მთავარი » სოფლის მეურნეობა

ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.08.2023 | 370 ნახვა

დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედა ფენაში ნახერხის, კომპოსტის ან ტორფის შერევით.

ლურჯი მოცვის დარგვა უნდა მოხდეს 20 – 30 სმ სიღრმის და დიამეტრის ორმოებში. დარგვის დროს, ფესვთა სისტემის კარგად განვითარების მიზნით, უნდა მოხდეს ნიადაგში ნერგის ფესვების კარგად გაშლა. განსაკუთრებით ეს ეხება კონტეინერში მოყვანილ ნერგებს.

ნერგი უნდა ჩაირგოს იმ სიღრმეზე რა სიღრმეზეც იზრდებოდა სანერგეში, ან ქოთნებში, ისე რომ, ფესვის ყელი ნიადაგის ქვევით მოექცეს.

ლურჯი მოცვის ფესვთა სისტემა მეტად ფაქიზია, ამიტომ როგორც ძალიან ღრმა ასევე ზედაპირულმა დარგვამ შეიძლება ფესვების დაზიანება გამოიწვიოს, რაც განაპირობებს ნერგის სუსტ განვითარებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგი კვების არით: 3,0 – 3,2 X 0,9 – 1,2 მეტრზე. საშუალოდ ერთი ჰექტარის გასაშენებლად საჭიროა 2800 – 3300 ნერგი. მოცვის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე.

თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიები ლურჯი მოცვის გაშენებისათვის ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზო-კვლებზე. ბაზო-კვლებზე გაშენების უპირატესობა შემდეგში მდომარეობს: ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით, ტენის უკეთესი რეგულაცია, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ფესვებიდან ჭარბი ტენის მოცილება. რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების შემაღლებული ბაზო კვლის მოწყობა: სიგანე 60 – 90 სმ, სიმაღლე 18 – 25 სმ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი