მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა დაბადების დღეს წასაკითხი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2014 | 11,676 ნახვა

ეკლესია უფალო ღმერთო, მეუფეო ყოვლისა სოფლისა, ხილულისა და უხილავისაო! შენსა წმიდასა ნებასა ზედა დამოკიდებულ არიან ყოველნი დღენი და წელნი ცხორებისა ჩემისანი. გმადლობ შენ, ყოვლადმოწყალეო მამაო, რამეთუ ჯერ-იჩინე ჩემთვის განგრძობაჲ ცხორებისა ჩემისაჲ კუალად წელიწად ერთ. რამეთუ ცოდვათათვის ჩემთა არა ღირს ვარ ესევითარსა წყალობასა, არამედ შენ ხარ, რომელი გამოაჩინებ ამას ჩემ ზედა გამოუთქმელითა კაცთმოყვარებითა შენითა. განმიგრძნე მოწყალებანი შენნი მე, ცოდვილსა, განმიგრძე ცხორებაჲ ჩემი სათნოებათა შინა, სიყუარულსა, სიმრთელესა, სიმშვიდესა შინა ერთხმობითა და ერთსულობითა ყოველთა თანა ნათესავთა ჩემთა და ყოველთა მოყუასთა. მომიბოძე მე უხუებაჲ ქვეყნიერთა ნაყოფთაჲ და ყოველი, რაჲცა კეთილად სახმარ არს ჩემთვის. უფროჲსად განწმიდე სვინიდისი ჩემი და განმამტკიცე მე გზასა ზედა ცხოვნებისასა, რაჲთა მეცა, დადგრომილი მას ზედა, შემდგომად მრავალჟამიერისა ცხორებისა ჩემისა გარდავიცვალო საუკუნოდ ცხორებად და ღირს ვიქმნე დამკვიდრებასა ზეციერისა შენისა სასუფეველისასა. შენ, უფალო, აკურთხე დასაბამი წელიწადისა ამის ჩემისაჲ და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი. ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი