მთავარი » კონკურსი

ლუკა მკურნალიძე – “ჩემი სკოლა” – წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.12.2014 | 1,282 ნახვა

მე 15 წლის ვარ და სკოლაში ვსწავლობ. არ ვარ რადიკალურად განწყობილი სკოლის მიმართ, ვერ ვიტყვი რომ ეს კარგია ან ცუდია. ლუკა მკურნალიძე მაგრამ, როგორც მონეტას, სკოლასაც აქვს ორი მხარე. კარგია ის, რომ ბავშები სკოლაში საკმაოდ ბევრ რამეს სწავლობენ, არ მაქვს მაინცდამაინც საგნებზე საუბარი. ისინი სწავლობენ სოციუმში ქცევას, ასევე უფრო კომინიკაბელურები ხდებიან და მეგობრებსაც იძენენ. მაგრამ, ჩემი აზრით, სკოლაში არ ხდება ბავშვის სწორად აღზრდა.

ბავშვი არის ინდივიდი, რომელსაც შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ხშირად მასწავლებლები და მოსწავლეები არ აქცევენ ყურადღებას. და მოქმედებენ თავისი დოგმებით, ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგანაც თავისუფალი აზროვნება ხელს უწყობს ბავშვს, რომ მომავალში ბრძენ და განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ბავშვის დაჩაგვრა ან დისკრიმინაცია, რაიმე მიზეზის გამო არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გამოწვეული განსხვავებული აზრის ქონის გამო თუ რაიმე ფიზიკური ნაკლი გამო.

სკოლის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სრული კომფორტი სკოლაში. მე არ ვგულისხმობ კომფორტში სავარძლებს და ბალიშებს. ვგულისხმობ ისეთ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე იგრძნობს თავს დაცულად და თავის სამუშაოს უკეთესად შეასრულებს.  წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ალბათ დამეთანხმებით, რომ ტერორში მყოფი ადამიანი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოიყენებს. ამიტომაც ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შიში არც მასწავლებლის და არც რომელიმე მოსწავლის და ამ ყველაფერს უნდა უზრუნველყოფდეს სკოლა.

ჩვენ გვასწავლიან საკმაოდ ბევრ საგანს სკოლაში, მაგრამ უმეტესად ისინი არ გვიხსნიან თუ როგორ მივიდნენ მეცნიერები ამ დასკვნამდე. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ ეს უნდა ვისწავლოთ ზეპირად და წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ღიმილით ჩაგვიწერენ ორიანს ჟურნალში. ამიტომაც კარგი იქნება თუ იმ მასალას რასაც გავდივართ აგვიხსნიან. მე ვფიქრობ რომ ასე უფრო საფუძვლიანად დაგვამახსოვრდება. ასევე კარგი იქნება თუ ვიმსჯელებთ სხვადასხვა ნაწარმოებზე. ჩვენ გავდივართ ნაწარმოებებს და შემდეგ გვთხოვენ რომ ვისწავლოთ ის მაგრამ როდისაც კითხვები გვიჩნდება ან საერთოდ თავს არიდებენ კითხვას ან კი არადამაკმაყოფილებლად გვპასუხობენ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ განათლების მიღების დონე უმჯობესდება საქართველოში.

ლუკა მკურნალიძე
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი