მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა წმინდა პანტელეიმონისადმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.10.2014 4 კომენტარი | 18,782 ნახვა

წმინდა დიდმოწამე და მკურნალის პანტელეიმონი ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. … წმინდანის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მოფენილი. წმინდა პანტელეიმონი მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.

ლოცვა

ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • თინათინი says:

    მე მაგალითად ისე ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში როგორც ადრე დედა მყავს ძალიან ცუდად სკლეროი აქვს და ორი ადამიანი უვლით,ძალიან რთულ ფორმებში გადაეზარდა. მინდა სახლში მოვიყვანე მღვდელი და ვაზიარო.ადრე ძალიან იშვიათად დადიოდა ეკლესიაში. რწმენა ან ჰქონდა, ხან არა. რა ლოცვები უნდა წაუკითხო რომ გამოჯანმრთელდეს. ძალიან მძიმე დაავადება აქვს-ალცგეიმერის დაავადება. ძალიან ვწუხვარ რომ ვერ დავდივარ ასე ხშირად ეკლესიაში ამის გამო. ჯვარს არ იკეტებდა, ავდექი და ტანსაცმელზე მივაკერე.როგორ მოვიქცე მირჩიეთ.

    • ნანა says:

      ძალით ჯვარის დაკერებას ტანსაცმელზე აზრი არ აქვს, მთავარია თავისი სურვილი იყოს,დედას რომ სურვილი გაუჩნდეს აღსარების და ზიარები, ამისათვის საჭიროა შვილის ლოცვა მშობლისათვის, თუ გინდათ რომ ის იხსნას უფალმა,ბევრი შემთხვევაა,სიკვდილის წინ გამკეთებულან, მღვდელი მოუთხოვიათ და ეზიარნენ, თქვენი დედა კი ჯერჯერობით ფიზიკურად კარგადაა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ დილისა და საღამოს ლოცვები და მშობლის ლოცვა, როგორც კი ლოცვას დაიწყებთ მშობელზე, უფალი არ დაუშვებს მშობლის უზიარებლად გადასვლას სასუფეველში, უფალმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ

  • Qeti says:

    Kado gaqo deda anam mitxra da ra vq a rit meshveleba.qeti var

  • ნანა says:

    ძალით ჯვარის დაკერებას ტანსაცმელზე აზრი არ აქვს, მთავარია თავისი სურვილი იყოს,დედას რომ სურვილი გაუჩნდეს აღსარების და ზიარები, ამისათვის საჭიროა შვილის ლოცვა მშობლისათვის, თუ გინდათ რომ ის იხსნას უფალმა,ბევრი შემთხვევაა,სიკვდილის წინ გამკეთებულან, მღვდელი მოუთხოვიათ და ეზიარნენ, თქვენი დედა კი ჯერჯერობით ფიზიკურად კარგადაა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ დილისა და საღამოს ლოცვები და მშობლის ლოცვა, როგორც კი ლოცვას დაიწყებთ მშობელზე, უფალი არ დაუშვებს მშობლის უზიარებლად გადასვლას სასუფეველში, უფალმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი