მთავარი » ქრისტიანობა

მადლი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.01.2019 | 3,741 ნახვა

მადლი მადლი (gratia), ლათინური სიტყვაა, რომელიც წარმოადგენს ბერძნული სიტყვის თარგმანს cháris „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“. სიტყვა მადლი პეტროზილო პიეროს ქრისტიანობის ლექსიკონში შემდეგნაირად არის განმარტებული:

ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს აღთქმაზე დამყარებულ ღმრთის სიყვარულს ისრაელი ხალხის მიმართ. ახალ აღთქმაში და, განსაკუთრებით, წმიდა პავლესთან, მადლი აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანთათვის საკუთარი სიცოცხლის უანგარო მიძღვნას ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, რის შედეგადაც ქრისტიანები ნათლისღებისა და სული წმიდის ნიჭის მეშვეობით „ღმრთის შვილებად“ იქცევიან (რომ. 6:3, შმდ.; 8:14, შმდ.).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მადლი არის სამსახური, უანგარო დახმარება, რომელსაც ღმერთი გვიწევს, რათა მის მოხმობას ვუპასუხოთ: ვიქცეთ ღმრთის შვილებად, აყვანილ შვილებად, გავხდეთ ღმრთაებრივი ბუნების, მარადიული ბუნების თანამონაწილენი“. მადლი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი (მუდმივი და ზებუნებრივი განწყობა, რომელიც სრულყოფს სამშვინველს, რათა მას ღმერთთან თანაარსებობის უნარი მიანიჭოს) და აქტუალური (ღმრთაებრივი ჩარევა მოქცევის დასაწყისსა და წმიდადყოფის პროცესში).

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში მადლის შესახებ ვკითხულობთ:

ღვთის მიერ მინიჭებული წყალობა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი მოღვაწეობისა, მადლი ეძლევა ყველა ადამიანს, რათა ისინი განიწმინდონ ამ ქვეყნის ცოდვებისაგან, რათა უჩვენოს მათ ხსნის გზა, სასუფევლისკენ მიმავალი.

ხოლო განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მადლი ნიშნავს:

1. სიკეთე, ქველობა, მოწყალება; კეთილი საქმე;

2. ზეგარდმო ძალა, წყალობა;

3. ზეგარდმო ბოძებული ნიჭი;

4. იგივეა რაც მადლობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი