მთავარი » ქრისტიანობა

მაგია (ჯადო)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2011 55 კომენტარი | 104,419 ნახვა

მაგიამაგია არის არანათელი ზებუნებრივი ძალა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოვლენებზე, ადამიანებსა და საგნებზე. მისი გავლენა მნიშვნელოვნად აზიანებს სამყაროს და ადამიანს. სამწუხაროდ დღეს მაგიის ასეთი პოპულარიზაცია, სწორედ ბნელი ბოროტი ძალების ზემოქმედების შედეგია. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგია სატანისტური, შავბნელი  ძალების მიერ არის შექმნილი, ადამიანის დათრგუნვისა და მისი სულიერი და ფიზიკური ცხოვრების, ნგრევისათვის.

ფილოსოფოსების აზრით, მაგია არ არის რელიგია და მაგიასა და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობისა და მასზე ამყარებს იმედებს და რწმენით, ეკლესიური ცხოვრებით, დაცულია მაგიისა და ჯადოსაგან. ჯადოქარს კი სატანის რწმენა და იმედი აქვს.  მაგია უფრო ოკულტურ ცრუმეცნიერებას მიეკუთვნება. მაგიას პირობითად ყოფენ ორ ნაწილად: შავი მაგია და თეთრი მაგია. სინამდვილეში ორივე, ერთი ბატონის მსახურია.

თეთრი მაგია – მისი დანიშნულება პირობითად, ადამიანის დახმარებაა სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად: განკურნება, ჯადოს მოხსნა, დაკარგული ნივთების მოძებნა, ძალდატანებითი შეყვარება,  და სხვა.

შავი მაგია – ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ, ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენად გავრცელებულია, რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირად იყენებენ გველის გამხმარ ტყავს, მგლის ქონს, სხვადასხვა ფრინველებისა და ცხოველების განავალს, გახრწნილ  ხორცს და ა.შ

მიუხედავად იმისა, რა მიზნით გამოიყენება მაგია (ჯადო), უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი სატანის მანქანებით ხორციელდება და მისი მსახურება, მასში მონაწილეობა უდიდესი ცოდვაა, რაც ზიანს აყენებს და ანგრევს ჩვენს სულს. 

რა არის ჯადო? როგორ უნდა დავიცვათ თავი ჯადოსგან, მაგიისაგან? ამ საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ საპატრიარქოს კარის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილს:

“დავიწყოთ იმით, თუ რა არის ჯადო, მაგია. ისევე, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს წირვა, ლოცვა, საღმრთო ლიტურღია, რომელიც უფალთან გვაახლოებს, რის მეშვეობითაც ხდება სიყვარულის, სიკეთის, სულიწმიდის მადლით განკურნება და განწმენდა, ასევე ბოროტ ძალებს აქვთ სატანის მსახურება, სადაც ხდება ბოროტული ძალების შემოსვლა და ამ ძალების მიმართვა მთლიანად ქვეყანასა და კონკრეტულ პიროვნებებზე სხვადასხვა არაკეთილი მიზნებით.

მე მინდა თქვენ მკითხველს ვთხოვო, ყურადღებით წაიკითხოს ქვემოთ აღწერილი ისტორია.

ისტორიის ფურცლებიდან, ჩვენ ვიცით წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის ცხოვრება. ვიდრე წმინდანი გახდებოდა, ის იყო უდიდესი ჯადოქარი. მას ისეთი მაგიური შელოცვები ჰქონდა, ბოროტი სულები პირდაპირ ეცხადებოდნენ და ემსახურებოდნენ მას.

კვიპრიანეს მაგიური ძალებით შეეძლო ადამიანების ცხოვრების შეცვლა და ნებისმიერ საგნებსა თუ მოვლენებზე ზემოქმედება. ეშმაკის ძალით შეეძლო ადამიანის ნების დამორჩილება. მასთან მიდიოდნენ თხოვნით ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად.

ერთხელ მივიდა შეყვარებული ბიჭი, რომელსაც უყვარდა ქალი და სთხოვა, გაეკეთებინა ისე, რომ ქალსაც შეყვარებოდა და გაყოლოდა ცოლად. ეს მანდილოსანი გახლდათ წმიდა იუსტინე. კვიპრიანემ დაიწყო მაგიური შელოცვა. იუსტინემ იგრძნო  ბოროტი სულების მასთან შებრძოლება და მიახლოება. მიხვდა, რომ ბოროტისგან იყო ეს შემოტევა და გააძლიერა ლოცვა. ლოცულობდა მთელი მონდომებით. კვიპრიანეს ბოროტმა სულებმა უთხრეს, რომ ვერ ერეოდნენ იუსტინეს, რადგან მას ჯვარი იფარავდა.

როდესაც კვიპრიანე თავისი ჯადოქრობით ვერაფერს გახდა ქრისტიან ქალწულ იუსტინესთან  მიმართებაში, მოედანზე გამოვიდა, უამრავი ხალხის წინაშე აღიარა თავისი ცოდვები და ჯადოქრობის წიგნები სახალხოდ დაწვა, ყველაფერი მოინანია და მოინათლა. შემდეგ კი მისი მოშურნე მორწმუნოების გამო, ხუცესად დაასხეს ხელი. მისი ლოცვით ბოროტი სულები განიდევნებოდნენ, ადამიანები განიკურნებოდნენ, რწმენაში ძლიერდებოდნენ, ბოლოს კი იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს რწმენისათვის. და ასე გახდა ყოფილი მაგი, კვიპრიანე კართაგენელი, საოცარი წმიდა მამა, წმინდა კვიპრიანე.

ჯადო არ მოქმედებს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ლოცულობს, არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღთქმის წმიდა მცნებების აღმსრულებელი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა მუდამ ჩასაფრებულია იმისთვის, რომ აცდუნოს და დაღუპოს ადამიანი.

როგორც კარგადაა ცნობილი, თეთრი და შავი მაგიაც ეშმაკის მიერ შემოთავაზებული მზაკვარებაა. ეშმაკი მას სიკეთისათვის არასდროს გამოიყენებს. ვინც მაგიის გამოყენებას ფიქრობს ამა თუ იმ საქმის მოსაგვარებლად, ხდება ეშმაკის მსახური და საკუთარ თავს წირავს იმ ადგილისათვის სადაც სატანა მეუფებს, ანუ ჯოჯოხეთისათვის.

გვინდა გავაფრთხილოთ ის ადამიანები, ვინც თეთრი ან შავი მაგიის დახმარებით ცდილობენ ჯადოსგან განთავისუფლებას, ან მათივე დახმარებით საკუთარი სურვილების აღსრულებას (ადამიანს შეაყვარონ თავი, ითხოვონ ქონება, ჯადო გაუკეთონ სხვა ადამიანს და ა.შ.) უდიდეს განსაცდელს უმზადებენ საკუთარ თავს.

გთხოვთ ნუ გამოიჩენთ სულმოკლეობას, უნებისყოფობას ნუ გაბოროტდებით. ნუ გახდებით საკუთარი ვნებების და მოთხოვნილებების მონები! ნუ დაემორჩილებით ბოროტის ზემოქმედებას, რადგან ასეთი ადამიანები გემრიელი ლუკმაა ეშმაკისათვის.

დასასრულს მინდა შეგაგონოთ, რომ თუ ეკლესიურად  იცხოვრებს ადამიანი, მას  ჯადო ვერ მოერევა. ამიტომ ყველა პიროვნებამ, ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა სურს, უნდა იაროს ტაძარში, დაესწროს წირვა-ლოცვებს, მოისმინოს მოძღვრის რჩევა-დარიგებები, ილოცოს, იმარხულოს, ეზიაროს და უფლის წყალობით დაცული იქნება ყოველგვარი ავისა და ბოროტი ძალებისგან”.

დათო დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

55 კომენტარი »

  • lia says:

    ვინ არ დადიოდა კომუნისტების დროს მკითხავებთან, საუბედუროდ დღესაც დადიან. ცოდვა გამხელილი ჯობია მეც მივლია, მაგრამ მას შემდეგ რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული… მორჩა… ეხლა “ნაცნობი”, რომ მეუბნევა მოდი ყავაში ჩაგიხედავო უარს ვამბობ. მე თავს არ ვიქებ, ცოდვიანი ვარ როგორც ყველა ადამიანი, მაგრამ ღმერთის იმედი მაქვს და ამ ჩემი ცოდვებისათვის არ გამწირავს. ადამიანი იმედით ცოცხლობს. კარგია, რომ წერთ ამის შესახებ, იქნება წაიკითხონ ადამიანებმა ვინც კიდევ დადის და აკეთებს ცუდს, წაიკითხონ და მოეშვან. აქაც ღმერთის იმედი მაქვს, რომ ყველა გამოსწორდება… მეც ხომ მასეთი ვიყავი :)

  • დალი ახვლედიანი says:

    ვარ მართლმადიდებელი. მაქვს შეკითხვა–როგორ მოვიქცე,როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობი 3 ქალი უკვე მრავალი წელია ცდილობენ გამიკეთონ ჯადო.შემთხვევით შევიტყვე ვისი შეკვეთითაც ხდება.დღე არ გავა არ ვილოცო და სანთელი არ დავანთო.ბინას ხშირად ვაკურთხებინებ.ბინის კურთხევიდან 2თვის შემდეგ ღამის 2სთ–დან 5საათამდე ოთახში,სადაც ჩემს შვილთან ერთად მეძინა,ისმოდა ადამიანის ფეხის ხმა.იმის შემდეგ იმ ოთახში აღარ დაგვიძინია,მაგრამ იმ ოთახში ყოველ დღე ვაკმევდი საკმეველს ერთი თვის განმავლობაში,ვასხურებდი ნაკურთხ წყალს და ვლოცულობდი.ამასთან რამდენჯერმე ვიყავი მეტეხში მამა აკაკისთან ლოცვებზე.გუშინ ისევ დავიძინეთ მე და ჩემმა შვილმა იმ ოთახში,ოღონდ მანამდე საკმეველი და ნაკურთხი წყალი,აგრეთვე ლოცვებიც ჩავატარე.არაფერი მომხდარა.მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ ის შავი კუდიანი დედაბრები უკვე თითქმის 7წელია დროგამოშვებით ასხამენ ჩემს კიბეზე რაღაც შავი ფერის ზეთოვან სითხეს.როგორც ვიცი,საკუთარ მეზობლებსაც იგივეს უკეთებენ.კუდიანი ელგას,მარიკას და დოდოს ტერორის ქვეშ მუდმივად როგორ უნდა ვიყო ან მე,ან სხვები.რატომ არ იღებს სახელმწიფო შავი მაგების მიმართ კანონს,როგორც ეს ამერიკაშია?!შარშან და წელს,წლის დასაწყისში,ერთი და იგივე 6 რიცხვში ჩამოვვარდი ერთი და იგივე ადგილიდან.თავი რომ დამერტყა,ვერ გადავრჩებოდი(3,5მეტრის სიმაღლიდან).წელი მაწუხებს,მაგრამ ყველა აღნიშნავს,რომ მე სასწაულად გადავრჩი.როდემდე შეიძლება ვითმინოთ შავი მაგების პარპაში?!

  • თამარ says:

    სადაც თეთრი არსებობს იქაც შავი არსებობს ღმერთმამ დაგვიცვას ჯადოსგან და უპალმა გაგვაძლიეროს და გაგვამტკიცოს………..

  • მარინა says:

    თუ გრძნობთ რომ ვინმე ჯადოს გიკეთებს ყოველ კვირას უნდა ეზიაროთ, რადგან მსოპლიოს ჯადოქრები რომ დაესიოს მაზიარებელ ადამიანს ,ვერაPერს ვერ დაუშავებს

  • მარინა says:

    ზიარება ნიშნავს იესო ქრისტეს შემოსვლას ჩვენში , ამიტომ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოგვერევა, ყველას ვურჩევ ხშირად ეკლესიაში იარეთ და ეზიარეთ

  • ქეთევან says:

    უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა,მაგრამ გარდა მართმადიდებლური ლოცვა-კურთხევისა,ადამიანს უნდა სჯეროდეს ჯადოს,ბოროტი და მზაკვარი თვალის არსებობის-ეს მწარე სინამდვილეა,მაგრამ ფაქტია და ცდილობდეს ამ სიბინძურისგან თავის სასწრაფოდ განწმენდას! მჩხიბავები,ანუ ჯადობაზები,ყველგან არიან…კარგი იქნება,თუ ისეთი ადამიანები,რომლებიც გარკვეულები არიან ამ ფენომენში,ხშირად გამოჩნდებიან სარბიელზე და გვასწავლიან:როგორ დავიცვათ თავი და ახლობლები ავი თვალისგან,რორ ვებრძოლოთ ჯადოს სისასტიკეს,რა მოვიმოქმედოთ მის გასაბათილებლად და ა.შ.

  • უცნობი says:

    როგორ უნდა მივხვდეტ რომ გვიკეტებენ ჯადოს???

    • რამოდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში შევამჩნიე გატეხილიკვერცხი და ყურადღება არ მივაქციე გავიდა დრო შემდეგ კიდევ ვნახე ეზოში გატეხილი კვერცხი უკვე გავიკიტხე სახლში ვინმეს ეზოში კვერცხი ხო არ გაგტეხვიათთქო მაგრამმ აღმოჩნდა რომ არავის გატეხხვია ამის შემდეგ რამოდენიმე დგეში აღმოვაჩინე ისევკვერცხი არ ვიცი რა არის რა უნდათ კიდევ რამოდენიმე დღის წინ დასველებული პური ვნახე სქახლსჰი მგონი ღვინოსჰი იყო დასველებულიი არ ვიცი რა უნდათ თავიდან შემეშინდა მაგრამ ეხლა გამიარა იმიტომ რომ ვიცი ღმერთი ყველაფერს ხედავს : ))) და და ღმერთს ვთხოვ რომ ყველა ადამიანი დაიფაროს ჯადოებისგან !!!!!!!

      • ნინი says:

        Gamarjoba mec msgavsi problema maqvs chemi saxlis ezoshi kvercxebi vnaxet mteli tan axali kvercxebia qatmebi chven ar gvyavs da aranairi shinauri prinveli tan es ramodenimejer ganmeorda sadgac 6 tveshi ertxel vpoulobt kvercxebs ra gavaketot ar vicit echvi aqvt mezobel qalze romelic jadoqaria :( gmeto shen dagvipare

        • chiko says:

          chems ojaxshic daaxloebit aseti ram xdeba vpoulobt qatmis kvercxebs iset adgilas sadac bunebrivi gzit sheudzlebelia is iq agmochndes. dzalian mainteresebs ras nishnavs kvercxi.xshirad vpoulobt saxlis sxvadasxva adgilas dadebul ufro saguldagulod chadebuls.bolos bostanshi damarxuli vnaxet,da atmis xeebi gagvixma.tan ver vijereb an arminda davijero magram ragac namdvilad xdeba.vpoulobt boqlomebs chven rom ar shegvidzenia isets saxlsi moulodnelad dadebuls.ravici ra mokled dzalian minda vicode kvercxis simbolo ra datvirtva aqvs an tu iyeneben magebi, iqneb yvelaperi ubralo shemtxvevitobaa.pasuxi aucileblad momweret mainc minda vicode rastan gvaq saqme.

          • Sofo says:

            Sami wlis win meda chemma megobrebma gattobis miznit sulis gamozaxeba davapiret ogond aranairi rituali rogorc aketeben xolme,shukebi gvendtoo da marto tepshze davaceret saxelebi micvalebulebis tan vicinodit vxmaurobdi magidastan visxedit,gavacheret ett ert saxelze da vizaxdit sicilit abaa gvagrznobine rom akxaartko da sicynareaa da uceb servandis da garderofis karebebi ertdroulad gaigoo ,shokshi chavcvivdit,mas mere nivtebi memalebian da chndebian xan vapshe krebian vgrznob ro vigac dayveba maryo arvar.

  • უცნობი says:

    როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი და ჯადოთი მოსული სიყვარული???

  • გვანცა says:

    მე, პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე შავი მაგიის ზემოქმედება, უფლის წყალობაა, რომ ჭკუიდან არ შევიშალე, თუმცა ამ ყველაფერმა საშინელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. მე შემიძლია დაუსრულებლად გელაპარაკოთ და გითხრათ, თუ რა ემართება ამ დროს ადამიანს,რას ფოქრობს, რას განიცდის, უნდა ითქვას, რომ მე ჯოჯოხეთი უკვე ვნახე. უფლის წყალობით და ხშირი ზიარებით მოწესრიგდა ყველაფერი, მაგრამ ისევ ძალიან მეშინია, ნუთუ არ უნდა არსებობდეს რამე კანონი ასეთი ხალხის გასანადგურებლად? სანამ ის ადამიანი ცოცხალი იქნება, მე სულ შიშები მექნება. რამდენი ადამიანი იტანჯება ჩემსავით, დღეს ეს დიდი და მოუგვარებელი სენია.

  • თეონა says:

    უფალმა გაგაძლიეროთ

  • გია says:

    დზალიან გთხოვთ გამაგებინოთ ვინ და რატო აკეტებს ასეთ რამეებ მქონდა ასეთი შემტხვევა ვარ დაოჯახებული ვიყავი ბედნიერი მყავს სამი შვილი ერთ მშვენიერ დღეს ვიპოვე ფეხსაცმელზე აჭრილი იყო ძირი ყურადღება არ მივაქციე შემდეგ სახლის ჩუსტებზე ანალოგიური ორივე მარჯვენა ფეხზე ხშირად დილით კარებზე სისველე აღინიშნებოდა თითქოსდა ვიღაცას წყალი მიეშხეფებინა ამის შემდეგ ნელნელა ჩემი საქმე ცუდად მიდის სამსახურში პრობლემები მეუღლეს გავშორდი ხშირად სანამ ეზოდან გავალ მანქანას ან საბურავი უშვებს ან რამე ემართება არ ამუშავდება ეზოდან როგორც კი გავალ და მსჰვენივრად მუსაობს და პრობლემა არ აქვს.
    სიმართლე გითხრა არ მჯერა ჯადოების მაგრამ სედეგიც და ფაქტის სახეზეა როგორ მოვიქცე ტუკი ვინმემ რამე იცით ან ასეთი რამეები თუ ყოფილა თქვენთანაც შემეხმიანეთ მინდა ეს ბოროტება დავამარცხო და ვებრძოლო და გავანადგურო ის ბოროტი ძალები რომლებიც ასეთ საძაგლობებს აკეთებს დავამარცხოთ ერთად ბოროტება

    • დალი ახვლედიანი says:

      უნდა ითქვას, რომ მე ჩემს თავზე გამოვცადე მწვალებელთა მჩხიბაობა და მაპატიოს უფალმა, რომ იმ მომენტში შემეშინდა.ეხლა რადგან ვიცი რასთან მაქვს საქმე,ეკლესიური ცხოვრებით დავძლიე და ამაში მამა აკაკი დამეხმარა.მადლობა მას.ხშირად ეზიარეთ და შიში საერთოდ გაქრება.სახლი აკურთხებინეთ.საკმეველი დაანთეთ.ილოცეთ წმ.კვიპრიანეს და წმ.იუსტინა ქალწულის ლოცვები.ვერ წარმოიდგენთ ისე სწრაფად გაქრება ყოველგვარი უსიამოვნება. შარშან გავაკეთე პირველი კომენტარი და მაშინ შეშინებული და გაღიზიანებული ვიყავი.ეხლა დიდება უფალს ყველაფერი დამთავრდა.მაგრამ მიმაჩნია, რომ მწვალებლები, რომლებიც ფარულად მოქმედებენ და ათას სისაძაგლეს სჩადიან,უნდა გამოვააშკარაოთ.მათ დღის სინათლის ეშინიათ.ჩემს უბანში, ერთ ეზოში 3 ასეთი მწვალებელი ცხოვრობს.ისინი მეზობლებსაც კი არ ინდობენ.მათი სახელები ზემოთ წერილში მიწერია.მათ შესახებ იციან მეზობლებმა,მაგრამ ეშინიათ.მხოლოდ ერთი არ ეპუება და მათ ამხელს.საწყალ ქალს ამ სამმა ჯადობაზმა ცხოვრება წამებად უქციეს.მიმაჩნია,რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იქნეს შესაბამისი მუხლი მიღებული, ისევე როგორც ამერიკაშია ამგვარი დანაშაულისათვის.არაა აუცილებელი კოცონზე დაწვა,მაგრამ საზოგადოება უნდა ეცადოს, რომ ამგვარი მწვალებლები გამოასწორონ,რადგან ეს ყოველივე მათთვისაა უფრო ცუდი.მე ასეთები მებრალებიან, რადგან მათ ჯოჯოხეთში დაბრონილი აქვთ ადგილი.

  • გიორგი says:

    ნუთუ მართლა არსებობს ჯადო და შეუძლია ვინმეს თავი შემაყვაროს მჩხიბავის შელოცვებით? ნუთუ ეს ყველაფერი რასაც აქ ვკითხულობ მართლა შეესაბამება სიმართლეს და არა უბრალოდ ჩვენი, ადამიანების მოგონილი რამ არის რათა, უფრო მეტი მიზეზი გვქონდეს რწმეენის გაძოილერებისთვის? გამიგონია ეკლესიაც აღიარებს ჯადოს და ზოგადად შავი და სხვადასხვა ფერების მაგიის არსებობასო, უამრავი ლიტერატურაც არსებობს სხვა და სხვა ენებზე მაგიის შესახებ, უამრავი ადამიანისგან მომისმენია მისი არსებობის შესახებ თუმცა ფაქტი არც მე მინახავს და არც მათ ვინც ამაზე ასე დარწმუნებით საუბრობს. კი არსებობენ უამრავი მჩხიბავები, მოლები, მკითხავები ეგრედ წოდებული “კუდიანები” ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა არა მარტო ჩვენთან მაგრამ შესწვევთ კი ნამდვილად იმის უნარი აკეთონ ისეთი სიძლიერის რამ, რაც ფატიურად მხოლოდ ღმერთს შეუძლია რომ განაგოს? რაღა დაგიმალოთ და ცოტა ეჭვი მეპარება მათ შესაძლებლობაში.
    უბრალოდ საქმე იმაშია რომ ადამიანი, განსაკუთრებით კი სუსტი ადამინაი, სუსტი არა მარტო რწმენით არამედ ინტელექტით და მწიგნობრობით ყველა მის თავს დამტყდარ უბედურებას გამოგონი “ჯადოს” აბრალებს ლუარსაბ თქთქარიძისა არ იყოს. არა არანაირი ჯადო, არანაირი მჩხიბავი და არც არანაირ კუდიანს თუნდაც ცოცხზე შემომჯდარს არ ძალუცს ისეთი ძლერი ზებუნებრივი მცნების მართვა როგორიც სიყვარულია. და თუ კაცი ვიღაც შეუხედავ, უშნო ქალს გადაეყრება და ოჯახს დაანგრევს აქ ჯადო კი არა კაცის უჭკუობის ბრალია. ჩავიხედოთ ყველამ ჩვენ ჩვენ გულებში დავფიქრდეთ გავძლიერდეთ ყველა კუთხით და უფრო მეტად განვითარდებით. გისურვებთ წარმატებებს

  • ლლ says:

    მე პირადად გეთანხმებით როცა ხშირად ეზიარებით ჯადო ვერაფერს დაგაკლებთ,მიიღეტ დილით ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი,მაქ სახლში წმ იუსტინეს და კვიპრიანეს ხატი ნაკურთხი და ვლოცუულობ ამ ხატზე როცა ვლოცულობ ვწყნარდები,თითქოს ყველაფერი მარცხდება და სულიერად მშვიდები,წმ კვიპრიანე და წმ იუსტინა გფარავდეთ ყველა მართმადიდებელს

  • ნიკა says:

    ალბათ გააჩნია ჯადოს სიძლიერეს. ქალწული იუსტინე დიდი მორწმუნე იყო და ამიტომ გადარჩა. ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ შესძლებდა

  • საოჯახო განხილვის შედეგ ცნობისმოყვარეობის გამო ჩავწერე საძიებო სისტემაში -ჯადო- და პირველივე ლინკად ეს გვერდი ამოაგდო, გავოცდი თურმე მხოლოდ ჩემ ოჯახს არ აფიქრებს ასეთი რამეები. ამასთან არის უამრავი ისტორიები რომლის მოსმენის შემდეგაც ჩემნაირ სკეპტიკოსებს არ ჯერათ ისტორიის რეალურობა, მაგრამ აგრეთვე ძალიან კარგად ვიცი სანამ თვითონ არ შეეჯახები მანამდე არასოდეს არაფრის არ გჯერა.
    რაში გამოიხატება ეხლა ჩემი ამ პრობლემასთან შეჯახება? ზოგადად წარუმატებლობა, სამის გაკეთების შინაგანი მზაობა მაგრამ არა პრაქტიკული განხორციელება. ავადმყოფობა. ნუთუ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი ოჯახი მოჯადოებულია? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი და ვთხოვ ამ გვერდის ადმინისტრატორს მირჩიოს რაიმე.

    პ.ს. მეორე მხრივ იმასაც ვფიქრობ ეს ყველაფერი ადამიანის თავში ხდება, როცა რაიმეში არ გაგიმართლებს, ან დაიზიანებ რამეს იმის მაგივრად რომ საკუთარ თავში მოძებნო პრობლემა იწყებ ინფანტილურ და ფობიურ კვლევა-ძიებებს, აქაოდა შავი მაგიის მხვერპლი ვარო. . . როგორ ხეავთ ჩემი ორივე მოსაძრება არაა საფუძველმოკლებული საკუთარ მოსაზრებებს შორის კომფლიქტზე უარესი კი არაფერია. ჩემზე გამოცდილებმა და ამ ბლოგისა თუ გვერდის მესვეურებმა მირჩიეთ რაიმე ან ის რომელ ტაძარში ან მოძღვართან მივიდე.

    პატივისცემით
    ^-^

  • pasu says:

    გამარჯობათ როგორ გავიგო მაქვს თუ არა ჯადო გაკეთებული?

  • ანა says:

    mogesalmebit,mec vgrdznob rom chemi ojaxis warumatebloba ramdenime adamianis damsaxurebaa romlebic shavi magiit arian dakavebulni da kargad am codnas ar iyeneben,me dzalian mwams uplis,vici rom gverdit myavs da damicavs magram vgrdznob rom kidev raime unda gavaketo rom es ‘jado”movxsna ojaxs,amitom tqventan maqvs shekitxva vinc mama akaki axsenet,rogor an sad sheidzleba vnaxo ? sad romel tadzarshi mogvaweobs?da rogor mivide ra vutxra rit daviwyo?? gtxoov mirchiet raime ra,dzalian var datrgunuli da gamosavals vedzeb am situaciidan,madlobt winaswar gamoxmaurebistvis.

    • ნინო says:

      გამარჯობათ.პირდაპირ დავიწყებ.რამდენიმე წლის უკან კარის მეზობელმა კარებტან ტილოზე ქონით სამი ჯვრით გამოხატული ჯადო გაგვიკეთა მას მერე მამაჩემი ძალიან მალე გარდაიცვალა,თუმცა მანამდე ძალიან დაგვეძაბა ოჯახში მდგომარეობა სულ ჩხუბი და აყალმაყალი გვქონდა ელემენტარულ წვრილმანზეც კი საშინელი ჩხუბი იმართებოდ,ახლა მარტო მე და დედა ვცხოვრობთ ისევ იმ სახლში დედაჩემის და საერტოდ ყველას მიმარტ გული გამიცივდა თითქოს დედმამიშვილიც არ მიყვარს არადა საკუთარ სიცოცხლეს მერჩია ხოლმე.სიზმარშიც ძილად დაცემა არაერთხელ მქონია ტაძარში არ დავდივარ ძალიან დეპრესიული გავხდი სიცოცხლის ხალისი დავკარგე ყველაფერი უაზრობად მეჩვენება. არად ძალიან ხალისიანი და მოსიყვარულე ვიყავი ეხლა ყველას განვიკითხავ სულ რაღაც გვტკივა,პრობლემები არ გველევა,ყველა გაგვირბის არადა არავის ცუდს არ ვუკეთებთ ყველა უმიზეზოდ გვშორდება,ის მეზობელი ისევე გვყავს და ძალიან მეზიზღება ტუმცა საშველს ვერ ვხედავ. ძალიანნ მეშინია კიდე არაფერიგაგვიკეთოსრაღაცნაეად არ მგონია რომ მარტო ლოცვები გვიშველის.სახლის კურტხევა გვინდა და სულ რაღაც გვიშლის ხელს ამ დღისთვის გადადებული ფული სულ არღაცაში ძირიტადად წამალში გვეხარჯება.გთხოვთ დამერეხმარეთ როგორ მოვიქცე,ადრე დედა მარნეულში წავიდა ვიღაც ედგართან რომელმაც ყველაფერი ისე მოუყვა როგორც მოხდა და, იყო შემდეგ ამ ქალის სახელიც და გვარიც უთხრა ვინც გაგვიკეტა ტუმცა ეხლა გვეშინია და ვეღარ მივდივართ მირჩიეტ რავქნა.არადა დედას რო ხელი შეახო სული შეეხუტა და გონება დაკარგა სულ მტლად დაიკრუნჩხა მერე უტხრა კი მარა ასე როგორ გაგინეტა იმ ქალმაოო.მეშინიაააააააა გტხოვთ პასუხი მეილზე მომწერეთ

  • გამარჯობათ,, რა მაინტერესებს, ერთი მეზობელი მყავს რომელიც შემოდის ჩემთან და სულ ითხოვს წყალს მიუხედავად იმისა წყურია თუ არა, ამით შეიძლემა რაიმე ჯადოს აკეთებდეს თუ არა და ნიშნავს თუ არა ეს რამეს?? გთხოვთ მიპასუხოთ.

  • eiva says:

    ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჯადოსგან და მაგიისგან,განსაკუთრებით შავი მაგიისგან.ნამდვილად არსებობს მაგია თეთრიც და შავიც,მაგრამ ასეთი რადიკალური ზღვარი არ არის მათ შორის,გააჩნია მიზანს ვინ როგორ და რისთვის გამოიყენებს ამა თუ იმ ძალას.მხოლოდ ერთი ვიცი დანამდვილებით ადამიანი რომელიც მიმტევებელია და არა შურისმაძიებელი,ადამიანი რომელიც არ ღალატობს ღმერთს არა აქვს მნიშვნელობა რომელს წმინდა სამებას თუ ალაჰს(ვგულისხმობ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების მრევლს)და არ გარბის სხვადასხვა ძალებთან გაჭირვების ჟამს.ასეთ ადამიანს არასდროს მიატოვებს მისი ღმერთი.ხალხნო ნუ აყვებით პანიკას და შიშს თუკი იგრძნობთ რომ ბოროტება თქვენზე ზემოქმედებას ცდილობს ილოცეთ და დამშვიდებული გონებით გულით აპატიეთ და უსურვეთ მას თქვენს ავისმოსურნეს უფლის გზით სიარული,მათ გულებსა და გონებაში უფლისმიერი სიკეთის შთანერგვა.სიმართლეა რომ ბოროტება ვერ იტანს სიკეთეს და მის ყოველგვარ გამოვლინებას,ასე რომ ბოროტებას ბოროტებითვე ნუ უპასუხებთ(თორემ ეს პინგპონგის თამასი გამოვა)გესროლათ ბოროტება თქვენ ესროლეთ ბოროტება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ,ამას ემატება ისიც რომ მაგები და ჯადოქრები ჯადოებს და ნეგატიურ პროგრამებს ისე არ გამოგიგზვნიან რომ არ ჰქონდეთ დაცვა(ამულეტი,შელოცვა ან სხვა) ტქვენ ისევ თქვენს საკუთარ თავს უფროსწორად სულს დაიზიანებთ კიდევ მეტი სასიცოცხლო ენერგია მოგაკლდებათ.ამიტომ ილოცეთ თქვენი მტრებისთვის და უფალი გაგაძლიერებთ.წმინდა სამებამ ღვთისმშობელმა მარიამმა მთავარანგელოზებმა სერაფიმებმა ქერუბიმებმა და წმინდანებმა დაგვიფარონ ბოროტებისაგან და მათი ყოველგვარი გამოვლინებისაგან ამინ

  • giorgi says:

    გეთანხმები სანდრო შესაძლოა ხდება მზგავსი უმსგავსობა, მაგრამ ეს ჩვენი განსაკითხი არააა,მათ ღმერთი გასცემს პასუხს, გვთის წყალობით უამრავი პატიოსანი სასულიერო პირი გვყვავს და ჩვენც მათ რჩევებს მივსდიოთ, ვილოცოთ და ჩვენ ვიყოთ მართლები ჩვენს თავთან და ღვთის წინაშე.

  • აქ კომენტატებში წავიკითხერომ ჯადოს გაკეთება უნდათ ,,საყვარელი” ადამიანის მოსაპოვებლად და მინდა გაგაფრთხილოთ არ გაეკაროთ ჯადოს!!!! ჯერ ეს ერთი არაფერი უანგაროდ არ მიიღება, როცა ჯადოს აკეთებს ადამიანი იმ მომენტში კი შეიძლება ის მიიღო რაც გინდა მაგრამ ეს არის დროებითი და სანაცბლოდ სამაგიეროდ მიაქვს შენგან რაღაცა და ამ რაღაცაზე არადდროს არ საუბრობენ, ანუ შენ მსხვერპლს წირავ იმ რაღაცას ვისგანაც ჯადოს კეთებას იღებ და ის რაღაცა აუცილებლად გაანადგურებს იმ ადამიანს ვინც ჯადოს უკვეთავს და ვინც აკეთებს საერთოდ ხომ განწირულია! თქვენ არ იცით რამხელა ტკივილებს განიცდის სხეულში თუ იმას არ გააკეთებს რაც წამოიწყო და ისიც იძულებულია უკვე აკეთოს ის რასაც აკეთებდა რადგან თუ გაჩერდება თავის საყვარელ ადამიანებს დაატყდება უბედურება, რადგან მას სურვილები უსრულდებოდა და არაფერი უანგაროდ არ ხდება ჩემო კარგებო არ გაეკაროთ ჯადოს თორემ ისე გადაიჩეხებით ხრამში ან ისე შეიძლება დაკარგოთ თვალის დახახამებაში საყვარელი ადამიანები თვალის დახამხარბასაც ვერ მოასწრებთ და ასე გადაგეხდებათ სამაგიერო იმისთვის რასაც ითხვოვთ ეშმაკისგან. დიახ ამით ეშაკთან მიდიხართ თანამშრომლობაზე და ეს ჯერ არავის შერჩენია. თანაც მკითხავთან როცა მიდიხართ სულ რომ ხატებით ჰქონდეს სახლი სავსე არ უნდა დაიჯეროთ, ის გთხოვთ ან საკლესიო სანთელს ან ჯვარდაწერილ ბეჭედს ან ნაკურთხ წყალს და ეს იმისთვის ჭრდება რომ წაბილწოს მაგრამ თქვენ ამას კი არ გეტყვით და ეს იცით ბუმერანგივით უკან როგორ დაგიბრუნდებათ? წარმოდგენისიც კი მეშინია ისეთები გამიგია. თან რათ გინდათ ისეთი ადამიანის სიყვარული რომელიც მონად გეყოლებათ ქცეული. ის თუ მართლა გიყვართ ცუდს არ უსურვებთ და ცხვრებას არ დაუნგრევთ თქვენი ეგოისტური დამოკიდებულებით, ალბათ არც არის ის თქვენი მეორე ნახევარი და იმიტომ არ არის თქვენთან. ვინც თქვენია ის ჯადოს გარეშე იქნება თქვენთან გულწრფელად და უდიდესი სიყვარულით. უფალმა დაგლოცთ ყველა და დაგიცვათ იმ ბოროტებისგან რაც აქ იყო ნახსენები. ამინ.

  • luka says:

    დღეს ბებიაჩემი როდესაც სახში მოვიდა ჩანთაში იპოვა მოუხარშავი კვერცხი რომელიც უეჭველად ვიღაცამ ჩაუგდო ჩანთაში იმის ვარიანთები არ არსებობს რო ის კვერცხი უნებლიედ მოხვდებოდა მის ჩანთაში აქ კი წავითხე კვერცხზე კეთდება უამრავი ჯადო რომელიც ძალიან საშიშია.სახლში ყველანი ძალიან შევშინდით.მოხუცებისგან ვიცი რომ რაიმე ასეთი უცნაურ ნივთებს შარდი უნდა მიასხა და მართლია თუ არა ეს, როგორ მოვიქცეთ, ვინმემ მირჩიეთ რამე ძალიან შეშინებულები ვართ.მართმადიდებელი ქრისტიანები ვართ მაგრამ ნაკლებად ვცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრებით.უკვე კვერცხზე რაიმეს გაგონება მზარავს.თუ ვინმემ რაიმე იცით მასწავლეთ ძალიან გთხოვთ.

  • nini says:

    adamians tavi rogor shevayvaro.am admaintan ar maq urtiertoba davshordit.rogor moviqce

  • eka says:

    viberic am nomerze aqvs da watshapic am nomerze aqvs ise

  • მე ვიპოვე გასაღები და ზედ ეკეთა სამი ბოქლომი და შევამჩნიე სანთლის წვეთები გახვეული იყო სომხურ გაზეთში რას ინდა ნიშნავდეს ეს?ჯადოა?და რის დამანგრეველია ამ ყველაფერთან ერთად მეუღლის პირადობა და მანქანის პრავა იდო

  • მოძღვარი says:

    ყველა ვინც აპირებთ ,,ხასანთან” ვიზიტს ჯერ კარგად დაფიქრდით, რის სანაცვლოდ მიიღებთ ჯადოსგან ეგრეთ წოდებულ ,,განთავისუფლებას”?
    ის ბოროტი ძალების მსახურია და თქვენი ჯადოსგან განკურნების სანაცვლოდ, თქვენ სულს ყიდულობს!
    ეკლესიას აქვს ყველა საშუალება, ჯადოსგან თქვენი დაცვისათვის, უბრალოდ მორწმუნე და მაზიარებლები უნდა იყოთ! და ღმერთის სახელით მოხდება თქვენი დაცვა და გადარჩენა

  • tamari says:

    ვგრძნობ რომ ჩემ ოჯახზე ბოროტი ძალა მოქმედებს ყველა საქმის წამოწყება მთავრდება კრახით და წინსვლა არ არის, ეკლესიურად ვცხოვრობთ მაგრამ ვერ დავიხსენით თვი ამას წინათ ჩემ შვილმა ვერ ციძინებო რაგაცეები მელანდებაო, იქნებ კეთილი რჩევა მომცეთ რომ დავიხსნათ თავი, რომ წინსვლა იყოს ოჯახის.
    ოჯახში ჯადოები მრავლად მაქვს ნანახი.

  • Magda says:

    Eklesias mimartet, Upals txovet daxmareba. Sashishia natelmxilveltan viziti. mas boroti dzala martavs. nu motkuvdebit droebiti gankurnebit. ar gashinebt, magram mere sheidzleba ufro gartuldes mdgomareoba da gviani iqneba gamscoreba. Upals guys nu payment. ilocet, imarxulet da kvelaperi kargad iqneba.

    • Magda says:

      Upals guls nu atkent – es mindoda damecera.

    • გიო says:

      გამარჯობათ. მითხარით თუ ვინმემ იცის. ვიპოვე ძველი კოსტუმის ჯიბეში წითელ ნაჩერში გადახვეული სამკუთხედი შეკერი ნაჩრისგან , გარშემო შავი გიშრის თვლები ქონდა გამოკერრბყლი. გავჩერი და შიგნით რაგაც ეწერა და ჯვრები ეხატა ალაგ ალაგ. დავწვი . თუ ვინმემ იცის რა არის მიტხარით.

  • Karolini says:

    Mokled adamianebi zogadad sashinel monstrebad iqcnen jados mketebels unda eshinodes tavad da ara mas visac uketebs eg wyevla ert dges ukan daubrundeba im borot xalxs vinc sxvas cuds usurvebs ase ROM rwmena sakutar tavshi gqondes da uflis imedi ufali imeds aravis ucruebs me gmertis mjeravs mwams da is chem rwmenas arasdros ugalatebs. Iseti ram gadamxda aravin daijerebs da arc daviwyeb moyolas mxolod girchevt gmertis gjerodes da mas usmine da yvelafrisgan gadagarchens.

  • ბრუკი says:

    უკვე მეორედ ვნახე სხვადასხვა კარადის უკან გაჭედილი ჩემი ქმრის წინდები. პირველად შემთხვევითობა მეგონა, მაგრამ მეორედ საგონებელში ჩავვარდი. საზიზღარი სუნი ასდიოდა ორივე შემთხვევაში. მეუღლეს ვკითხე და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ მისი წინდები. თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ჯადო იყოს?

  • lado says:

    “ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რომელი მისნობდეს მისნობითა, ანუ ჰავს იზმნიდეს ჰავითა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა, ანუ გრძნეული იყოს, ანუ ულუკთმკითხველი, ანუ თუ სასწაულით მკუდართა მკითხველი. რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა”.
    (2 სჯული, 18, 10-12)

    წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: “ასეთებს (ჯადოქრებს), წმ. სამების სახელითაც რომ ლაპარაკობდნენ, წმიდანებს რომ უხმობდნენ და პირჯვარსაც ისახავდნენ, უნდა გავექცეთ და გავერიდოთ”.

  • დავითი says:

    აფერისტია და თქვენისთანა გულუბრყვილო ადამიანებს აბრიყვებს, თავისი გამდიდრებისათვის!
    კომენტარები გადავიკითხე და ყველა გაბრიყვებულები, გულწრფელად მეცოდებით!

  • ბექა says:

    დამეხმარეთ გთხოვთ. მინდა. მამაჩემს
    უყვარდეს. ჩემი. თავი მინდა. კარგად მელაპარაკოს. და. ფული. მაძლიოს. გთხოვთ. დამეხმარეთ

  • ბექა says:

    დამეხმარეთ გთხოვთ. მინდა. მამაჩემს
    უყვარდეს. ჩემი. თავი მინდა. კარგად მელაპარაკოს. და. ფული. მაძლიოს. გთხოვთ. დამეხმარეთ

  • სპარტაკი says:

    მაინტერესებს ქრისტიანული განმარტება შავი მაგიის ერთი კონკრეტული შემთხვევისა, კერძოდ:
    არის ფილმებში შემთხვევები როცა სადღაც ადამიანი დანას დაასობს და მასზე გდახტება, რის შემდეგაც გადაიქცევა ცხოველად, უკან თუ გადმოხტება მაშინ ისევ ადამიანად და თუ ვინმემ შემთხვევით ამოაძრო ის დანა მაშინ დარჩება ცხოველად სანამ ვინმე ისევ არ დააბრუნებს ამ დანას თავის ადგილზე.
    ასეთი რამე არსებობს არამარტო ფილმებში, არამედ არცთუ ისე შორეულ ხალხურ გადმოცემებში, რომ შავი მაგიის ზოგიერთ მსახურს თურმე შეეძლო ცხოველად გადაქცევა და ადამიანების ან პირუტყვის დაზიანება, თუ ამ ცხოველს ვინმე დააზიანებდა მაშინ მას კვლავ ადამიანად გადაქცევის შემთხვევაში ეტყობოდა ნაიარევი.
    მაგალითად ერთი ქალი გადაიქცა კატად და ცდილობდამეზობლისთვის თვალების დათხრას, ამ ადამიანმა მოახერხა დაჭერა და თათები დაუჩეჩქვა, ამის მერე მის ერთერთ მეზობელს ანალოგიური ტრავმები ჰქონდა.
    არის თუ არა ასეთი რამე რეალურად შესაძლებელი ან მისი სული შედიოდეს ცხოველში რაც ცოტა დაუჯერებელი ჩანს, ან კიდევ შეიძლება თუ არა ეს ხდებოდეს წარმოსახვის დონეზე და ადამიანი იყოს რაღაც მოჩვენებით ექსტაზში და მის გასაკეთებელს აკეთებდეს ცხოველში შესული ეშმაკი რომელსაც დაუკავშირდა ეს ადამიანი თავისი მაგიით და ეგონოს რომ თვითონ არის ამ ცხოველში შესული?
    მსგავსი განმარტება ჰქონდა სერაფიმე როუზს უცხოპლანეტელთაგან ,,ნაცემ” ადამიანებზე და ამიტომ მაინტერესებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი