მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.10.2014 ერთი კომენტარი | 2,389 ნახვა

ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. ნინოწმინდის ეკლესია მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა – კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.