მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2014 ერთი კომენტარი | 5,476 ნახვა

ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, ემბაზი დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

ლოცვა ღვთისა დედისადმი მოსაქცევად გზააბნეულისა ნათლულისა
(წმიდისა გაბრიელ ნოვგოროდელისა)

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ზეცისაო, ღვთისმშობელო ქალწულო! შობითა შენითა იხსენ ნათესავი კაცთაჲ ეშმაკისა საუკუნოჲსა სატანჯველისაგან; რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღვთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღვთისა ჩუენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თვისი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა. ჰოი, ყოვლადკურთხეულო! შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გვანცა says:

    მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ მითხრათ, ნათლობის დროს რომელ ლოცვას უნდა წარმოთქვას ნათლიამ?რომელიც თითქმის არც ერთმა ნათლიამ არ ვიცით. დიდი მადლობელი ვიქნები თუ გამაგებინებთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი