაოჯახებული, ჰყავს 2 შვილი. 

მაკა, მოგვიყევით როდიდან დაიწყო თქვენი საქმიანობა…

რუსეთში, ქალაქ სანატ-პეტერბურგში ყოფნისას დავინტერესდი ამ საქმიანობით. თავიდან  ჩემთვის და მეგობრებისთვის ვამზადებდი სუვენირებს, ამან კი ძალიან გამიტაცა. 2013 წელს ჩამოვედი საქართველოში საცხოვრებლად. არასდროს მიფიქრია თუ ამ საქმიანობას სერიოზული კუთხით მივდგომოდი. 2018 ცელს გავიცანი ქალბატონი ბეატრსა რუსია. სწორედ ამ ადამიანის წყალობით გაიცნეს ჩემი შემოქმედება. მან მომიწვია კერძო სკოლა “არეაში” ხელოვნების მასწავლებლად,  რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ბეატრისას.

მაკა,
მოგვიყვევით რა მასალებს იყენებთ სუვენირების შექმნისას…

სუვენირების შექმნისას ვიყენებ ყავის მარცვალს, ძაფს, წებოს, ბისერებსა და მაქმანებს. რაც შეეხება ნამუშევრებს, ვამზადებ ყვავილებს, თოჯინებს, ხეებს ყავის მარცვლისაგან, ზარდახშებს, ვაფორმებ ბოთლებს, ღამის სანათებს, სახილე და საკანფეტე ვაზებს.  ერთ ნამუშევარს მინიმუმ  2-3 საათი უნდა, გააჩნია სიდიდეს. სუვენირების შექმნისას შეიძლება რაღაც დეტალები ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს მაინც განსხვავებული გამოდის.

როგორც მაკამ „ამბიონთან“
საუბრისას აღნიშნა: „მინდა ჩემი ნიჭი ბავშვებს გავუზიარო და ხელოვნება შევაყვარო. ნამუშევრების შექმნა ჩემთვის ერთგვარი სიამოვნება
და  განტვირთვაა, ყველა ჩემს ნამუშევარში დიდ
სიყვარულს ვდებ“.

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ მაკას თავის საყვარელ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

ანა ტყებუჩავა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.