მთავარი » ქრისტიანობა

“მაცხოვარს უყვარს ღარიბი ადამიანები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2012 ერთი კომენტარი | 5,529 ნახვა

“ადამიანები ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ, ამიტომ ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას”

ილია მეორე “მაცხოვარს უყვარს ღარიბი ადამიანები, არა მათი სიღარიბის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით ადამიანის გულს იმდენად ატყვევებს, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში. აღარ ისწრაფვის სულიერებისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება ეს მხოლოდ ნაწილია რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა, ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის.
კაცობრიობის წინაშე მუდამ იდგა და დგას მეტად მნიშვნელოვანი საკითხები: რა არის ადამიანის ცხოვრება? ვინ არის ადამიანი? საიდან მოვიდა ან საით მიდის? ეს კითხვები მუდამ აწუხებდა მსოფლიოს…

ადამიანი არის არსება, რომელიც შექმნა ღმერთმა ხატად და მსგავსად თავისსა, ადამიანი არსებაა, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, მან უნდა გაიაროს დედამიწის განსაცდელი და წარდგეს ღვთის წინაშე.

ადამიანის მიზანი ღმერთთან მიახლოებაა, ღმერთთან და კიდევ…მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.
პიროვნება ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არ აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს აქვს მრავალი მისწრაფება. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა… მაგრამ ეს არ კმარა, ამით ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობს ამას. ცდილობს მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები, ჰქონდეს კეთილმოწყობილი სახლი, მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერს ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი, ამაში არ ყოფილა ბედნიერება. თუ მას არ უყვარს ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა და სიყვარული.

ეკლესია და რწმენა სრულიადაც არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურ საკითხებზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისაგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც, პირველ რიგში, მათზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს.
ყოველ ადამიანს, რომელიც ამ ცხოვრებაში მოდის, ერთი უდიდესი მიზანი აქვს – მარადიულობისათვის მომზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და სასუფეველი დაიმკვიდროს – ცხონდეს.

ადამიანები კი უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომ ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც მუდამ თანს სდევს უბედურება.

თუ მშობლების ერთადერთი საზრუნავი სიმდიდრის მოხვეჭაა, სიმდიდრეს მრუდე გზით იძენენ, განურჩევლად ყოველ სურვილს უსრულებენ შვილებს, არ აღზრდიან მათში შრომის მოყვარეობას, სხვისი დახმარების სურვილს, დროთა განმავლობაში ისინი მათ მტრად იქცევიან”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი